x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"სისულელეა, რომ ივანიშვილს არ უნდა.... უბრალოდ არ იცის ეს როგორ ქნას" - რას წერს "ტაბულას" დამფუძნებელი

image


"ივანიშვილს უნდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, უბრალოდ მას არ სურს შესაბამისად მოიქცეს. იმიტომ რომ შესაბამისად თუ მოიქცევა, ძალაუფლებას დაკარგავს" - ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს "ტაბულასა" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და მთელს რეგიონში ქვეყნის თავისუფლების შუქურად ქცევის მისეულ ხედვას აზიარებს:


ისევ დინების წინააღმდეგ გვიწევს ცურვა და აჟიოტაჟისთვის ცივი წყლის სხმა.


1. სისულელეა, რომ ივანიშვილს არ უნდა კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ.


ივანიშვილს უნდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, უბრალოდ მას არ სურს შესაბამისად მოიქცეს. იმიტომ რომ შესაბამისად თუ მოიქცევა, ძალაუფლებას დაკარგავს.


2. ვისაც სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ისე მიიღოს, რომ ხელისუფლებამ რეფორმები არ გაატაროს, სურს ზუსტად იგივე რაც ივანიშვილს.


განსხვავება ისაა, რომ ოპოზიციას უნდა ივანიშვილმა ძალაუფლება დაკარგოს, უბრალოდ არ იცის ეს როგორ უნდა ქნას.


სხვანაირადაც ვიტყვი რომ სწორად გაიგოთ:


ხელისუფლებასაც და საპარლამენტო ოპოზიციასაც გსურთ ერთი და იგივე და რას ვერ იყოფთ, ჩემთვის გაუგებარია.


ივანიშვილს სურს ჯილდო, ოღონდ არ სურს ამ ჯილდოს მისაღებად წესებით ითამაშოს.


საპარლამენტო ოპოზიციასაც სურს ჯილდო, მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება უწესოდ თამაშობს - ამბობს, რომ მიუხედავად იმისა ხელისუფლება როგორ იქცევა, ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.


(ქართველი ხალხი რომ ირჩევს ამ ხელისუფლებას, ეგ კომპონენტი შეგნებულად, ან შეუგნებლად გამოტოვებული აქვთ - თუ იმას იტყვიან, რომ ეს ხელისუფლება არჩეული არ არის და ძალაუფლება მიტაცებული აქვს, თავად უზურპირებულ პარლამენტში რას აკეთებენ, ვერ ახსნიან).


ახლა როგორაა საქმე ჩვენთვის:


ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენ გვაკისრია ისტორიული მისია.


ჩვენ გახსნილი გვაქვს შესაძლებლობის ისტორიული ფანჯარა და გვაქვს ძალიან დიდი შანსი საუკუნეების განმავლობაში ნანატრ ეროვნულ უსაფრთხოებას და თავისუფლებას მივაღწიოთ და ჩამორჩენილი ქვეყნის ნაცვლად, მთელი რეგიონის თავისუფლების შუქურად ვიქცეთ და შინ დავბრუნდეთ!


ოღონდ ამას ვერ უზრუნველყოფს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა - კანდიდატის სტატუსი მხოლოდ დიაზეპამის როლს შეასრულებს, რომლის მოქმედება გაივლის და ხელში ისევ ანტიევროპული რეჟიმი შეგვრჩება.


იმისთვის, რომ სამშვიდობოს გავიდეთ, ჩვენ გვჭირდება ივანიშვილის რეჟიმი ვაიძულოთ იმოქმედოს წესებით და დაკარგოს ძალაუფლება."- ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქპოსტში.

0
236
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
236