x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
11 ივნისი - ყველაზე დიდი ტრაგედია ავტოსპორტის ისტორიაში

image

67 წლის წინ, "ლე მანის 24 საათი"რბოლებზე, ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა. პიერ ლევეგისა და ლენს მაკლინის შეჯახებამ, რომლებიც შეეცადნენ მაიკ ჰოტორნის მანევრს გაქცეოდნენ, ფრანგი პილოტი პიერ ლევეგი და ტრიბუნებზე მყოფი 83 სხვა მაყურებელი შეიწირა.


ავარიის შედეგად შეიცვალა მიდგომა შეჯიბრებებში უსაფრთხოებისადმი და კომპანია Mercedes-Benz-მა რომლის მანქანასაც ლევეგი მართავდა, მრავალი წლის განმავლობაში აღარ მონაწილეობდა ავტორბოლებში.



1955 წლის 11 ივნისი სამუდამო შავი ასოებით შევიდა ავტოოსპორტის ისტორიაში. ამ დღეს, ცნობილ "ლე მანის 24 საათის "რბოლაზე მოხდა უბედური შემთხვევა, რომლის მსხვერპლი გახდა Mercedes-Benz-ის მძღოლი პიერ ლევეგი და 83 გულშემატკივარი. არც მანამდე და არც მას შემდეგ, ავტოტბოლაზე ასეთი მასშტაბური კატასტროფა არ მომხდარა. მაშინ, 67 წლის წინ, ლე მანის 24 საათის რბოლაზე იმართებოდა სპორტული ავტომობილების ჩემპიონატის მეოთხე რაუნდი. საუკეთესო მწარმოებლის ტიტულისთვის იბრძოდა სამი ძირითადი კონცერნი - Ferrari, Mercedes-Benz და Jaguar. მაღალი სიჩქარის დევნაში, ისინი ქმნიდნენ უფრო და უფრო მოწინავე მანქანებს და იყენებდნენ სხვადასხვა სიახლეებს თითქმის ყველა ახალ რბოლაში.



ამასთან, ეტაპების ორგანიზატორები არ აკვირდებოდნენ მანქანების პროგრესს, რომლებსაც შეეძლოთ 300 კმ / სთ. სიჩქარი განვითარება.ლე მანის ტრასა კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მანქანების სიჩქარე მისი აგების შემდეგ სამჯერ გაიზარდა.


უსაფრთხოების საკითხებს იმ წლებში გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ვიდრე ახლა. უფრო მეტიც, იმ დროს პილოტებს არ უწევდათ ღვედის გამოყენება. ცოტას აწუხებდა რა მოხდებოდა, თუ მანქანა მოულოდნელად დიდი სიჩქარით გადაფრინდებოდა ტრასიდან.


1955 წელს რბოლის ერთ-ერთი ფავორიტი იყო 49 წლის Mercedes-Benz-ის მძღოლი პიერ ლევეგი. მისი ნამდვილი გვარი იყო ბოიენი, ფსევდონიმი, რომელიც მან ბიძის პატივსაცემად დაირქვა, რომელიც ავტოსპორტის პიონერი იყო. მან წარუმატებლად იასპარეზა ფორმულა 1-ის პირველ ორ ჩემპიონატში და ყურადღება მიიპყრო 1952 წელს, როდესაც 22 საათის განმავლობაში დარჩა კერძო მანქანის საჭესთან ლე მანზე და სენსაციურად ლიდერობდა რბოლას. ტექნიკური პრობლემების გამო ლევეგმა ვერ დაასრულა რბოლა, მაგრამ სამაგიეროდ მოიპოვა პოპულარობა ავტორბოლის სამყაროში.


სამი წლის შემდეგ, ფრანგი მრბოლელო გახდა Mercedes-Benz-ის პილოტი და მის განკარგულებაში იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მანქანა - ვერცხლის 300 SLR. მას ჰქონდა 8 ცილინდრიანი V- ფორმის ძრავა 3 ლიტრი მოცულობით საწვავის მექანიკური ინექციის სისტემით, რაც იმ დროისთვის ნამდვილი რევოლუცია იყო. კორპუსი შედგებოდა მაგნიუმის შენადნობისგან, რამაც შესაძლებელი გახადა მანქანის წონის შემცირება 900 კგ-მდე. ასეთი მანქანა ადვილად ავითარებდა 300 კმ/სთ-მდე სწორ გზაზე. ამავდროულად, მანქანა აღჭურვილი იყო ბარაბანიანი მუხრუჭებით, რომლებიც ნაკლებად ეფექტური იყო ვიდრე მაშინ ახლად დანერგილი დისკიანი მუხრუჭები.

image

ლევეგის მთავარი კონკურენტი, ბრიტანელმა მაიკ ჰოტორნი სწორედ ამგვარ მუხრუჭებს იყენებდა თავის Jaguar D-Type-ზე და მანვე ჩაიგდო ლიდერობა ლე მანის 24 საათის პირველ წრეებზე. მისი უახლოესი მდევარი იყო ხუან მანუელ ფანგიო, რომელიც ასევე მართავდა Mercedes-Benz-ს. 35-ე წრეზე ჰოტორნმა მეექვსე ადგილზე მყოფ ლევეგს გაუსწრო და ფინიშის ხაზზე გავიდა. ამ მომენტში დაიწყო მოვლენების ჯაჭვი, რამაც საშინელი ტრაგედია გამოიწვია. სწორ ხაზზე, რომელიც ხალხმრავალი ტრიბუნების გასწვრივ მდებარეობს, ჰოტორნმა მოულოდნელად მიიღო ბრძანება, გადაეხვია პიტ-სტოპზე. მანამდე ბრიტანელმა ლენს მაკლინს გაუსწრო, რომელიც კერძო Austin-Healey-ით მოძრაობდა, რომელიც სპეციალურად ამისთვის მანაც მარჯვნივ გადაინაცვლა და ახლა თვითონ ჰოტორნსაც მოუწია მარჯვნივ გადახვევა და სიჩქარის დაგდება, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მის ავტოს ახალი დისკური მუხრუჭები ედგა-იმ პერიოდში საუკეთესო და პილოტს დამუხრუჭება მკვეთრად მოუვიდა .


image

შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, თავად მაკლინმა მკვეთრად დაამუხრუჭა და მარცხნივ გადაინაცვლა, ლევეგის ტრაექტორიაზე აღმოჩნდა, რომელიც სიჩქარეს უმატებდა, რათა ფანგიოსთვის გაესწრო. ლევეგს არ ჰქონდა გვერდის ავლის ან შენელების შანსი. ბოლო მომენტში მან ხელით ანიშნა ფანგიოდ და მაკლინის მანქანას დაეჯახა. ის ერთგვარი პლაცდარმი იყო ულტრა სწრაფი Mercedes-Benz-ისთვის. ლევეგის მანქანა ჰაერში აფრინდა შეეხო ჯებირს, რომელიც მაყურებლებს ტრასისგან ყოფდა. პილოტი მანქანიდან გადმოფრინდა და თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიიღო, მანქანა კი კიდევ უფრო დაბრზიალდა და ტრიბუნებზე შეფრინდა. შეჯახების შედეგად მანქანა დაიშალა. მისი ფრაგმენტები მიმოფანტული იყო უზარმაზარ ტერიტორიაზე, მყისიერად მოკლა და მძიმე ჭრილობები მიაყენა ათობით გულშემატკივარს. ამას მოჰყვა საწვავის ავზის აფეთქება. ავტომობილის მაგნიუმის კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწყო დამწვარი ნამსხვრევების მიმოფანტვა, რასაც ახალი მსხვერპლი მოჰყვა.

image

თითქოსდა ამის შემდეგ, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდესო, როდესაც მეძანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დაიწყეს, წყალი მაგნიუმთან რეაქციაში შევიდა, რამაც გამოიწვია ხანძრის გაძლიერება.

image

შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 120 მაყურებელი დაშავდა. ამავდროულად, საშინელმა ტრაგედიამ არ აიძულა ორგანიზატორებს რბოლა ვადაზე ადრე დაესრულებინა - მათ ჩათვალეს, რომ თუ გულშემატკივრებს სახლში დაუყოვნებლივ გაგზავნიდნენ, სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის საცობებს შექმნიდნენ. ტრასაზე მყოფმა პილოტებმა ტრაგედიის მასშტაბები ვერ გაათვითცნობიერეს და რბოლა კიდევ რამდენიმე ხანი განაგრძეს.


1955 წლის 11 ივნისის ტრაგედიამ უდიდესი გავლენა მოახდინა ავტოსპორტზე. ბევრ ქვეყანაში რბოლა აკრძალული იყო მანამდე, სანამ ტრასები არ იქნებოდა უსაფრთხოების ახალი სტანდარტების შესაბამიი. შვეიცარიაში ავტორბოლის აკრძალვა კვლავ ძალაშია, მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამონაკლისი გაკეთდა ელექტრომობილებზე.



Mercedes-Ben-ი ინციდენტმა იმდენად შოკში ჩააგდო კომპანიის მენეჯმენტი, რომ მომდევნო წლიდან მან მთლიანად შეაჩერა ავტორბოლის ყველა საქმიანობა მომავალი ათწლეულების განმავლობაში. მხოლოდ 2010 წელს მერსედესი დაბრუნდა ფორმულა 1-ში, როგორც ქარხნის გუნდი.

0
204
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0