x
როგორ დაიპყრო ყავამ მსოფლიო და რა სასარგებლო თვისებებს შეიცავს
image

ყავის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს, მათ შორის კი ყველაზე გავრცელებული ლეგენდა მწყემსზეა. კაცობრიობამ ყავის საოცარი თვისებები აღმოაჩინა ეთიოპიელი მწყემსის, სახელად კალდის წყალობით. ერთხელ მან შეამჩნია, რომ თხები, რომლებიც მთის ფერდობზე ძოვდნენ ველური ბუჩქის ფოთლებს და კენკრას, ისინი მეტად ცელქები ხდებოდნენ. ცნობისმოყვარეობამ დასძლია კუდი და გადაწყვიტა თავად გაესინჯა ეს წითელი კენკრა, რომელიც ალუბალს მოგაგონებდათ. მან იგრძნო ენერგიის ისეთი უჩვეულო მოზღვავება, რომ შეძლო ფხიზლად დარჩენილიყო მთელი სამი დღე.

ეთიოპიიდან ყავა მოხვდა იემენში - აქ დაიწყო ყავის "მოშინაურება" და თავად სასმელის გამოგონებაც.

ორი საუკუნის მანძილზე იემენი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ყავას აწვდიდა მსოფლიო ბაზარს. იქიდან დაიწყო ყავის გავრცელება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ამას დიდწილად ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ იემენი მდებარეობდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე, რომლებიც აღმოსავლეთ აფრიკიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნებამდე მიდიოდა.image

ევროპაში ყავა პირველად 1592 წელს შემოვიდა, მას შემდეგ რაც იტალიელმა ექიმმა და ბოტანიკოსმა პროსპერ დე ალპინომ, რომელიც თან ახლდა ვენეციის საელჩოს ეგვიპტეში, ყავის მარცვლებისგან დამზადებული სასმელი ეფექტურ წამლად აღწერა.

ყავა საქართველოში ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ყავა შედიოდა მეფე ერეკლე II-ის მენიუში ლიქიორთან ერთად, თუმცა როგორც ჩანს, ეს სასმელი საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ XX საუკუნეში გახდა. თურქული გავლენით აჭარაში ერთპირონულად ლიდერობს ე.წ. თურქული ყავა.

image


1958 წელს ყავა დაემატა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასმელებისა და საკვების სიას, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

ამით ჯანმო-მ ბოლო მოუღო მრავალწლიან კამათს ადამიანის ორგანიზმზე ყავის გავლენის შესახებ.

თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ყავა ხსნის ასთმის შეტევებს და ალერგიას, ააქტიურებს ორგანიზმში ცხიმების წვას, ავსებს კალიუმის დეფიციტს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას. გარდა ამისა, ყავა, ისევე როგორც ჩაი, ძლიერი ანტიოქსიდანტია.

ყავა არის P ვიტამინის წყარო, რომელიც აუცილებელია სისხლძარღვების გასამაგრებლად.

ფინჯანი ყავა არის ადამიანის ორგანიზმის ყოველდღიური მოთხოვნილების 20% ვიტამინი P-ზე.

ყავის მთავარი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტია ორგანული ალკალოიდი კოფეინი. კოფეინი სხვადასხვა რაოდენობით გვხვდება ასზე მეტ მცენარეში, მაგრამ მხოლოდ ყავის, კაკაოს, კოლას თხილისა და ჩაის ფოთლებში ის საკმაოდ ბევრია.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ყავა კოფეინის შემცველობის გამო ზრდის რეაქციის სიჩქარეს, აუმჯობესებს კონცენტრაციას, ასტიმულირებს ასოციაციურ აზროვნებას, ეხმარება ძილიანობის დაძლევაში და აუმჯობესებს განწყობას.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სვამენ ყავას, თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ, არ განიცდიან დაბალ თვითშეფასებას და არ განიცდიან უსაფუძვლო შიშებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადის მსგავსად კოფეინიც ზრდის ბედნიერების ჰორმონის - სეროტონინის კონცენტრაციას.

დაახლოებით მაინც ხომ შეგიქმენით წარმოდგენა იმის თაობაზე თუ რა სასმელს ვეტანებით დღეში რამოდენიმეჯერ. image

0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დევნოზაშვილი5
ნინო დევნოზაშვილი5
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0