x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ტოპ|ქარდის საზაფხულო აქცია გარდერობის გასაახლებლად

image


15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით რე|ბანკი მეგობარ ბრენდებთან ერთად საზაფხულო აქციას იწყებს. ამ პერიოდში, ტოპ|ქარდით პარტნიორ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდებში გადახდისას დანახარჯი 3 თვის ნაცვლად 6 თვეზე განაწილდება თანაბრად, ეფექტურ 0%-ად. პირობა იმოქმედებს ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდებში პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის ფასდაკლებულ კოლექციებზე, ფეხსაცმელზე, აქსესუარებზე, საბავშვო ტანსაცმელსა და სხვა ნივთებზე.


აქციაში მონაწილეობს საქართველოში მოქმედი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ყველა მსხვილი ჯგუფი და მათში შემავალი ბრენდები: რითეილ გრუპ ჯორჯიას ქსელი - ზარა, მანგო, ოიშო, ბერშკა, ფულ & ბეარი და სხვა, დრესაპის მაღაზიები - შუზ ფექთორი, მავი, ეტამი, ადიდასი, ლი, ვრანგლერი და სხვა, აი სი არის მაღაზიები - ოკაიდი ობაიბი, ბატა, სკარპიერა, ეკკო, კორსო იტალია და სხვა, ჯითექსის ბრენდები - ოვს, ტერანოვა, პენტი, მატალანი, ასევე ნავნეს მაღაზიათა ქსელი.


აქციაში მონაწილე მაღაზიების სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე: www.rebank.ge



რა არის ტოპ|ქარდი?


ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.


ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.


რე|ბანკს უკვე 2, 000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქებში, სუპერმარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, სასტუმროებში, რესტორნებში და სხვ მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525


ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3xHLKDe, ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში:


თბილისი, პეკინის გამზირი #19

თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ

ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55

ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5


ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.


R

0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0