სხვა უკრიანელი მომღერალი მიესალმება გოგონების ინიციატივას, რომლებიც შიშველ ფოტოებს ყიდიან უკრაინის არმიის დასახმარებლად 2022, 24 მაისი, 15:18 ![]() პოპ- ვარსკვლავის თქმით, ეს ნაბიჯი ლამაზი და კრეატიულია, მაგრამ ის თავად ალბათ არ შეუერთდება მათ ინიციატივას. თუმცა მომღერლის ბევრ გამომწერს არ მოეწონა ასეთი ფოტოების გადაღება და გაყიდვა, მეტიც, ბევრმა დაგმო მსგავსი ინიციატივა. მან ეს მოსაზრება "ინსტაგრამ" სტორიში გააზიარა. ოგნევიჩმა ფოლოვერებს კომენტარებში აზრის გამოთქმა სთხოვა მეგობარი გოგონების ამ ინიციატივაზე, თუმცა, მისდა გასაკვირად, მან მიიღო უამრავი უარყოფითი კომენტარი, რომლის დემონსტრირებაც კი არ ისურვა . "ზაშკვარი. პასუხებსაც არ დავდებ, რადგან უმეტესობა უარყოფითია. თუმცა ამ საკითხის უფრო გლობალური ხედვის იმედი მქონდა . ეს ინიციატივა ჩემი დაქალის გვერდზე რომ ვნახე, გავიფიქრე: "ვაუ, რა მაგარია. რა კრეატიული და ლამაზია ეს“ - აღნიშნა მომღერალმა. ![]() "ვინც მომწერა, რომ ეს სირცხვილია, თუ რაღაცას ვერ ხვდებით, არ შეგიძლიათ და ვერ გაიგეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია და სხვებმა არ უნდა გააკეთონ ". "ევროვიზია"-2013 -ის მე-3 ადგილოსანმა ასევე დასძინა, რომ ვერ გაბედავს შეუერთდეს მამაცი გოგონების მოძრაობას, მაგრამ სრულად უჭერს მხარს მათ სურვილს, დააჩქარონ უკრაინის გამარჯვება. ![]() 433 3-ს მოსწონს
|