x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რას მოიტანს პლანეტების აღლუმი 2022 წლის 24 ივნისს?


image
ასტროლოგებმა გააფრთხილეს 24 ივნისის პლანეტების აღლუმზე, რომელიც არასასიამოვნო შმთხვევებს მოიტანს.
მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ამ დღეს ერთ რიგზე განლაგდებიან. ასტროლოგები ამბობენ, რომ ციურ ფენომენს შეუძლია გავლენა მოახდინოს ურთიერთობებსა და პროფესიულ საქმიანობაზე.



ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ამ დღეს შესაძლებელია განქორწინებები, სკანდალები, განშორება, მაგრამ ასევე სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება. ასტროლოგების აზრით, პლანეტების აღლუმის დროს მოვლენები სწრაფად და მოულოდნელად მოხდება ერთმანეთის მიყოლებით.



პლანეტების აღლუმში რეკომენდირებულია ცუდი ჩვევების მიტოვება, ახალი ცხოვრების დაწყება, იზრდება თვითგანვითარების ან პროფესიული თუ ფინანსური მდგომარეობის გაძლიერების შესაძლებლობა.



პლანეტების აღლუმმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს კეთილდღეობაზე. განსაკუთრებით ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ აპათია, შფოთვა, სისუსტე. ამ მოვლენამდე სამი დღით ადრე და სამი დღის შემდეგ ფრთხილად უნდა იყოთ, ეცადოთ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და შეიკავოთ ემოციები.




ზოგიერთი ასტროლოგი პლანეტების აღლუმს უკავშირებს კატასტროფებსა და სტიქიურ უბედურებებს. არსებობს მოსაზრება, რომ ასტრონომიული ფენომენი ტრაგედიების საწინდარია. ამის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0