x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ძალიან საწყენია, რომ 400 კომენტარიდან თითქმის ყველა დედის ტოლა ქალები არიან" - რის გამო დააბულინგეს თიკა ჯამბურია?
image

თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და სქრინებს აქვეყნებს.


"არ ვიცი, საიდან დავიწყო... რამდენიმე დღის წინ ვიყავი "რუსთავი 2"-ის დილაში სტუმრად… სრულიად შემთხვევით მომიწია კატლეტი და პიურეს გაკეთება პირდაპირ ეთერში. ვინც მიცნობს, იცის, რომ კულინარია ჩემი გატაცებაა და ვგიჟდები, ისე მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დედა საოცარი მზარეულია, უბრალოდ, რეკლამის დროს გადავწყვიტე დამერეკა და მისგან რჩევები მიმეღო. ამ დროს გადაცემის პროდიუსერმა უწყინარი ვიდეო გადამიღო და მათ გვერდზე ატვირთა.


თან მეცინება, რომ ამის ახსნა მიწევს და აი, ეს ხდება კომენტარებში… გამოქვეყნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ იქნებ ამ ადამიანების შვილებმა ან ახლობლებმა ნახოთ. იქნებ თქვენც, ვინც ამას კითხულობთ, გადააზიაროთ და გაავრცელოთ, რომ მივიდე იქნებ რომელიმეს ოჯახამდე და ერთხელ და სამუდამოდ ბოროტება გახდეს სირცხვილი და ეს ხალხი შერცხვენილები მაინც იყვნენ ახლობლების წინაშე და გაიგონ, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან სირცხვილია, ადამიანებოოო, ასე ილანძღოთ და ამხელა ღვარძლი ამოანთხიოთ სრულიად უწყინარ ვიდეოზე... მესმის, რომ რთული ცხოვრება გვაქვს... მესმის, რომ ყველას თავისი პრობლემა აქვს, მაგრამ კარგით რა, ასე რამ გაგაბოროტათ და ასე რამ გაგაგიჟათ, ხალხო?!



P.s. იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც თვლის, რომ უნდა "დავიკიდო" და ყურადღება არ მივაქციო… არა, ხალხო, არ ჭრის ეგ ტაქტიკა, უარესად გიშვებიან მერე და ამიტომ სჯობს, გავასაჯაროოთ ეს ხალხი და იქნებ მერე შერცხვეთ მაინც და დაოკდნენ.


ხოო და კიდევ, ძალიან საწყენია, რომ 400 კომენტარიდან თითქმის ყველა დედის ტოლა ქალები არიან. ქალები, რომლებსაც ჩემხელა შვილები ჰყავთ და დარწმუნებული ვარ, საკუთარი შვილების დასაცავად ნებისმიერ ადამიანს კბილებით გაძიძგნიან. ხოდა, რა ვიცი, ისე იცოდეთ, მეც ცოცხალი ადამიანი ვარ და მეც მაქვს გრძნობები, ემოციები და ძალიან, ძალიან მწყინს ეს ნეგატივი თქვენგან… მადლობა, ნახვამდის... უბრალოდ გისურვებთ, რომ.. არ ვიცი, რა გისურვოთ..." - წერს თიკა ჯამბურია.

image
image
image
image
image
0
441
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0