x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ალტაის მხარეში ქალმა მამაკაცი მანქანაში დააბა და ცოცხლად დაწვა(ვიდეო)
imageალტაიში გამომძიებლები სასტიკი დანაშაულის დეტალებს იძიებენ. ადგილობრივმა მცხოვრებმა საყვარელი მანქანაში ხელბორკილებით მიაბა და ცოცხლად დაწვა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული ქალაქ რუბცოვსკის 41 წლის მცხოვრებმა ჩაიდინა. მან თავისი ახლო მეგობარი ხელბორკილებით მიბა მანქანის სალონში და ცეცხლი წაუკიდა სატრანსპორტო საშუალებას, რითაც სასტიკი წამებით მოკლა მამაკაცი.



გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 68 წლისაა. დამწვარი მანქანა 6 ივნისს იგორიევსკის რაიონის სოფლების მახლობლად იპოვეს. თუმცა, შიგნით უფრო საშინელი რამ აღმოაჩინეს. მამაკაცის დანახშირებული ცხედარი, რომელსაც ხელბორკილი ეკეთა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეს იყო ეჭვიანობა. სამართალდამცავები აგრძელებენ გამოძიებას.

image


"ქალაქ რუბცოვსკში მკვლელობაში ეჭვმიტანილი 41 წლის ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს, რომელმაც განმარტა, რომ გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი მისი ახლობელი იყო“, - ნათქვამია სამართალდამცავების განცხადებში.


გამოცემა Life ავრცელებს მანქანის დაწვის პროცესსაც, რომელიც ერთ-ერთმა ადგილობრივმა გადაიღო, მაგ დროს ავტომობილში ხელბორკილებით დაბმული მამაკაცი იჯდა.


0
383
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0