სხვა ალენ დელონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მსახიობის პრესსპიკერი გამოეხმაურა 2022, 26 მაისი, 18:50 მსახიობის პრესსპიკერმა კომენტარი გააკეთა მედიისა და "ტელეგრამის" არხებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ევთანაზიით გარდაიცვალა, როგორც ამას ადრე გეგმავდა. როგორც კინოვარსკვლავის წარმომადგენელმა განაცხადა, 86 წლის მსახიობი ცოცხალია და მასთან ყველაფერი კარგადაა. მანამდე ალენ დელონის ვაჟმა თქვა, რომ მამას ევთანაზიის დახმარებით უნდა სიკვდილი. ასევე, თავად ფრანგმა მსახიობმა სიკვდილის ამ გზას"ლოგიკური და ბუნებრივი" უწოდა. მისი თქმით, ასაკთან ერთად ადამიანს „უფლება აქვს, მშვიდად დატოვოს ეს სამყარო, საავადმყოფოებისა და ინექციების გარეშე“. 1957 წელს გამოვიდა პირველი ფილმი ალენ დელონის მონაწილეობით „როდესაც ქალი ერევა“. 1960 წელს მან სახელი გაითქვა ფილმით "კაშკაშა მზეზე" შემდეგ იყო "როკო და მისი ძმები" და "ლეოპარდი". ამ უკანასკნელმა დელონს ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა. დელონს ბევრი საპატიო ჯილდო აქვს - ბერლინისა და ლოკარნოს კინოფესტივალებიდან, „დევიდ დი დონატელო“ იტალიის კინოაკადემიიდან და ასევე, გერმანული „ოქროს კამერა“. 547 1-ს მოსწონს
|