საქართველო თეა თუთბერიძე ბაჩო ახალაიას შესახებ. 2012, 22 სექტემბერი, 15:52 თეა თუთბერიძე კვლავ გვაოცებს თავის "გამჭრიახი" და "შორსმჭვრეტელი" გონებით. იმ საშინელ ღამეს ხომ ყველა "დამოძღვრა" ტელეკომპანია "კავკასიაში" ქალბატონმა თეამ. იმ დონეზე მიიყვანა ალეკო ელისაშვილი, რომ ეთერიდან რომ ვეღარ გააგდო თუთბერიძე, თვითონ შეწყვიტა გადაცემა.ამჯერად თეა თუთბერიძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა ღია წერილი, სადაც სწერს, რომ ნუ მიიღებს საკადრო ცვლილებებს ვიღაცის აგორებული "შავი პიარის" გამო.შემდეგ კი მთელ ქება-დიდების ეტრატს უძღვნის ბაჩო ახალაიას:"ბაჩო ახალაიას სახელი და გვარი საზოგადოების ფართო წრეებისთვის მას შემდეგ ხდება ცნობილი, რაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა და დაიწყო ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან. მისი დისკრედიტაციაც სწორედ ამ სამყაროსთან დაპირისპირების შედეგია. ე.წ. კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების იზოლირებას სხვა პატიმრებისგან და მათ ჩამოშორებას ციხეების შიგნით სიტუაციის კონტროლიდან, მოჰყვა კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების ოჯახის წევრების მხრიდან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოსვლები (აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ეს ადამიანები ოჯახებს ციხეებიდან არჩენდნენ. ისინი ციხეებიდან გეგმავდნენ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დანაშაულებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ციხეების შიგნით სიტუაციის მართვაზე). ეს აქციები მხარდაჭერილი აღმოჩნდა კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი უპასუხისმგებლო ოპოზიციური პილიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან (რომელთა ძალიან დიდი ნაწილი დღეს უკვე გაერთიანებულია „ქართულ ოცნებაში“). 2156 3-ს მოსწონს
|