მართალია იერუსალიმის პირველი ტაძარი ააგო მეფე სოლომონმა, მაგრამ მისი მშენებლობისთვის მზადება წინა მმართველის დროს დაიწყო. მეფე დავითმა თავის მფლობელობაში მიიღო, დგილი ტაძრისთვის, მოამზადა სამშენებლო მასალები, შეადგინა ტაძრის გეგმა და დააგროვა საჭირო ფინანსები.
იმდროინდელი იერუსალიმი გაცილებით პატარა იყო ვიდრე დღეს, მისი ოთხი ბორცვიდან მხოლოდ ერთი იყო დასახლებული - სიონის მთა. ქალაქის აღების შემდეგ დავითმა იგი კედლით შემოსაზღვრა. მორიას მთა აღმოსავლეთის მხრიდან სიონს ესაზღვრებოდა. მას ეკავა ადგილობრივი მკვიდრის, იებუსიტი ორნას მინდვრები. მინდვრის შუაგულში, მთის ზემო ქედზე, კალო მოეწყო. მეფე დავითმა ეს მთა ორნასგან იყიდა 50 შეკელ ვერცხლად (სხვა წყაროებით 600 შეკელ ოქროდ). სავსებით შესაძლებელია, რომ მთა ნაწილ-ნაწილ იყიდეს: ჯერ მისი მცირე ნაწილი 50 შეკელ ვერცხლად, შემდეგ კი მისი მიმდებარე ტერიტორია 600 შეკელ ოქროდ.
ადგილის შეძენის შემდეგ დავითმა მაშინვე აკურთხა იგი. ლეგენდის თანახმად, ეს იყო სწორედ ის ადგილი, სადაც აბრაამი ემზადებოდა თავისი ვაჟის ისაკის მსხვერპლად შესაწირად.
მეფე დავითის მიერ ტაძრისთვის მომზადებული სამშენებლო მასალაა ოქრო, ვერცხლი (თუმცა სოლომონის ტაძრის მორთულობაში არ არის ნახსენები), სპილენძი, ძვირფასი ქვები, რკინა, კედარის ბოძები მარმარილო, ქვა. იერუსალიმის ტაძარი ერთადერთი იყო ისრაელის სამეფოში და ამიტომ მოითხოვდა ყველა სახის ბრწყინვალებას.
დავითმა შეასრულა ტაძრის გეგმა ზოგადად და კონკრეტულად, რომელიც გადასცა თავის მემკვიდრეებს საზეიმო ანდერძით და მისი შესრულების დაჟინებული მოთხოვნით.
დავითის მიერ მომზადებული სამშენებლო მასალის სიუხვის მიუხედავად, ის სამუშაოების დაწყევისთვისაც კი არ კმაროდა, განსაკუთრებით ცოტა იყო ქვა და სამშენებლო ხე. ამიტომ, როდესაც მეფე სოლომონმა, წამოიწყო ტაძრის მშენებლობა, შეთანხმება დადო ტირიის მეფე ჰირამთან, რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულებას იღებდა სოლომონისთვის მიეწოდებინა კედრისა და კვიპაროსის ხის მასალა, ასევე თლილი მზა ქვები ლიბანის მთებიდან; ხე-ტყის ჭრა და ქვების დამუშავება სოლომონის მიერ გამოგზავნილ ხალხს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მათი ხელმძღვანელები ფინიკიელი ხელოსნები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მათ გაცილებით დიდი გამოცდილება ჰქონდათ ამ საქმეში. ხის ბოძები ლიბანიდან ზღვით უნდა გადაეტანათ, რის შემდეგაც ჯორების გამოყენებით წაიღებდნენ იაფაში, იერუსალიმისკენ მიმავალ უახლოეს გზაზე. თავის მხრივ სოლომონს უნდა მოემარაგებინა ტვიროსისთვის ხორბალი, ღვინო, ზეთი. არსებობს მტკიცებულება, რომ მეფე სოლომონმა დადო მსგავსი შეთანხმება ეგვიპტის მმართველთან.
ტაძრის მშენებლობის ადგილზე არ ისმოდა ცულის, არც ჩაქუჩის და არც სხვა რკინის იარაღის ხმა: ლიბანში ჩატარდა ხის და ქვის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
ტაძრის მშენებლობის დაწყებამდე საჭირო იყო მისთვის გეგმის შესაბამისი ადგილის მოძებნა. თავდაპირველი სახით, მორიას მთის ქედი ძალიან ციცაბო იყო, იგი ვერ იტევდა ტაძრის კონსტრუქციასა და საკურთხეველს. ეზოებისთვის, რომლებიც ტაძარს ყველა მხრიდან უნდა შემორტყმოდა, ადგილი საერთოდ არ დარჩა.
გარდა ამისა, თავდაპირველი მიმართულებით, მთის ქედი დიაგონალურად ეშვებოდა არა პირდაპირ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, არამედ ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ტაძარი და მისი ეზოები მკაფიოდ უნდა ყოფილიყო ორიენტირებული (კარვის მსგავსად) ოთხ კარდინალურ წერტილთან სწორ ურთიერთობაში. ამიტომ ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო იყო: ა) მთის ზედა ნაწილის გაფართოება ტაძრის გეგმით გათვალისწინებულ ზომებამდე, ბ) ქედის მიმართულების შეცვლა ან გასწორება. ტაძრისთვის მომზადებული ტერიტორია, ალბათ, უფრო ზუსტად მიმართული იყო ოთხი კარდინალური წერტილისკენ.
მეფე სოლომონმა ბრძნული გეგმა შეიმუშავა: აეშენებინა მთის აღმოსავლეთ მხარეს, გამავალ კიდრონის ველს შორის, დიდი და მყარი ქვის კედელი იმ მიმართულებით, საითაც ტაძრის ეზოს კედელი უნდა აშენებულიყო.
ზოგადად, სოლომონის ტაძარი აშენდა მოსეს კარვისთვის მოცემული გეგმის მიხედვით, მხოლოდ დიდი მასშტაბით და იმ ადაპტაციით, რაც საჭირო იყო მდიდრული, უძრავი საკურთხევლისთვის. ტაძარი დაყოფილი იყო წმიდათა წმიდად, საკურთხეველად და ნართექსად, მაგრამ ის უფრო დიდი და პომპეზური გახლდათ, ვიდრე კარავი. სოლომონის ტაძრის შიდა განყოფილების ირგვლივ დიდი მოედანი იყო მოწყობილი - ხალხისთვის განკუთვნილი ადგილებით. მეორე შიდა ეზო, ანუ მღვდლების ეზო, ორჯერ დიდი იყო. ტაძრის სამსხვერპლოზე მდებარე სავანის ავზის მიხედვით ის ჭურჭლის სარეცხის მთელ სისტემა წარმოადგენდა. 10 მხატვრულად დამზადებული სამრეცხაო სადგომებზე და დიდი აუზი წყლისთვის, რომელსაც თავისი ზომის გამო ზღვა ეწოდებოდა. ტაძრის ვერანდას წარმოადგენდა დერეფანი 20 წყრთა სიგრძისა. მის წინ ორი დიდი სპილენძის სვეტი იდგა.
ტაძრის შიდა ზომა ნაწილობრივ გაორმაგდა, ნაწილობრივ სამჯერ გადააჭრბა კარვის ზომას.
წმიდათა წმიდა და საკურთხეველი გამოყოფილი იყო ქვის კედლით ზეთისხილის ხის კარით. თავად ტაძრის კედლები ნაშენები იყო მასიური თლილი ქვით, გარედან თეთრი მარმარილოთი შემოსილი, მაგრამ კარვის შესასვლელის მსგავსად, შიგნიდან ისინი ხით იყო დაფარული, ზედაპირზე კი ოქროს ფირფიტებით. ტაძრის კარი, ჭერი და კვიპაროსის იატაკი ოქროთი იყო დაფარული.
კედლები მოხატული იქნა ქერუბიმნის ფიგურებით. ამას დაემატა ორნამენტი მცენარეების სახით. გარეგნულად ტაძარი ყველას აოცებდა თავისი სიდიადით, მასიურობითა და სიძლიერით, შიგნით კი - სიმდიდრითა და ბრწყინვალებით, რომელიც ჯერ კიდევ არ სმენოდა ძველ სამყაროს. ტაძრის მთელი ინტერიერი ხით იყო მოპირკეთებული - კედლები და ჭერი. იატაკი კი კვიპროსის ხისა ჰქონდა, ასე რომ ტაძრის შიგნით ქვა საერთოდ არ ჩანდა. კედლის დაფებს ამშვენებდა მოჩუქურთმებული რელიეფები (და არა ამობურცული), ნახატების ღრმად მოჩუქურთმებული ძირითადი ნაკვთები არასოდეს ჩანდა კედლის სიბრტყის ზემოთ.
ნახატებზე, ისევე როგორც კედლებზე, გამოსახული იქნა ქერუბიმნის ფიგურები, მაგრამ მათ ასევე დაამატეს პალმის ხეების, კოლოცინტების (გარეული კიტრის გვარი) და აყვავებული ყვავილების გამოსახულებები. პალმის ხის არჩევანი აიხსნება არა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო ყველაზე ლამაზი და სასარგებლო ხე, არამედ იმითაც, რომ ის სილამაზის, სიდიადის და და ზნეობრივი სრულყოფის სიმბოლოს წარმოადგენდა. ძველთა აზრით, პალესტინა იყო პალმის ხის სამშობლო, საიდანაც იგი გავრცელდა მთელ ძველ აღმოსავლეთში. იერუსალიმის ტაძარში პალმის ხე აღთქმულ მიწაზე ღვთის ტრიუმფის სიმბოლო გახდა. კარავში არ იყო პალმის ხის გამოსახულებები, რადგან ეს იყო უდაბნოს საკურთხეველი, რომელიც მოწყობილი იქნა პალესტინისკენ მიმავალ გზაზე.
ხის დაფები, რომლებიც ქვის კედლებს ფარავდა (ფანჯრებში გისოსები, ჭერი, იატაკი, წმიდათაკენ მიმავალი კიბეები) თავის მხრივ დაფარული იყო ოქროს ფირფიტებით.
ასვე მოოქროვილი იყო ყოველი ლურსმანი. ოქროსთან ერთად ნახავდით ძვირფას ქვებსაც, რომლებითაც მოხდა ინტერიერის გაფორმება. თავისი გარეგანი ფორმებით ტაძარი ზევით გაფართოებულ ხომალდს, ანუ ნოეს კიდობანს წააგავდა. ერთმანეთზე მაღლა აღმართული შიდა პლატფორმები გამოდიოდა კედლების ქვედა ძირითადი ნაწილიდან და სამი ბორცვიდან. ეს რაფები საჭიროებდა სპეციალურ საყრდენებს, რომლებიც წარმოადგენდა სვეტების სამ რიგს კედრის პილასტრების ოთხი მწკრივით. ამგვარად, ტაძრის სამი კედლის გასწვრივ (ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი) კედლის ზედა ნაწილებში ამოჭრილი ფართო სახურავების ქვეშ ყალიბდებოდა კოლონადები (ანუ გადახურული ხეივნები).
როდესაც ტაძრის მშენებლობა დასრულდა მეფე სოლომონმა მოუწოდა მისი კურთხევისკენ ყველა უხუცესსა და მრავალ ხალხს. საყვირის ხმითა და სასულირო სიმღერებით ტაძარში შეიტანეს აღთქმის კიდობანი და მოათავსეს წმიდათა წმიდაში ორი ახალი კოლოსალური ქერუბიმნის დაჩრდილვის ქვეშ, რომელთაც ფრთები ისე გაეშალათ, რომ მათი ბოლოები კედელს ეხებოდა, ხოლო შიდა ფრთები კიდობანზე იხრებოდა. ლეგენდის თანახმად, უფლის დიდებამ ღრუბლის სახით აავსო ტაძარი, ისე რომ მღვდლები მსახურებას ვეღარ განაგრძობდნენ. შემდეგ სოლომონი ავიდა თავის სამეფო ადგილას, დაემხო მუხლებზე და დაიწყო ლოცვა, რათა ამ ადგილას მიეღო არა მხოლოდ იუდეველების, არამედ წარმართების ლოცვებიც. ამ ლოცვის დასასრულს ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და ტაძარში მომზადებული მსხვერპლშეწირვა დაწვა.
ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა აიღო იერუსალიმი, გაძარცვა იგი, გადაწვა და მიწასთან გაასწორა სოლომონის ტაძარი. მაშინ აღთქმის კიდობანი განადგურდა. მთელი იუდეველი ხალხი ტყვედ აიყვანეს (ძვ. წ. 589 წ.), მშობლიურ მიწაზე მხოლოდ უღარიბესი ებრაელები დარჩნენ ვენახებისა და მინდვრების გასაშენებლად. დანგრეულ იერუსალიმში დარჩა წინასწარმეტყველი იერემია, რომელიც დასტიროდა ქალაქის ნანგრევებს და განაგრძობდა დარჩენილი მოსახლეობისთვის კეთილი საქმეების სწავლებას.
იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში 70 წელი იმყოფებოდნენ. სპარსეთის მეფე კიროსმა ბაბილონზე მეფობის პირველივე წელს იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა. ასეთმა ხანგრძლივმა ტყვეობამ მიიყვანა ისინი იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ იეჰოვას ტაძარი შეიძლება იდგეს იერუსალიმსა და მთელ მის სამეფოში. ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყო მათში, რომ მათ დატოვეს ბაბილონი მხოლოდ სამეფო ნებართვით, რათა აღედგინათ იერუსალიმის ტაძარი.
ორმოცდაორი ათასი იუდეველი წავიდა საკუთარ მიწაზე. ისინი, ვინც ბაბილონში დარჩნენ, ეხმარებოდნენ მათ ოქროთი, ვერცხლით და სხვა ქონებით. მეფემ იუდეველებს დაუბრუნა წმინდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა სოლომონის ტაძრიდან წამოიღო.
იერუსალიმში დაბრუნებულმა იუდეველებმა ჯერ ღვრთის სამსხვერპლო აღადგინეს, შემდეგ წელს კი საფუძველი ჩაუყარეს ტაძარს. ცხრამეტი წლის შემდეგ დასრულდა ტაძრის მშენებლობა. ახალი ტაძარი არ იყო ისეთი მდიდრული და დიდებული, როგორც სოლომონის ტაძარი და უხუცესები, რომლებსაც ახსოვდათ წინა ტაძრის ბრწყინვალება, ტიროდნენ, რომ ახალი ტაძარი უფრო ღარიბული და პატარა აღმოჩნდა.
მაგრამ ჰეროდეს მეფობის დროს (ძვ. წ. 37-4), რომელმაც დიდი ძალისხმევა დახარჯა მის გაფართოებასა და გაფორმებაზე, ტაძარმა განსაკუთრებული ბრწყინვალება შეიძინა. ფლავიუს იოსეფუსმა დატოვა ტაძრის შემდეგი აღწერა: „ტაძარი ისე ანათებდა და ირეკლავდა მზის სხივებს, რომ ვერავინ შეხედავდა მას. შორიდან ჰგავდა მწვერვალს, რომელიც ცქრიალა თოვლით დაფარულიყო. ტაძრის ტერასები შედგებოდა უზარმაზარი გრანიტის ბლოკებისაგან 20 მეტრამდე. ეს ქვის ბლოკები ერთმანეთზე საგულდაგულოდ იყო მორგებული, ისე რომ მიწისძვრაც ვერ ამოძრავებდა.
ზოგან ისინი 150 მეტრის სიმაღლემდე მყარი კედელივით აღემართად. კედელი მთავრდებოდა ორმაგი კოლონადით, რომლითაც გარშემორტყმული იყო არაიუდეველთათვის განკუთვნილი ტაძრის ეზო. ოზოდან მიემართებოდა კიბეები ცხრა ოქორს კარიბჭისაკენ. ისინი იუდეველთა ქალებისა და მამაკაცების ეზოებში შედიოდნენ. მათ ზემოთ მღვდლების ეზო იყო და კიდევ უფრო მაღლა ადიოდა თვით ტაძრის 50 მეტრიანი ფასადი. ყველა ნაგებობა მორთული იყო თეთრი მარმარილოთი და ოქროთი, ხოლო ტაძრის სახურავზე წვეტებიც კი, რომლებიც სპეციალურად იქნა გაკეთებული ფრინველებისგან თავდასაცავად, ოქროსფრად ელვარებდნენ."
იუდეველთა ომის დროს იერუსალიმის ტაძარი მეორედ დაანგრიეს 70 წელს, მეორე ტაძრის დანგრევა მოხდა ებრაული კალენდრის მიხედვით "მეცხრე აბზე", პირველი ტაძრის დანგრევის დღეს - 500 წელზე მეტი ხნის შემდეგ.
დღეს შემორჩენილია დასავლეთ კედლის ნაწილი, რომელიც გარს ერტყა ტაძარს მორიას მთაზე, სწორედ ამ მთაზე იდგა იერუსალიმის ტაძარი, ის მოგვაგონებს დიდებულ ნაგებობას, რომელიც იყო ებრაელი ხალხის სულიერი ცხოვრების ცენტრი. უზარმაზარი ქვის მონოლითებით ნაგები კედლის ეს ნაწილი 156 მეტრია.
მას უწოდებენ "გოდების კედელს" (ან "დასავლეთის კედელს") და წარმოადგენს ებრაელი ხალხის ეროვნულ სალოცავს.