x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ბუნების პატარა საოცრება თურქეთში, კარსტული ტბა და ქარავან-დუქანი მოგზაურების გზაზე
image

თურქეთში "აბრეშუმის გზის" საქარავნო მონაკვეთზე მდებარეობს ობრუკის ტბა, რომელიც კარსტული წარმოშობისაა თიხის პლატოზე, ტბის წყალი მტკნარია და მისი გამოყენება სასმელად თავისუფლად შეიძლება, ტბის სიახლოვეს მდებარეობს ქარავან-დუქანი რომელიც 13 საუკუნით თარიღდება.


ტბის რელიეფი მიტოვებულ კარიერს მოგაგონებთ თუმცა კვლევებით დადგინდა, რომ ის წვიმის წყლით დაგუბებული ტბა არაა, მიწისქვეშა დინებამ ქარავან-დუქნის მიმდებარე თიხის ნიადაგის გმორეცხვა და ჩავარდნა გამოიწვია, რის შედეგადაც ულამაზესი ფორმის ტბა წარმოიშვა.


ამ ადგილს ათობით ათასი ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად, ეს ერთგვარი ოაზისია ძველ საქარავნო გზაზე.



თავის დროზე ქარავან-დუქანს იგივე დანიშნულება ჰქონდა, როგორც ახლა აქვს შორეული გადაზიდვების ტრაილერების მძღოლებისათვის "მოტელს", ქარავან-დუქანში მექარავნეებს შეეძლოთ დაებანათ, დანაყრებულიყვნენ, დაესვენათ და გზა მერე გაეგრძელებინათ.


ამგვარი ქარავან-დუქნები "აბრეშუმის გზის" გასწვრივ კეთდებოდა და ერთმანეთისგან 30-40 კილომეტრის მანძილით იყო დაშორებული, რაც მექარავნეებს საშუალებას აძლევდა 8-9 საათის მოგზაურობის შემდეგ ძალები აღედგინათ ქარავან-დუქანში, აეღოთ პროდუქტის მარაგი სასმელ წყალთან ერთად და გაეგრძელებინათ გზა.


ობრუკის ტბა და უძველესი ქარავან-დუქანი ისეთ ადგილზეა ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია, თავად შენობის არქიტექტურაც ორნამენტებიანი და წარწერებიანი ქვებით ისე კარგადაა შემონახული რომ მნახველები აღტაცებაში მოჰყავს.

კარსტული წარმოშობის ობრუკის ტბა.
imageimageimageimageimageimage







0
320
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
320