x
image
fisunia krutunadze
10 საიდუმლო, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სრულყოფილი ფოტოები ნიღბებისა და ფილტრების გარეშე
ბოლო გამოკითხვაში, გოგონების 90%-მა აღიარა, რომ იყენებდა ფილტრებს და ფოტო რედაქტირების აპებს, რათა თავი ჩვეულებრივზე უფრო ლამაზად წარმოეჩინათ. ვიღაც სურათებზე რამდენიმე კილოგრამით სავსე ჩანს, ვიღაცის ცხვირი უფრო გრძელი აღმოჩნდება, ვიდრე სინამდვილეშია, ვიღაცის კბილები კი არასაკმარისად თეთრი ჩანს არასწორ შუქზე.


***
1. არ დააჭიროთ ხელი სახეზე
imageმხოლოდ ხელები უნდა დაამატოთ კადრში და ფოტო მაშინვე გახდება უფრო ახალი და საინტერესო. მაგრამ ამ მეთოდს ასევე აქვს თავისი მახასიათებლები. ეცადეთ, ხელი არ დააჭიროთ სახეს და თავი მუშტს არ დაეყრდნოთ, რადგან ამან შეიძლება ვიზუალურად დაამახინჯოს სახის ნაკვთები და არასწორი პროპორციები მისცეს სახეს ფოტოზე. სამაგიეროდ: ლოყებამდე აწეული ხელი, ძლივს შესამჩნევი შეხების იმიტაციით, იდეალურად გამოიყურება.

***

2. ნუ მიმართავთ იდაყვებს კამერისკენ
imageკადრის გადაღებისას ყოველთვის ეცადეთ თვალყური ადევნოთ სად არის მიმართული თქვენი იდაყვები. კამერა დაუნდობლად ადიდებს მკლავებს, როცა პირდაპირ ობიექტივისკენ არის მიმართული. ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად პროფესიონალები გირჩევენ იდაყვის გვერდზე მოდუნებას.


***

3. არ გადაიღოთ ფოტოები ანფასში (მთელი სახით)
imageანფასში (მთელი სახით) გადაღებული ფოტოები კადრში იშვიათად გამოდის წარმატებული. საამისოდ, საკმარისია გავიხსენოთ, თუ რაოდენ უკმაყოფილონი ვრჩებით ოფოციალური საბუთებისათვის გადაღებული კადრის ფოტოებით.
ამიტომ, საკუთარი თავისთვის იღებთ, ეცადეთ, უფრო მოდუნებული პოზიცია აირჩიოთ. საკმარისია მხოლოდ მხრები ოდნავ მოაბრუნოთ კამერის ლინზისკენ, რომ გამოსახულება უფრო დახვეწილი გამოვიდეს.


***
4. შეხედეთ კამერას თქვენი სახის საუკეთესო მხრიდან
image

არც ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა შეძლეს გაერკვიათ, რომ სახის მარცხენა მხარე უფრო ფოტოგენურია, ვიდრე მარჯვენა. თუმცა, ბრმად არ უნდა ენდოთ მეცნიერების "მნათობებს", სჯობს თავად გადაამოწმოთ, რომელ მხარეა უმჯობესია თქვენთვის გამოჩნდეს ობიექტივში.


წარმატებული პოზიციის არჩევისას ფოტოგრაფები პირველ რიგში ურჩევენ ყურადღება მიაქციონ ნიკაპის ხაზებს, წარბებისა და თვალების მდებარეობას. კადრში უნდა ჩანდეს სახის მკაფიო ოვალი.


***
5. გაჭიმეთ კისერი
imageელეგანტურად "წაგრძელებული" კისერი კარგი გამოსავალია პორტრეტებისთვის. ეს პოზიცია თავიდან აგაცილებთ ორმაგი ნიკაპის ეფექტს და ვიზუალურად გამოასწორებს ხარვეზებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

***

6. არ დაიმალო ხელები
imageთუ პოზირების პროცესში გადაწყვეტთ ხელების გადაჯვარედინებას, მაშინ შეეცადეთ არ დამალოთ თითები. ასე მკლავები უფრო გრძელი და ქალური იქნება.


***
7. ნუ გაშლით კამერის წინ მხრებს
imageპროფესიონალები გვირჩევენ, მხრები მიანცდამაინც არ გაშალოთ კამერაშ, რადგან ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ კადრში უფრო დიდი გამოჩნდეთ, ვიდრე რეალურად ხართ. ამის სანაცვლოდ, შეეცადეთ ოდნავ დახაროთ მხრები და წელის მიდაოები კამერის ლინზისაკენ.


***

8. არ აჩვენო შენი თვალების თეთრი ნაწილი
imageჩვეულებრივი პორტრეტის ხალისის დასამატებლად, მოდელმა მხოლოდ "განრიდებული" და "ზღაპრული" მზერა უნდა მიაპყროს კამერის ბიექტივს, ხოლო პირდაირი მზერა კი აარიდოს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ თვალებს გამომეტყველებას ანიჭებს თვალის გუგაში არსებული "კაკლები" და არა თეთრი ნაწილი ქმნიან. თუ მკაფიოდ გაიხედავთ გვერდზე, თვალის "კაკლის" ნაწილი გაქრება და სახე არაბუნებრივი გახდება. იმისათვის, რომ მიიღოთ პორტრეტი გააზრებული იერით, თქვენ უნდა გაიხედოთ ფოტოგრაფის ზურგსუკან.


***
9. არ მიმართოთ თქვენი ფეხები კამერაში
imageჯდომისას გადაღების დროს ყურადღება მიაქციეთ ფეხების პოზიციას. კადრებში, სადაც მუხლები კამერისკენ არის მიმართული, ფეხები ვიზუალურად უფრო მოკლე და მოცულობითად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია. ამის თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ მოტრიალდეთ გვერდზე, მოხარეთ ფეხები და ოდნავ მოათავსეთ მათზე თითები. შედეგად, ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდება, სილუეტი კი ვიზუალურად გაიჭიმება.


***
10. მოერიდეთ ლოყის ხაზის შეწყვეტას ცხვირით (არ გადაიღოთ ფოტო პროფილში)
imageფოტო პოზირებისთვის ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრია თავის სამი მეოთხედით შემობრუნება. პროფესიონალები გვირჩევენ სახის განლაგებას ისე, რომ ფოტოგრაფმა გახსნას სივრცე ცხვირის წვერსა და ლოყას შორის კამერისგან ყველაზე შორს. ასეთი სახით შესაძლებელი იქნება პროფილის ესთეტიურად ხაზგასმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხვირი ფარავს ლოყას და ქმნის შეწყვეტილი პროფილის ეფექტს, რომელიც ვიზუალურად აგრძელებს ცხვირს.


***
თქვენ რა საიდუმლოებები გეხმარებათ უკეთ გამოიყურებოდეთ ფოტოში?


0
298
1-ს მოსწონს
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0