x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ვიდეო:ტეხასში 18 წლის მოსწავლემ 21 ადამიანი მოკლა

image
ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 20 მოსწავლე და მასწავლებელია.


შესაბამისი განცხადება შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა გააკეთა. მისი თქმით, ABC News-ის ცნობით, თავდამსხმელი მოკლეს პოლიციელებმა, რომლებიც სისხლიანი დანაშაულის ადგილზე მივიდნენ.


გუბერნატორმა ასევე დაადგინა, რომ მსროლელი 18 წლის სალვადორ რამოსია. ის იყო ქალაქ იუვალდის საშუალო სკოლის მოსწავლე.


თავად შემთხვევა სამშაბათს მოხდა. თავდამსხმელი შეიჭრა დაწყებით სკოლაში უვალდში, ტეხასის შტატში.



ის საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დამნაშავის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


აშშ-ში 21 მსხვერპლით მომხდარი ფაქტი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ინციდენტია აშშ-ში ბოლო დროის განმავლობაში.


0
55
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0