x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135746
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
დეკოლტე ტრუსებით: "ოსკარის" წვეულების ყველაზე უცნაური და სასაცილო ლუქები

image


მართალია წლევანდელმა "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიამ უკვე დიდი ხანია რაც ჩაიარა, მაგრამ მის საპატივსაცემოდ მრავალრიცხოვანი, ხმაურიანი წვეულებები მთელს ლოს-ანჯელესში დღემდე ეწყობა. კორონავირუსისა და #MeToo -ს მოძრაობიდან ორი წლის შემდეგ, ვარსკვლავებმა საბოლოოდ, შვებით ამოისუნთქეს და ღრმად ამოჭრილი ექსტრემალური მინი და ნახევრად "შიშველი" კაბები ნავარჯიშევ სხეულზე კვლავ მოირგეს. ჰოლივუდის მსახიობები, მომღერლები და მოდელები იმდენად გაერთნენ, რომ მათ საზოგადოებას სრულად წარმოუდგინეს ის "ღირსებები", რითიც ისინი ბუნებამ და პლასტიკურმა ქირურგებმა დააჯილდოვეს. დღეს, გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ "ოსკარებისა" და პოსტ - "ოსკარების" წვეულებების ყველაზე გამორჩეული და სასაცილო ლუქები.


image


მომღერალი ჟანელ მონე ტაბლოიდური "Vanity Fair"-ის მიერ გამართულ წვეულებაზე ეპატაჟური კაბის წყალობით ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავად იქცა. აღნიშნული ღონისძიება "ოსკარის" შემდეგ სიდიდით მეორე, ყველაზე მთავარ მოვლენად ითვლება. ჟანელს უდავოდ სურდა ივენთზე ყველასგან გამორჩეული ყოფილიყო - რაც ერთმნიშვნელოვნად გამოუვიდა კიდეც.


image


მსგავსი ჩაცმულობის დემონსტრირება მოახდინა ასევე ამერიკელმა რეპ - შემსრულებელმა და სიმღერების ავტორმა დიამონტე კიავა ვალენტინ ჰარპერმაც, რომელიც მსმენელისთვის უფრო "Saweetie" -ის ფსევდონიმითაა ცნობილი. 28 წლის მომღერალი ამ კაბით ელტონ ჯონის ტრადიციულ "პოსტ - ოსკარის" წვეულებაზე გამოცხადდა.


image


ქალის თეთრეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის "ვიქტორია სეკრეტის" "ანგელოზი" ელზა ჰოსკი როგორც აღმოჩნდა, სპორტდარბაზში დროს ტყუილად სულ არ ატარებს. ულამაზესმა, შვედმა მოდელმა ღონისძიებაზე თეთრ, უჩვეულო ჭრილის კაბაში თავისი იდეალური პრესის დემონსტრირება მოახდინა, რითიც გამოჩენისთანავე ყველა დამსწრე სტუმარი ერთნაირად აღაფრთოვანა.


image


პოდიუმის ვეტერანმა ჰაიდი კლუმმაც ძველი დროის გახსენება გადაწყვიტა და აღნიშნული საღამოსთვის საკმაოდ თამამი სამოსი შეარჩია, თუმცა მისი იმიჯი ბევრს უცნაურად მოეჩვენა. მოდელის კაბამ ბევრ ადამიანში პომპეზური დაჯილდოების ცერემონიის ნაცვლად, სუფრის გადასაფარებლის ან ფარდების ასოციაცია გამოიწვია.


image


"Victoria's Secret"-ის კიდევ ერთმა "ანგელოზმა", ულამაზესმა ბრაზილიელმა მოდელმა ალესანდრა ამბროსიომ ერთდროულად როგორც ზემოდან, ასევე ქვემოდან გაშიშვლება გადაწყვიტა. დეკოლტე წელამდე, ტრუსები და გამჭვირვალე არშია - მეტისმეტი ხომ არ არის?


image


ქლოე და ჰელი ბეილები - ორი დის ამერიკული სოულ - დუეტი. გოგონები ყველგან სულ ერთად არიან და სამოსსაც პრაქტიკულად ერთმანეთის მსგავსს არჩევენ. გამონაკლისი არც აღნიშნული ღონისძიება აღმოჩნდა, სადაც დები ღრმა ჭრილის კაბებით გამოცხადდნენ, რაც ნათლად მიანიშნებდა რომ მათ საცვლები აშკარად არ ეცვათ.


image


49 წლის მსახიობმა ტრეისი ელის როსმა საკუთარი სამოსის ზომა აშკარად ვერ გათვალა. აბა, სხვაგვარად როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ მისი ბიუსტი ეპატაჟური, წითელი კაბის მეტისმეტად პატარა ფიალებიდან "ამოხტომას" ყველანაიარად ლამობდა?

image






0
680
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
680