კინო ძველი ჰოლივუდის ულამაზესი და გამორჩეული ქალბატონები 2022, 12 ივნისი, 2:25 ლამაზები, ნიჭიერები, მოკაშკაშენი - ძველი ჰოლივუდის ეს მსახიოებები ცხოვრებაშივე ლეგენდებად იქცნენ. მათ აღმერთებდნენ, თაყვანსცემდნენ, შურდათ, თუმცა ყველაფერში ჰბაძავდნენ. ამ სტატიაში ნახავთ თუ რა იყო მიზეზი მათი ასეთი პოპულარობისა. გრეის კელი გრეის კელის სამსახიობო კარიერა მხოლოდ 4 წელი გაგრძელდა, 1952 წლიდან 1956 წლამდე. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, მან 2 "ოსკარის" ნომინაცია მიიღო, ერთ-ერთი მათგანი როლისთვის ფილმში "The Country Girl". აგრეთვე, გადაღებები ალფრედ ჰიჩკოკის საკულტო სამ ფილმში, რომელთაგან ორი რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრების სიაში შედის: "Dial M for Murder" და "Rear Window".თუმცა, ტიტულის მქონე ქმრისადმი სიყვარულის გამო, მას სამსახიობო კარიერაზე უარის თქმა მოუწია. მონაკოს მმართველი, რენე III წინააღმდეგი იყო ცოლის ფილმებში მონაწილეობაზე. შესაბამისად, კელი, 1956 წელს, ოფიციალურად წამოვიდა სამსახურიდან, რაც, როგორც ამტკიცებენ, არაერთხელ უნანია. მსახიობის ცხოვრება 52 წლის ასაკში დასრულდა, ავტოავარიაში. გრეისს და მის მეუღლეს სამი შვილი დარჩათ - კაროლინა მარგარიტა ლუიზა, ალბერ II (მონაკოს დღევანდელი მმართველი) და სტეფანია მარია ელიზაბეტი. 2014 წელს დიდ ეკრანებზე გამოჩნდა ბიოგრაფიული ფილმი "Grace of Monaco", ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით. სამეფო ოჯახს ეს სურათი დიდად არ ესიამოვნათ, ვინაიდან, მათი აზრით, დამახინჯდა მათი ოჯახის ცხოვრების რეალური ფაქტები. ნატალი ვუდი ამ მსახიობს "ჰოლივუდის დედოფალს" უწოდებდნენ, არადა იგი - რუსი ემიგრანტების ქალიშვილი გახლდათ, რომელსაც საკუთარი თავი "ზედმეტად რუსი" მიაჩნდა. ნატალიმ სამსახიობო კარიერა 4 წლის ასაკში დაიწყო და მალევე მოიპოვა პოპულარობა ბავშვ-მსახიობებს შორის. ვუდის ფილმოგრაფიაში 60-ზე მეტი ნახატია, რომელთა შორის ყველაზე ცნობადია - "Miracle on 34th Street", "Rebel Without a Cause", "West Side Story", "Meteor". თუმცა, 1981 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს ტრაგედია დატრიალდა - გაურკვეველ ვითარებაში ნატალი იახტაზე ცურვის დროს დაიხრჩო, კუნძულ სანტა-კატალინასთან. გამოძიება დღემდე მიმდიანარეობს, მთავარ ეჭვმიტანილად კი მოიაზრება რობერტ ვაგნერი - მსახიობის ქმარი, რომელიც ნატალის გარდაცვალების შემდეგ 30 მლნ დოლარით უნდა გამდიდრებულიყო.ლანა ტერნერი ლანა ძველი ჰოლივუდის ყველაზე მგრძნობიარე, გლამურული და ჰაეროვანი მსახიობი გახლდათ. კინემატოგრაფიის სამყაროში იგი, ძირითადად, იღბლის, ანგელოზური სახისა და განსაცვიფრებელი ფიგურის საშუალებით მოხვდა. თავბრუდამხვევი კარიერის გარდა, სილამაზემ ლანას დიდი რაოდენობის თაყვანისმცემლები გაუჩინა, თავის მხრივ, მსახიობიც მამაკაცებს ხელთათმანებივით იცვლიდა. თავისი ცხოვრების განმავლობაში, ლანამ 7(!) ქმარი "გამოიცვალა", ქორწინების პარალელურად კი რამდენი კაცი ჰყავდა - ღმერთმა თუ უწყის. რეჟისორთა ნაწილი საყვედურობდა ლანას ასეთი თავაშვებული და ზედმეტად თავისუფალი ცხოვრების გამო და მოუწოდებდა, რომ შეჩერებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰოლივუდში კარიერის აწყობა გაუჭირდებოდა. ფილმოგრაფიაში მსახიობს 50-ზე მეტი როლი უჭირავს, რომელთა შორის ყველაზე წარმატებულად ითვლება - "These Glamour Girls", "Love Finds Andy Hardy", "Rich Man Poor Girl", "Die lustige Witwe", "Imitation of Life". ლანა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა თავი სახლში, ლოს-ანჯელესში, კიბოსაგან. ტალანტისა და კინემატოგრაფიაში უზარმაზარი წვლილის გამო, მსახიობი ჰოლივუდის დიდების ხეივანში - "ვარსკვლავით" დააჯილდოვეს. ვივიენ ლი
ვივიენ ლიზე საუბრისას, თვალწინ ყოველთვის სკარლეტ ო' ჰარი გვესახება - არაჩვეულებრივი გარეგნობის მქონე გოგონა ეკრანიზირებული რომანიდან "Gone with the Wind". ერთხელ ორსონ უელსმა განაცხადა, რომ ვივიენი - ერთ-ერთი იმ ქალთაგანია, რომელიც თაობაში ერთხელ ჩნდება და რომელსაც მთელი მსოფლიო თვალს ვერ წყვეტს. როგორი მართალი იყო.. თუმცა სილამაზის გარდა, მსახიობი ცნობილი გახლდათ რთული ხასიათითა და მანიაკალური დეპრესიით. ამის მიუხედავად, ბევრი რეჟისორი ოცნებობდა ვივიენის "ხელში ჩაგდებას". თუმცაღა, მსახიობის ფილმოგრაფიაში მხოლოდ 21 ლენტაა. მაგრამ რა ფილმები?! - "Anna Karenina", "A Streetcar Named Desire", "Emma, Lady Hamilton", "Dark Journey". ვივიენ ლი ცხოვრებიდან 53 წლის ასაკში წავიდა, მიზეზი - ტუბერკულოზი გახლდათ. ოდრი ჰეპბერნი
თავის დროზე ოდრი ყველაზე მოთხოვნადი, მოდური, ლამაზი და მოკაშკაშე ვარსკვლავი გახლდათ ოქროს ჰოლივუდში. ამერიკული კონემატოგრაფიის არსებობის მანძილზე, მას ყველაზე საუკეთესო მსახიობად მოიხსენიებდნენ, მსოფლიოს ყველა კაცი კი მზად იყო თავი მის ფეხებთან დაედოთ. სილამაზისა და აშკარა ტალანტის პარალელურად, ოდრი ამსხვრევდა ქალი-მსახიობების შესახებ არსებულ სტერეოტიპებს, ვინაიდან საკმაოდ განათლებული გახლდათ - იცოდა 6 ენა და ლიტერატურა გაგიჟებამდე უყვარდა. მთელი თავისი სამსახიობო აქტივობის განმავლობაში ოდრიმ 32 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის: "Roman Holiday", "Funny Face", "Charade", "Breakfast at Tiffany's", "Моя прекрасная леди" და სხვა. ოდრი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში, ახლო ადამიანების გარემოცვაში. მერილინ მონრო ძველი ჰოლივუდის ლამაზ მსახიობებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს გასაოცარი ქერა ქალბატონი, რომელიც აგიჟებდა ყველაზე გავლენიან და მდიდარ მამაკაცებს მსოფლიოში. მერილინის დღემდე აღმერთებენ, მასზე წერენ ლექსებსა და სიმღერებს, იღებენ დოკუმენტურ ფილმებს, იყენებენ მის საგვირგვინო ფრაზებს საკუთარი მიზნებისათვის. დიდი ალბათობით, არ არის და არც იქნება მომავალში ისეთი მსახიობი, რომელიც დაფარავს მონროს შესაძლებლობებს. მერილინმა მძიმე ბავშვობა განვლო, თუმცა ამან იგი უფრო მეტად ძლიერი და მიზანდასახული გახადა. ფილმები, მონროს მონაწილეობით, დღემდე უყვართ და ახსოვთ, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა მხოლოდ 28 ფილმში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა: "The Asphalt Jungle", "Let's Make It Legal", "Clash by Night", "How to Marry a Millionaire" და სხვა. - ყველა ეს ნამუშევარი კლასიკური ჟანრი გახდა და მისი შესწავლით შესაძლებელია სამსახიობო ოსტატობის განსაზღვრა. სამწუხაროდ, მერილინი, 36 წლის ასაკში, ლოს-ანჯელესის სახლში, გარდაცვლილი აღმოაჩინეს, სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად კი დამაძინებელი აბების დოზის გადაჭარბება განაცხადეს.146 1-ს მოსწონს
|