x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"შემაძულეს ლომისობა ამ ცხვრების თავებით მოთამაშე ბოგანო ბრბომ" - თამარ ივერი
image

ოპერის მომღერალი თამარ ივერი საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრის, ტასო ლოსაბერიძის პოსტს აზიარებს და წერს:


"ვეთანხმები!!!! შემაძულეს ლომისობა ამ ცხვრების თავებით მოთამაშე ბოგანო ბრბომ!! და პრიმიტიულად სჯერათ რომ თუ რაღაც მათ ჩანაფიქრს ცხვარს შესწირავენ....ის საქმე აუსრულდებათ ან გამოუსწორდებათ!! (დღემდე ვინმეს რამე ამ სისხლიანი შეწირვის გზით აუსრულდა?)


საქმეებს და ჩანაფიქრებს კი "ხელის და ტვინის განძრევა" აგვარებს და არა საცოდავი, უბედური ცხვრის შეწირვა!!!!-წერს თამარ ივერი.



თავად ტასო ლოსაბერიძე კი, რომელსაც ხელში თავის საყავრელი ბეკეკა ტასო უჭირავს წერს:


"დღეს უკვე ლომისობაა..


ჩემთვის დღესასწაული არ არის, იმიტომ რომ ამ უდანაშაულო არსებების კვლის დღეა. იმიტომ რომ სიკეთის სახელით ასობით და ათსობით ასეთს მოკლავთ, ვითომ ღმერთს სწირავთ, არადა, ღმერთი საერთოდ არ ითხოვს არავის სიცოცხლის შეწირვას.


ეს არის უაზრო, სასტიკი და ამაზრზენი ტრადიცია, რომელსაც არასდროს ვაღიარებ (!) ცხვრის სიცოცხლე თქვენს ცოდვებს ვერ გამოისყიდის. ამის ბევრი ინფორმაცია არსებობს და თუ კარგად მოიძიებთ, ნახავთ.


რამდენიმე ამონარიდს დავწერ:


"გულსატკენია, მას შემდეგ 20 საუკუნე გავიდა და საქართველოში დღესაც ბევრს სჯერა, რომ ცხვრის დაკვლით ღვთის წინაშე ქრისტიანულ მოვალეობას ასრულებს. "-მღვდელი დავითი.


"ამ სახით ცოდვათა შენდობა, რა თქმა უნდა, არ ხდებოდა, პირუტყვის სისხლით ვერ გამოისყიდებოდა ადამიანი. ადამიანი აღმატებულია ყველა ქმნილებაზე, აქედან გამომდინარე, მას არ შეეძლო შეეწირა თავის ცოდვაზე აღმატებული მსხვერპლი."-პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი.


მე დიდი ხანია მღვდლების და მამაოების არ მჯერა და არ ვაღიარებ, მაგრამ მორწმუნებეებმა და ღმერთზე ცხვრის შემწირველებმა, იქნებ მათ მაინც დაუჯეროთ.


ეს ჩემი ბეკოა, ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი კომპანიონი ცხოველი, რომელიც ზუსტად ისე მყავს როგორც ძაღლი, კატა, ოჯახის წევრი. ისიც ერთერთო შეწირული ცხვარი იქნებოდა ახლო მომავალში დარწმუნებული ვარ. თუმცა ახლა არაფერი მსგავსი არ ემუქრება, არასდროს.


ბეკო რომ სახლში მოვიყვანე, ძაააალიან ბევრი ადამიანისთვის დასაცინი გავხდი და ძალიან ბევრმა "ჩაქაფული" შეარქვა, დღეს ჩემს გარშემო ყველამ იცის რომ მასზე მსგავსი ხუმრობის უფლებაც კი არ აქვთ, იმიტომ რომ მე არ ვთვლი მას შესაწირ და საჭმელ ობიექტად.


სულ ვცდილობ ხალხს დავანახო როგორი უნიკალური არსებები არიან "საჭმელი" არსებები..სულ ვცდილობ გადავუღო საყვარელი ფოტოები და ვიდეოები და რაც შეიძლება ბევრს ვანახო ის რომ არანაირად არ განსხვავდება იმ ძაღლებისგან რომლებიც სახლში გვყავს.და ეს ნამდვილად ასეა.


ცოცხალი არსების რომელიც ჩვენზე სუსტია, რომელიც ვერ ლაპარაკობს, ვერ გვეუბნება როგორ სტკივა, როგორ განიცდის - მოკვლა დანაშაულია. ჩახედეთ მათ კეთილ თვალებში და მიხვდებით რომ პატარა ბავშვს კლავთ მათი სახით.


ღმერთი არასდროს გვთხოვს მისი შექმნილი არსების მოკვლას და დამიჯერეთ მათი კვლით მხოლოდ ცოდვებს იმატებთ.


ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა ძალიან ბევრი დასაკლავი ცხოველი გადავარჩინო და აუცილებლად ავიხდენ მალე.


თქვენ კი აზრზე მოსვლას გისურვებთ."

image
ლომისობა-უძველესი, წინაქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, დღეს ერთგვარ წარმართულ და ქრისტიანულ ნაზავს წარმოადგდენს. თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე.
დიახ, ლომისობის დღესასწაული წინაქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება და ამიტომაც მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით. დიახ, ამ დღეს ერთი ყველაზე მძიმე რიტუალი აღესრულება – სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, როცა მთიულები ლომისას ცხვარ-ძროხას სწირავენ. არადა, იქ წასვლა მხოლოდ ამ რიტუალისთვის, რომ ცხოველს სისხლი გამოადინოს და აღასრულოს ქრისტესთან და სარწმუნოებასთან ურთიერთობა, დანაშაულია, მაგრამ ეს ძველი და უმსგავსი ტრადიცია კვლავაც მძლავრობს. თუმცა ამის პარალელურად, ადამიანების ნაწილი ლომისაზე, რომლისკენაც სავალი გზა არც ისე უხიფათოა, მხოლოდ სალოცავად ადის და რწმენით ლოცულობს…
1
302
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
302
  
2022, 15 ივნისი, 19:55
აბა,ამათ იქ არ აქვთ,რა ჯობია კარგ ჩაქაფულს? სალაწიკები გაიკვეხონ ერთ ადგილას ამ ბოგანო ცხოველთა უფლება დამცველებმა. ან რანაირად უნდა ქონდეს უფლება იმას,რომელსაც პასუხისმგებლობის შეგრძნება არ აქვს? არა რა,არ უნდა წაუსილყვნენ იმ ევროპებში,სულ გამ... ბატკანი და ცხვარი ლომოსობასაც კარგია და ყველა სეზონზე,განსაკუთრებით გაზაფხულზე.
0 1 1