x
image
ქეთეონე
დაწყებით სკოლაში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 19 ბავშვი და მასწავლებელი - BBС

image

ცხრამეტი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ზრდასრული დაიღუპა სამხრეთ ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად.



შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა რობის დაწყებით სკოლაში - სადაც 7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ასწავლიან - ქალაქ უვალდეში, სანამ ის სამართალდამცავებმა მოკლეს, აცხადებენ ოფიციალური პირები.


გამომძიებლების თქმით, 18 წლის ეჭვმიტანილს ჰქონდა AR-15 ნახევრად ავტომატური თოფი.


ადგილობრივი მედიის ცნობით, ის შესაძლოა ამ რეგიონის საშუალო სკოლის მოსწავლე იყო.


უვალდეს კონსოლიდირებული დამოუკიდებელი სკოლის ოლქის პოლიციის უფროსმა პიტ არედონდომ თქვა, რომ სროლა სამშაბათს ადგილობრივი დროით 11:32 საათზე დაიწყო და რომ გამომძიებლები თვლიან, რომ თავდამსხმელი "მარტო მოქმედებდა ამ საზარელი დანაშაულის დროს".



ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა თქვა, რომ მსროლელმა, რომელსაც სალვადორ რამოსი ჰქვია, მიატოვა მანქანა სკოლაში შესვლამდე, რათა "საშინლად, გაუგებრად" გაეხსნა ცეცხლი.


დაღუპულთაგან ერთ-ერთი მასწავლებელი იყო, რომელსაც ევა მირელესი ერქვა.


ამ აფქტის შემდეგ, ადამიანებს სთხოვეს დნმ-ის ნიმუშების მიცემა, რათა დაეხმარონ ზოგიერთი ახალგაზრდა მსხვერპლის იდენტიფიცირებას.

imageimage

0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0