საქართველო დღეს აქცია 17:00 საათზე იქნება 2012, 22 სექტემბერი, 10:29 სტუდენტებისა და უფლებადამცველების საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან დღეს 17:00 საათზე განახლდება. მომიტინგეები საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებს აპროტესტებენ და მათ ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაა. ასევე, ისინი მოითხოვენ, ჩატარდეს საქმის ობიექტური გამოძიება და მკაცრად გასამართლდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც პატიმართა წამებაში მიიღო მონაწილეობა. 28 1-ს მოსწონს
|