მხატვრობა 7 ნახატი, რომლებიც ავტორებმა ფარული და ძნელად აღსაქმელი მნიშვნელობით დააჯილდოვეს, არ გამოტოვოთ 2022, 11 ივნისი, 2:26
სახვითი ხელოვნება - ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტია, ვიდრე რეალობის ასახვის უბრალო შესაძლებლობა. იგი ოდითგანვე ემსახურებოდა მხატვრის თვითგამოხატვის ერთგვარ საშუალებას, ხაზს უსვამდა მის მსოფლთმხედველობას, ზოგჯერ კი - ადამიანურ და მისტიურ სამყაროებს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდის როლიც მოურგია. ოსტატთა უმრავლესობას შემოქმედებებში ხშირად გამოუყენებიათ ფარული, ღრმად ფილოსოფური გზავნილები საზოგადოებისადმი. ასეთი ნიშნები გარკვეულ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს, თუმცა მათი დანახვა ყველას არ ძალუძს.
"Self-Portrait with Monkey", ფრიდა კალო (1945 წ)
განქორწინების შემდეგ, ფრიდამ, საკუთარ ყელზე, ლენტების, ყელსაბამების, ვაზის ან მაიმუნის გრძელი ხელების შემოხვევა დაიწყო ავტოპორტრეტებში. ამ ცხოველებისადმი მხატვარს განსაკუთრებითი დამოკიდებულება გააჩნდა. ისინი არათუ მუდმივად ჩნდებოდნენ მის ნახატებზე, არამედ, აგრეთვე, ცხოვრობდნენ მის სახლში, კოიოაკანეში, როგორც შინაური ცხოველები. ფრიდას სიტყვების თანახმად, მაიმუნები მისთვის შვილების სიმბოლოს წარმოადგენდნენ, რომლებიც მას არ ჰყოლია. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მაიმუნი პორტრეტზე - ფრიდას ალტერ ეგოა.
ნახატზე მრავალისმეტყველია ფერთა გამა. ამის შესახებ, თავად მხატვარმა დატოვა გარკვეული მინიშნებები თავის დღიურში, შეადგინა რა ფერების სია და აღწერა თითოუელი მათგანის მნიშვნელობა: "მწვანე - თბილი და კარგი ფერია; მოწითალო-იისფერი - აცტეკური, ყველაზე ცოცხალი და ძველი; ყავისფერი - ხალის ფერია; კობალტის ლურჯი - ელექტროენერგია და სისუფთავე, სიყვარული; შავი - სინამდვილეში არაფერს წარმოადგენს; მუქი მწვანე - ცუდი ამბები და კარგი საქმე".
"Isle of the Dead", არნოლდ ბოკლინი (1880-1886 წ)
არნოლდ ბოკლინმა, რამდენიმე წლის განმავლობაში, ამ ნახატის 5 ვერსია შექმნა. ნამუშევარი საკმაოდ პოპულარული გახდა: რეპროდუქციის ნახვა შეგეძლოთ გერმანიის თითქმის ყველა საშუალო ფენის სახლებში.
არავის შეუძლია დაზუსტებით იმ თქმა, თუ რამ შთააგონა ავტორი და რისი თქმა სურდა მას ამ შემზარავი შემოქმედებით, თუმცა, უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიმართლე ბერძნულ მითოლოგიაში იმალება, სადაც, ანალოგიური სიუჟეტით, ქარონს სულები ქვესკნელში გადაჰყავს. აღსანიშნავია, რომ მესამე ვერსიიდან დაწყებული, მარჯვნივ კლდეებში ერთ-ერთ სამარხს ბოკლინის საკუთარი ინიციალები აქვს: "AB".
"Ship of Fools", ჰიერონიმუს ბოსხი (დაახლოებით 1490-1500 წ)
შუა საუკუნეების ნახატებში გემის გამოსახვა ფართოდ გავრცელებული გახლდათ. ძირითადად 2 სახის გემი არსებობდა - "ღვთიური გემი" და "ეშმაკისეული გემი", რომელზეც, როგორც მიიჩნეოდა, ხვდებოდნენ მორწმუნეები და ცოდვილები. ამ ნახატის სიუჟეტი იმას გულისხმობს, რომ მთელი კაცობრიობა დროის დინებას მიჰყვება, ხოლო გროტესკული პერსონაჟები ხაზს უსვამენ კაცობრიობის მანკიერებებს: თავშეუკავებლობა, გაუმაძღრობა, დიდების მანია.
როგორც ხედავთ, ხის კენწეროში ბუ ზის - ეს მნიშვნელოვანი, თუმცა საკმაოდ შეუმჩნეველი დეტალია. მიიჩნევა, რომ ბუ ბოსხის შემოქმედების განუყოფელი ელემენტია და ღრმა, დაფარულ მოტივს ატარებს, თუმცა ამასთან დაკავშირებით კამათი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. ზოგჯერ, შესაძლოა, ბუ ყოფილიყო სიბრძნის სიმბოლო, რომელიც, ამავდროულად, საფრთხესთან ასოცირდებოდა.
"Self-Portrait with Vanitas Symbols", დევიდ ბეილი (1651 წ)
ამ ნახატზე არსებული საგნები კაცობრიობის არსებობის დასასრულზე მიუთითებენ. მაგალითად, ჩამქრალი სანთელი, ჩამომჭკნარი ყვავილი, გასკდომის პირას მყოფი საპნის ბუშტუკები. აგრეთვე, ნახატზე ისეთი დეტალია, რომლის დანახვა მხოლოდ თუ ყურადღებიან მაყურებელს შეუძლია. კედელზე, მარჯვნივ, ჩრდილი ჩანს. ეს მხატვრის გარდაცვლილი ცოლის სახის კონტურია, რომელიც სიბნელიდან გამოდის. ვარაუდობენ, რომ ეს მხატვრობის მუზის მოჩვენებითი ყოფნაა.
"The Return of the Prodigal Son", რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (1663-1665 წ)
იგავის თანახმად, ორი ძმიდან უმცროსი - მამასთან ბრუნდება მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოივლის და ფულს მთლიანად დახარჯავს. მთელი მისი გარეგნობა საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენაში ჩავარდნის სიმბოლოა. თუმცაღა, იგი ნანობს საქციელებს და მამაც სიხარულით ღებულობს მას უკან. განსაკუთრებული აზრი მამის ხელების ფორმაში იმალება. კერძოდ, რემბრანდტმა მარცხენა ხელი უფრო ძლიერი და მამაკაცური გამოაჩინა, ხოლო მარჯვენა ხელი - უფრო ელეგანტური და დახვეწილი. ამ მხრივ, ხელები ერთრდროულად მამობასა და დედობას ასახავს.
"Hope", ჯორჯ ფრედერიკ უოტსი (1885 წ)
ეს ნახატი ალეგორიული სცენების სერიის "House of Life" ნაწილს წარმოადგენს. ჯორჯ უოტსმა ბრმა იმედი გამოსახა, რომელიც დედამიწაზე ზის და ლირაზე უკრავს, რომელსაც მხოლოდ ერთი სიმიღა შერჩენია. იმედი თავს დაბლა ხრის, რათა კარგად გაიგოს მუსიკა, თუმცა მისი მცდელობა, როგორც ჩანს, ამაოა. ნახატი, ჩვენში, უფრო სევდითა და სიმარტოვით გაჟღენთილ გრძნობებს იწვევს, ვიდრე იმედით სავსეს. ამ დეტალების დახმარებით მხატვარი ნახატის ატმოსფეროს ბუნდოვანს და კონცეფციის ტრადიციული ცხოვრების დამადასტურებელი ინტერპრეტაციისგან განსხვავებულს ხდის.
ვარაუდობენ, რომ სასოწარკვეთილი განწყობა შესაძლოა ასახავდეს უოტსის მწუხარებას საკუთარი ნაშვილები ქალიშვილის, ბლანშის ერთი წლის შვილის გარდაცვალების გამო.
"Separation", ედვარდ მუნკი (1896 წ)
თმებისათვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება - ედვარდ მუნკის შემოქმედებისათვის მუდმივ ხასიათის მატარებელია. ამ ნახატზე, გოგონას თმები მამაკაცის თმებშია გადახლართული, რომელიც მხრებზე ისე ეცემა, თითქოს დაშორების მიუხედავად, ერთმანეთთან დაკავშირებულნი რჩებიან. კაცი ხელში საკუთარ გულს კუმშავს და ეს ჟესტი წინა პლანზე კიდევ ერთ სიმბოლურ დეტალს ეხმიანება - წითელ ყვავილს გულის სახით.
|