შოუბიზნესი ახალგაზრდები და მომხიბვლელები: ჰოლივუდის ყველაზე ბრუტალური მამაკაცების ქალიშვილები 2022, 27 მაისი, 17:31 ყველა მამა იცავს თავის ქალიშვილს, თუნდაც ის უკვე ზრდასრული იყოს. ეს ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც ეხება, თუ რომელიმე ბიჭი მათ ქალიშვილს აწყენინებს ან შეურაცხყოფას მიყენებს, ისინი არც თუ კარგ დღეში აღმოჩნდებიან, მით უმეტეს, როდესაც საუბარია იმ გოგონების მამებზე, რომლებიც ჰოლივუდში ყველაზე კუნთმაგრებად ითვლებიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავების შვილებს, რომელთა მამების სხეულებითაც მთელი მსოფლიოა აღფრთოვანებული. ვინ იცის, მათ კვალს იქნებ მათივე ქალიშვილებიც გაჰყვნენ და ისეთივე წარმატებულები გამოვიდნენ როგორიც მათი ვარსკვლავური მამები? მით უმეტეს, გოგონების გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, ამის მონაცემები მათ ერთმნიშვნელოვნად აქვთ! მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილე სელებრითების შვილები ოდესღაც პატარა, საყვარელი გოგონები იყვნენ, მაგრამ ახლა ისინი უკვე გაიზარდნენ და ნამდვილ ლამაზმანებად იქცნენ. გენებმა თავიანთი საქმე ნამდვილად გააკეთეს! მაშ ასე, თქვენ წინაშეა ჰოლივუდის ყველაზე ბრუტალური მამაკაცების მომხიბვლელი ქალიშვილები.
|