x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
"ლამაზი ახალგაზრდა ქალი განათების ბოძს იყო ჩახუტებული....მივუახლოვდი და ვაი, თქვენს ლელას, მთვრალი ჩვენებური შემრჩა ხელთ" - ლელა თოლორდავა
image

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალიაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამემემამულე შეხვდა.


"ვიცი, აგაფორიაქეთ და გაინტერესებთ, რა ბედი ეწია იმ ჩვენებურ გოგოს, რომელიც პონტედეტაში, დუომოს წინ, არასახარბიელო მდგომარეობაში ვნახე...


როგორც მიხვდით, ქალაქში ვიყავი დღეს, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, გულის გადაყოლება მინდოდა და ისეთ ამბავს გადავაწყდი, უარესად დამიმძიმდა...



ნაცნობ ქალბატონთან საუბარში დრო გამეპარა და კორსოდან უმოკლესი გზით, დუომოს გავლით გადავწყვიტე უახლოეს გაჩერებასთან მისვლა, 7- 8 წუთი მქონდა დარჩენილი...


ამ დროს, ნაცნობი ხმა მეძახის - “ჯორჯიანა"!!!( ქართველო), მოვიხედე და “პიცის მასტერი" იტალიელი იყო, ავტობუსში თითქმის ყოველდღე ვედარებით, გვისაუბრია კიდეც. ვიფიქრე, ისიც გაჩერებაზე მოდის თქო... ყველაფერს ვიფიქრებდი, იმის გარდა, რაც მითხრა...


- ჯორჯიანა, შენი დახმარება გვჭირდება, გზის მეორე მხარეს, ავტობუსთან შენი თანამემამულე არის ცუდად და სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვერაფერი გაუგესო...


ცივად მოვბრუნდი და თვალისდახამხამებაში “ნავეტა"( ქალაქის შიდა ავტობუსი)- სთან გავჩნდი... დგას სპეც- ტანსაცმელში გამოწყობილი სასწრაფო დახმარების ორი თანამშრომელი, ავტობუსის მძღოლი ( თავად გამეცნო) და ქერათმიანი ლამაზი ახალგაზრდა ქალი, განათების ბოძს ჩახუტებული.... ჩემს ნაცნობ იტალიელს შანსი რომ დაეტოვებინა და გზაში არ მოესწრო თქმა, უკრაინელი გვეგონა, მაგრამ ჯორჯიანა აღმოჩნდაო, წყალწაღებულივით ჩავეჭიდებოდი ხავსს და მეც უკრაინელი მეგონებოდა( აშკარად სლავური გარეგნობა ჰქონდა)...


მივუახლოვდი და ვაი, თქვენს ლელას, მთვრალი ჩვენებური შემრჩა ხელთ...


არიქა, დაგვეხმარე, ვერაფერი გავაგებინეთო, იტალიური მან არ იცის და ჩვენ ქართულიო... საფრთხე ემუქრება მასაც და ჩვენს მოქალაქეებსაცო... ვშიშობთ, ინციდენტს ( ავარია) გამოიწვევსო... საავადმყოფოში გადაყვანა გვინდა და არ გვემორჩილებაო... რომელი - რომელს ასწრებდა მოყოლას. ავტობუსის მძღოლიც გამოვიდა სიტყვით, “ლიდლ"- თან ( სუპერმარკეტია ქალაქის ბოლოში) ამოვიდა, მგზავრები დაეხმარენ და დასვეს სკამზე, ცელოფნით პროდუქტები მოჰქონდა, რამდენჯერმე გადმოუცვივდა, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, აქ გავაჩერე და სასწრაფო დახმარება ვითხოვეო...


ახლავე გავარკვევ ყველაფერსთქო...


ჩვენებური ისეთი თვალებით მიყურებდა, მეც მტრად ჩამთვალა.


- ჩემო კარგო, მეც ქართველი ვარ, ნუ გეშინია, ამ ხალხს შენი დახმარება უნდათ. მითხარი, რატომ ხარ ასე, ზედმეტი ალკოჰოლი მიიღე?!


არა ვარ მთვრალიო... აბა, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ხართქო, არაო... აბა, ასეთ დღეში რამ ჩაგაგდოთქო... კარგად ვარო... შენ კი ხარ კარგად, მაგრამ შენი შემხედვარე იტალიელები არიან შეშინებული მეთქი... უთხარი გამიშვანო... რომ გაგიშვან, ფეხს ვერ ადგამ და სად წახვალ მეთქი... აგერ ჩამოვჯდები და ჩემი დედამთილი მომაკითხავსო... აქ მუშაობს დედამთილი მეთქი... კიო... ვთხოვე დედამთილის ტელეფონის ნომერი, არ მომცა... არც თავისი...


დროში ვიწვებოდი, მეტი გამოკითხვის დრო არ იყო. სასწრაფოს ექიმებს ვუთხარი, რომ წინააღმდეგია ჰოსპიტალში გადაყვანაზე, არაფერი აწუხებს, ბარში კოქტეილი დაულევია და ალკოჰოლმა იმოქმედა მეთქი, დღემდე არასდროს დაულევია სპირტიანი სასმელი თქო... კე დიჩიო( რას ამბობო)?! მალე თავისი დედამთილი მოვა და წაიყვანსმეთქი მის მოსვლამდე ფანტანთან ჩამოჯდება და თუ არ შეწუხდებით თვალ- ყური ადევნეთთქო.


ბოდიში მოვუხადე, რომ ავტობუსი მასწრებდა, ჩემმა ნაცნობმა იტალიელმაც დაუდასტურა, ერთი ავტობუსით ვმგზავრობთო...


პირიქით, მადლობელი ვართო... პროდუქტებით სავსე გადაკოჭილი ცელოფანი დააჭერინეს ხელში... დიდი მწვანე თვალები დაგვიბრიალა, ხელი არ მახლოთო, ბარბაცით მივიდა ფანტანთან და მოცელილივით დაეშვა...


მე და იტალიელიც ტყვიასავეთ გამოვარდით ... ფეხად მივუსწარით ავტობუსს, უფრო სწორად, გვიცნო მძღოლმა და ვიდრე არ ავედით, არ დაძრა მანქანა... როგორც კი მოვკალათდი, სტატუსი დავდე, რადგან ეჭვი შემეპარა დედამთილის არსებობაში...


მალევე დამიკავშირდა, დუომოსთან ახლოს მცხოვრები ქალბატონი, რომელიც მივიდა ჩვენებურის დასახმარებლად, მაგრამ იქ აღარ დახვდა, უთხრეს, რომ ქალბატონი მოვიდა და წაიყვანაო...


სულ ეს ვიცი ამ ამბავზე, იმედია, სამშვიდობოსაა...


და ბოლოს, დავამატებ იმას, რაც იტალიელს ვუთხარი ავტობუსში... ვინ იცის, რა მიზეზით მიიღო ალკოჰოლი, ვინ იცის, რა პრობლემებისგან გაქცევაში იპოვა ხსნა. ლოთს არ გავდა, ლამაზი გოგო იყო, ქერა, მწვანეთვალება...


და მე როგორც ამბების მაგნიტმა, მისი ამბავიც მოვიზიდე ...


ახლა კი, რა მომასვენებს, თუ არ გავიგე, სინამდვილეში ვინ არის და როგორ არის?!


P.S. ძალიან გთხოვთ, ლანძღვა- გინებას ნუ დაიწყებთ, თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ მის პოვნაში!!!


გააზიარეთ, გთხოვთ!!!."



შემდგომა დამატებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს ლელა თოლორდავა.


"მეგობრებო, დამიკავშირდა ერთი ჩვენებური, რომელიც მაშინვე მივიდა დუომოსთან, აღარ დახვდა, იკითხა და უთხრეს, რომ ვიღაც ქართველმა ქალმა წაიყვანაო..."

0
377
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0