სხვა უზბეკი მკურნალი პაციენტებს პირში შეფურთხებით კურნავს (იხილეთ ვიდეოც) 2022, 3 ივნისი, 11:04 მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.
ფაქტი, რომ მედიცინის განვითარებასა და პრაქტიკულ მხარეს საფუძველი ომების პერიოდში ჩაეყარა, უტყუარია. თანამედროვე ადამიანებისთვის ეს ეთიკური საკითხი წარმოუდგენელია, ვინაიდან საუკუნეების წინ კიდურების გარეშე სისხლში მცურავი ადამიანის დახმარება ყოვლად შეუძლებლად გამოიყურება. საბედნიეროდ, გასული საუკუნის მოვლენებმა შეინარჩუნა საკმარისი მტკიცებულებები, რომ ომის გარეშე თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და მეცნიერული მიღწევები, როგორიც დღეს გვაქვს, კურსს ვერ აიღებდა. მანამ, სანამ მედიცინა ახლანდელ დონემდე მოვიდოდა, უამრავი გზა და შეცდომა გამოიარა. პრაქტიკულად თითოეული სამედიცინო სიტყვა, ასე ვთქვათ, რომ ვიღაცის სისხლითაა დაწერილი. თუმცა, მისი წერა ჯერაც არ დასრულებულა. ყოველწლიურად მეცნიერები იგონებენ ახალ წამლებს და დაავადების მკურნალობის ახალ მეთოდებს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ძველმოდური გზით უპირატესობას ანიჭებენ ხალხური მედიცინის წესებით მკურნალობის მეთოდებს. უზბეკეთის მთებში კაცი მკურნალი ირწმუნება, რომ მის ნერწყვს სასწაულების მოხენა შუძლია -კურნავს ნებისმიერი სნეულს. გაგიკვირდებათ და მას პაციენტების მთელი არმია ჰყავს, რომლებით გრძელ, საათებიან რიგში დგანან იმის გამო, რომ ექიმმა მათ პირში შეანერწყვოს. სხვათა შორის, ექიმის მომსახურება არ არის უფასო. მას შემდეგ, რაც მკურნალის მიერ პაციენტების მიღების ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, ხელისუფლება დაინტერესდა მისით. ექიმი იპოვეს და გაირკვა, რომ ის 1970 წელს დაბადებული ყოფილი ფერმერი იყო. მას არ აქვს სამედიცინო განათლება. ადრე უზბეკი მეცხოველეობით იყო დაკავებული და ბოლო ორი წლის განმავლობაში თხის რძეს ყიდდა. შემდეგ კი უცებ სამკურნალო მცენარეების ენციკლოპედიაში წაიკითხა, რომ მცენარის ფესვი „ჩიტიგული“ კურნავს ლარინგიტს. ფერმერს ეგონა, რომ ეს ცოდნა მას "ზემოდან გამოუგზავნეს" და თავის სასიკეთოდ გამოიყენა. კაცმა ამ მცენარის ფესვები შეაგროვა, ფხვნილად აქცია (დაფქვა), მომცრო ნაწილების ერთგვაროვანი მასის ფორმა მისცა და პატარა მილის საშუალებით თავისი პირიდან ხალხს პირში ანერწყვებდა. ყოველი ასეთი მკურნალობის პროცედურაში მკურნალი იღებდა 20000 სუმს. (სუმი -ფულის ერთეული) გამოძიების პროცესში ამოღებულია მკურნალობისთვის გამოყენებადი ყველა ნივთი თუ მცენარე. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. 60 4-ს მოსწონს |
ასე რომ არ იყოს ამდენი მკითხავი და "მჩხიბავი" არ იქნებოდა.
სამწუხაროდ რეალობას აცდენილი ტყუილი ურჩევნია ბევრს მწარე რეალობას.
მესმის ავადმყოფმა სხვადასხვა ხერხით სცადოს განკურნება, მაგრამ ეს მარაზმზე მეტია-ეს კატასტროფაა, ეს სიბნელეა. :(
როგორი სულელი უნდა იყო ამ სისაძაგლეში ფული რომ გადაიხადო?
საინტერესო სტატიაა, იქნებ ვინმე გამოაღვიძოს და "დომენტოლით" და "გაგენოლით" "მკურნალობას" მოერიდოს...