x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქალის გარეგნობის 5 მთავარი თვისება, რომელიც მამაკაცებს განსაკუთრებით მოსწონთ!

image


ქალებს ყოველთვის აინტერესებთ თუ რაზე ფიქრობენ კაცები. რა მოსწონთ, რა აღაფრთოვანებთ და ზოგადად, როგორ არის მათი ტვინი მოწყობილი! საბედნიეროდ, მეცნიერები სისტემატურად ატარებენ სპეციალურ კვლევებს, რომლებიც გოგონებს მამაკაცების კიდევ უფრო უკეთ გაგებაში ეხმარება. დღეს, სწორედ იმაზე მოგიყვებით ქალის თუ როგორი გარეგნობა იზიდავთ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად. შესაძლოა, ეს უკვე ათასჯერაც კი გსმენიათ, მაგრამ თქვენი ცოდნის სამეცნიერო ფაქტებით გამყარება არასდროს არის გვიან.




დიდი უკანალი

image


ეს დაკავშირებულია არა ვიზუალურ ფაქტორთან, არამედ ბანალურ - გამრავლების ინსტინქტთან. ქვეცნობიერის დონეზე, მამაკაცები ამ ყოველივეს ასე აღიქვემენ: თუ ქალს ფართო თეძოები და დიდი უკანალი აქვს - ეს მას ჯანმრთელი შთამომავლის გაჩენაში დაეხმარება. არანაირი რომანტიკა, დასძენთ თქვენ, რას იზამთ... სხვათა შორის, იგივე პრინციპით მუშაობს დიდი მკერდი, სუფთა კანი და გრძელი, ჯანსაღი თმაც.





დიდი თვალები


image


დამეთანხმეთ რომ მამაკაცისთვის ქალის გარეგნობა მნიშვნელოვანია. სწორედ დიდი თვალების მქონე გოგონები საპირისპირო სქესში უნებურად მათი მოვლისა და დაცვის სურვილს აღძრავენ. ამას დაუმატეთ ხშირი წამწამები, ოდნავ მოხრილი სქელი წარბები და ეფექტიც არ დააყოვნებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ასეთ ცდუნებას ვერცერთი კაცი ვერ გაუძლებს.




დიდი ტუჩები


image


აქ თამაშობს წმინდა ეროტიკული ასპექტი. სავსე, მოცულობითი ტუჩები მამაკაცებში მხოლოდ ერთს - მათი კოცნის სურვილს აღძრავს, ამიტომ ნუ გაბრაზდებით, თუკი საუბრისას მამაკაცი ტუჩებზე მოგაშტერდებათ. ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალთ!




მკერდი


image


არ აქვს მნიშვნელობა დიდია მკერდი გაქვთ თუ პატარა. მთავარია მოგწონდეთ ის ისეთი როგორიც არის და მის გამო არც ერთ შემთხვევაში არ შეგრცხვეთ! ყველა მამაკაცს ხომ განსხვავებული გემოვნება აქვს, ზოგი პატარა მკერდზე გიჟდება, ზოგიც პირიქით, დიდ მკერდს აღმერთებს. აი, რაც მამაკაცს ნამდვილად აღიზიანებს, არის სწორედ ისეთი ქალი, რომელიც საკუთარი მკერდით უკმაყოფილოა.




კარგად გამოკვეთილი პრესი


image


ზოგიერთ მამაკაცს ქალში განსაკუთრებით რბილი და მომრგვალებული ფორმის მუცელი მოსწონს, თუმცა უმრავლესობა უპირატესობას მაინც იდეალურ პრესს ანიჭებს. გოგონებო მე მგონი, სწორედ "პლანკაზე" (სტატიკური ვარჯიში ვერტიკალური ხელ-დგომი) დადგომის დროა. P.S. ძვირფასო ქალბატონებო, გიყვარდეთ საკუთარი თავი, მიიღეთ ის ნებისმიერი ფორმით და აქციეთ თქვენი ნაკლოვანება თქვენსავე ღირსებად!



0
807
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
807