ბანკები პაშა ბანკმა "იდეების აუქციონში" მიიღო მონაწილეობა 2022, 24 მაისი, 13:44
პაშა ბანკმა იდეების აუქციონში მიიღო მონაწილეობა და გარემოსდაცვით პროექტს დაუჭირა მხარი.
19 მაისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, იდეების ცოცხალი აუქციონი გაიმართა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებმა საკუთარი იდეის განსახორციელებლად თანხების მობილიზება აუდიტორიისგან მოახდინეს. ღონისძიება ჩატარდა თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში. სამი სხვადასხვა პროექტისთვის აუდიტორიისგან 20, 900 ლარი შეგროვდა. პაშა ბანკმა გარემოსდაცვით პროექტს „დათას ეზო“ დაუჭირა მხარი და პროექტის განსახორციელებლად თანხის შეგროვებაში მიიღო მონაწილეობა. „დათას ეზო“ მიზნად ისახავს, რუსთავის მოსახლეობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ურბანული მებაღეობის განვითარებას. პროექტის ფარგლებში, იგეგმება რუსთავის 10-მდე სკოლასთან თანამშრომლობა. ყოველთვიურად, „დათას ეზო“ 50-60 ბავშვს უმასპინძლებს და მოსწავლეებისთვის ჩატარდება გარემოსდაცვასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო, პრაქტიკული გაკვეთილები. „იდეების აუქციონი “, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილი სახალხო დაფინანსების მეთოდია, რომელიც ეხმარება მცირე ზომის სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს საკუთარი პროექტების პოტენციურ დონორებთან წარდგენაში და რესურსების ცოცხალ რეჟიმში შეგროვებაში. ცოცხალი ქრაუდფანდინგის პრაქტიკას საქართველოში “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (CSRDG) ჩაუყარა საფუძველი. პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. რე|ბანკი პაშა ბანკის ქვებრენდია, რომელიც 2019 წლიდან ფიზიკურ პირებს უწევს საბანკო მომსახურებას. მისი უნიკალური პროდუქტია ტოპ|ქარდი - ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გააკეთონ სასურველი შენაძენი, ღირებულება კი შემდგომ თვეებზე გადაანაწილონ პროცენტის გადახდის გარეშე. ტოპ|ქარდის აღება მოსახერხებელია და სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად https://rbnk.ge/3lynb4D , რე|ბანკის ფილიალებში და გაყიდვების წერტილებში. R 12 2-ს მოსწონს
|