სხვა 10 რამ, რაზეც დუმს მაღაზიის ყველა გამყიდველი 2022, 30 მაისი, 11:44 რეკლამა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ბრენდის წარმატების გარანტიაა. კარგი რეკლამა წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია იმ რთულ გზაზე, რასაც ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. მაშასადამე, ის ერთ-ერთი წამყვანი რგოლია პროდუქციის რეალიზაციის საკითხში.
"რეკლამა"- ლათინურიდან აღებული სიტყვაა და პირდაპირი თარგმანით "ყვირილს" ნიშნავს. რეკლამა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხრიკია მარკეტინგულ სისტემაში, რომლის საშუალებით, არამარტო ვიხიბლებით პროდუქციით, არამედ ხშირ შემთხვევაში ვტყუვდებით კიდეც მომხმარებლები. მაშასადამე, ამა თუ იმ პროდუქციის დიდი სააგენტოები, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინოვაცია და განახლებული, ეფექტური რეკლამა მოგვახვიოს თავს, რათა მეტი რეალიზაცია მოახდინოს ამა თუ იმ ნაწარმის. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოდ, რომ უამრავი კრეატიული რეკლამა ჩვენს განცვიფრებას ნამდვილად იწვევს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2006 წლის სექტემბერში, ქალაქ სან-პაულოს მერმა, გასცა ე.წ. "სუფთა ქვეყნის კანონი", რაც სწორედ გარე რეკლამების ამოღებას გულისხმობს. კანონის მიღების წელს, ანუ 2006 წლის მიწურულამდე, კანონის თანახმად, სულ 15 000 ბილბორდი ამოიღეს, ასევე პლაკატები შენობებსა თუ გზებზე. კანონი ასევე კრძალავს სატრანსპორტო ავტობუსებზე არსებულ რეკლამებსა და ბროშურა-ბუკლეტების დარიგებას. სრული კონტროლისათვის კი ქალაქის მერმა მოახდინა გარე ვიდეო მონტაჟი, რისთვისაც 8 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყო. სამხრეთ ამერიკის, სიდიდით მეოთხე ქალაქი კი ბოლო 7 წლის განმავლობაში, აღნიშნული მიზეზის გამო, მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებში შევიდა. მიღებულმა და დაკანონებულმა გადაწყვეტილებამ, ქალაქის ურბანული ფირმებისა და სარეკლამო ჯგუფების განგაში გამოიწვია, ვინაიდან რეკლამებიდან თვიურად შემოსული 133 მილიონი დოლარი შეწყდა და 200, 000 თანამშრომელი დარჩა უმუშევარი. გარდა ამისა, ქალაქი სრულ ჯუნგლებს დაემსგავსა, მხოლოდ ნაცრისფერი ბეტონის კედლებია, თუმცა მაინც აღნიშნავენ, რომ აქამდე პლაკატებით დაფარული არქიტექტურული ნიმუშები გამოჩნდა. სან-პაულო ერთადერთი ქალაქი არაა ასეთი კანონით, გარე რეკლამები ასევე აკრძალულია Vermont, Alaska, Hawaii და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ქალაქ Maine-ში. დღეს გამყიდველები უამრავ ხრიკს მიმართავენ იმისათვის, რომ გვაიძულონ ვიყიდოთ ის ნივთი, რომლის ყიდვაც იდეაში არ გვქონია. მოდით, ერთად ვნახოდ თუ რომელ ყველაზე ფარულ ფაქტებს იყნებენ ამისათვის მწარმოებლები და გამყიდველები. 10 რამ, რაზეც დუმს მაღაზიის ყველა გამყიდველი1. ფასდაკლებები საერთოდ არ არის მყიდველების სასარგებლოდ. არ შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, რომ "ფასდაკლების" ნიშნის დანახვისას არ გინდებათ იმ ნივთების ყიდვა, რომლის ყიდვასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ აპირებდით. ამ დროს ყველა გავრბივართ მათ შესაძენად, მაგრამ რა იმალება ამ ნიშნის მიღმა? გაყიდვამდე მოცემული პროდუქციის ფასი ხელოვნურად იზრდება, ამოყიდვის პერიოდში კი შეიძლება მაღაზიებში დაინახოთ წარწერა 70%–იანი ფასდაკლებით, სინამდვილეში შეიძლება მხოლოდ 10%–იანი იყოს ან საერთოდ არა. 2. ერთი და იგივე ბრენდული სამოსის ზომები ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც წესი, ტანსაცმლის თითოეულ მწარმოებელს აქვს საკუთარი ხრიკი. თუ S-ში მშვენივრად გამოიყურებით ერთ ბუტიკში, მაშინ M-ს მეორეში ძნელად ჩაიცმევთ. ბევრი კომპანიის ხრიკი არის მიზანმიმართულად "შეამცირონ" თავიანთი პროდუქციის ზომა და ამ გზით უბიძგონ მომხმარებლებს იყიდონ ისინი. 3. ცნობილი დიზაინერის შექმნილი ყოველთვის არ ასოცირდება ხარისხთან. მსხვილი ბრენდები პერიოდულად უშვებს ტანსაცმლის ხაზებს, რომლებსაც ისინი ამზადებენ ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობით. ამ შემთხვევაში, მყიდველი იხდის მეტს ექსკლუზივში, რომელიც შედგება ექსკლუზიურად წარმოებული ტანსაცმლისგან შეზღუდული რაოდენობით. რაც შეეხება ხარისხს, ის ხშირად არაფრით განსხვავდება იმავე მაღაზიაში არსებული სხვა ნივთებისგან. 4. ფასდაკლებების განყოფილება განგებაა არეული. რთულია არ შეამჩნიოთ მსგავსი სურათი, როდესაც მაღაზიაში ყველაფერი მოწესრიგებულია და საკიდებზე ლამაზად კიდია, იქვე ახლოს კი სრული არეულობა, ყველაფერი ერთ უზარმაზარ გროვაშია ჩაყრილი. ასეთ ხრიკს გამყიდველები განზრახ იყენებენ, რადგან ასეთი "ნაგვის ქექვის" შემდეგ მყიდველი ბედნიერი იქნება, თუ ლამაზ ნივთს იაფად იყიდის. 5. ჩამოფასებული ნივთები, რომლებიც არ გაიყიდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი ნივთები, რომლებიც ჩამოფასების შემდეგ ან ფასდაკლების დღეებში არ გაიყიდა და საერთოდ ჩამოწერეს, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ცდებით, რადგან ისინი მალევე, მომდევნო საათებსა თუ დღეებში დაბრუნდება დახლებზე სხვა ფასებით. 6. ტანსაცმლის წარმოების პროცესში გამოიყენება მავნე ნივთიერებები. სისულელეა დაიჯერო წარწერა იარლიყზე, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ნივთი აბსოლუტურად ბუნებრივია. სინამდვილეში, დიდია თქვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ალბათობა. ზოგიერთი ქიმიკატი განასახიერებს დიზაინის იდეას (პროდუქტს აძლევს საჭირო ტონს და ტექსტურას), ზოგი იცავს ტანსაცმელს მწერებისგან და ობისგან. მაშასადამე, მწარმოებლები ხშირად გამოიყენებენ სხვადასხვა ქიმიკატებს. მანამ, სანამ ჩაიცვამთ ახალ ნაყიდ ტანსაცმელს, აუცილებლად გარეცხეთ, რათა თავიდან აიცილოთ ალერგიული რეაქციები. 7. სინთეტიკის გაყიდვა ნატურალური ქსოვილის ფასად. მწარმოებლები ხშირად იყენებენ ამ ხრიკს და გვთავაზობენ სინთეზურ მასალას ნატურალურის ფასად, რითიც მყიდველს აჯერებენ, რომ მთავარი ხარისხი არ არის. ეს კი მომგებიანი ინვესტიციაა. 8. დიზაინერების მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელი უფრო უხარისხოა, ვიდრე ჩვეულებრივ "ბუტიკში" არსებული. ფულის დაზოგვის მიზნით, თითოეული ჩვენგანი მიდის მაღაზიებში დიზაინერული ნივთის შესაძენად. თუმცა, ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით, რადგან იქიდან ტანსაცმელი და აქსესუარები მხოლოდ დიზაინერების კოლექციების ნიმუშებს ჰგავს. წამყვანი ბრენდები ხშირად ამზადებენ ასეთ პროდუქტებს იაფფასიანი ნედლეულის გამოყენებით სპეციალურად მაღაზიებისთვის. მათი მიზანია: მოგების მიღება იმათ ხარჯზე, ვისაც არ შეუძლია ძვირადღირებული ბუტიკიდან ნივთების შეძენა. 9. დაბალ ხარისხიანი ნაწარმი. თუ გადავხედავთ ჩვენი დედების ნივთებს, გასაოცარია, რამდენად კარგად არის ისინი შენახული. ახლაც შეგვეძლო მათი ტარება. და ეს ყველაფერი იმ მიზეზით, რომ ადრე ისინი უკეთესად იწარმოებოდა. თანამედროვე ტანსაცმელის შექმნა და ხარისხი კი ძირითადად მარკეტინგული ხრიკია, ამზადებე უხარისხოდ, რათა ხშირად მოახდინონ რეალიზაცია. 10. როგორც წესი, მოდა თითქმის ყოველკვირეულად იცვლება. წავიდა ის დრო, როდესაც მოდის ინდუსტრიაში დომინირებდა 2 სეზონი: გაზაფხული-ზაფხული და შემოდგომა-ზამთარი. ტანსაცმლის ამჟამინდელი მწარმოებლები მიკრო ტენდენციებისკენ მიდიან. ბუტიკებში თითქმის ყოველკვირეულად ჩნდება მოდური სიახლეები და ჩვენც უკვე, წელიწადში არა ორჯერ, არამედ ოთხჯერ მივდივართ კარადის გასაახლებლად. 664 6-ს მოსწონს
|