საზოგადოება
"ცოცხალ კაცზე ვიჩხუბოთ, არ სჯობს? ხოდა აგერ - უგვირგვინო მეფე" - ნახეთ, ვის ფოტოს აქვეყნებს ინგა გრიგოლია
2022, 31 მაისი, 14:52
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ბოლო პერიოდში ერეკლე მეორეს ფონზე განვითარებული მოვლენების პარალელურად სოციალურ ქსელში ახლი ინიციატივით გამოდის და საზოგადოებას თუ არა მეფედ, მეფისნაცვლად მაინც ბიზნესმენისა და"კარტოგრაფების საქმის" ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დავით ხიდაშელის კანდიდატურას სთავაზობს:
"მაქვს იდეა—- დავით ხიდაშელი მეფედ! დიდება მეფეს! . ცოცხალ კაცზე ვიჩხუბოთ, არ სჯობს? ხოდა აგერ კაცი -უგვირგვინო მეფე(გარეჯელი, ევტუშენკოველი, პუტინელი, ბიძინელი, ზერნოელი, ღარიბელი, იორდანელი) .
მაგის გარეშე ნაბიჯს არ ადგამენ და ისეთი სამწფო ვნებებია ატეხილი ამ ჩვენს ქვეყანაში, ბარემ მეფედ დავსვათ. ჰა….ჰა…..მეფისნაცვლად მაინც. კაცი გარეჯი…კაცი იორდანია"- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში და დავით ხიდაშელის ფოტოს აზიარებს.