x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ძველი ეგვიპტის ლეგენდები - რას თვალი და ჰორუსის თვალი

imageერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც სიტყვასიტყვით გაჟღენთილია ეგვიპტის მითოლოგიითა და ისტორიით, დაკავშირებულია მრავალ ღმერთთან და ფარაონთან, არის უაჯეტი მისი ორი ძირითადი ფორმით - რას თვალი და ჰორუსის თვალი.

image
რას თვალი


რას თვალი, ანუ მზის თვალი, განასახიერებდა ძალასა და ავტორიტეტს, ცეცხლს და სინათლეს, სიფხიზლეს და რეაქციის სიჩქარეს, შეეძლო ნებისმიერი მტრის დაწვა. მას ჩვეულებრივ გამოსახავდნენ ურაუსი-კობრად, საკმაოდ ხშირად ფრთოსანი კობრას სახით, (როგორც ჩანს, ქალღმერთ ნეხბეტის პატივსაცემად), ზოგჯერ კი მზის დისკით.
image
მზის თვალი გაიგივებული იყო უაჯეტთან (ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქალღმერთიდან, რომლის გველის ბუნება ეჭვგარეშეა), ნეხბეტთან, მაატთან, ჰათორთან და ლომად გამოსახულ ყველა ქალღმერთთან: ტეფნუტი, სოხმეტი, მეხიტი და სხვა.

როგორც ურაუსის პროტოტიპი, მფარველი რა, უაჯეტი ხშირად იყო წარმოდგენილი, როგორც პირველყოფილი გველი, რომელიც აფრქვევს ცეცხლს და შხამს - მზის თვალის სახით რომელიც წვავს მის მტრებს ცეცხლით. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ურაუსის გამოსახულება ეფუძნებოდა სამხრეთ ეგვიპტურ კობრას - გეას, სხვების მიხედვით -ასპიდს.
image
ურაუსი იყო სამეფო სიდიადის სიმბოლო, სიცოცხლისა და სიკვდილის ძალა, რას მართვისა და მტრების განდგურების უნარი. იგი ფარაონთა დიადემის განუყოფელი ნაწილი გახლდათ შუბლის ვერტიკალური გველის სახით, რომელსაც ატარებდნენ დიადემაზე, ხოლო შუა სამეფოს ეპოქიდან კი გვირგვინზე. ამონის გვირგვინი ორი ურაუსით იყო შემკული.
image
ურაუსის როგორც დამცავი ნიშნების გამოსახულებები შედიოდა შენობების სკულპტურულ მორთულობაში (სამლოცველოს კარნიზი ფარაონ ჯოზერის პირამიდის ანსამბლი, საქარა, ძვ.წ. XXVIII საუკუნე.) სამარხების ნახატები, მიცვალებულთა წიგნის ნახატები და ა.შ.

ისინი ასევე ფართოდ არის წარმოდგენილი ევროპის ზოგიერთი ქალაქის არქიტექტურაში.

დინასტიამდელ ხანაში ეგვიპტე მოიცავდა ორ მეომარ რეგიონს - ზემო და ქვემო (ნილოსის გასწვრივ). მათი გაერთიანების შემდეგ დაახლოებით 2900 წ. ჩვ. წ.-მდე. ფარაონ მენ ან ნარმერის ძალაუფლების ქვეშ ცენტრალიზებულ სახელმწიფოში, ქვეყანა კვლავ ადმინისტრაციულად იყოფოდა ზემო და ქვემო ეგვიპტედ და ოფიციალურად ეწოდებოდა "ორი ქვეყანა".
ეს რეალური ისტორიული მოვლენები ასახულია ბევრ მითში, რომლის მიხედვითაც ეგვიპტე სამყაროს დასაბამიდან მოიცავდა ორ ნაწილს, რომელთაგან თითოეულს ჰყავდა თავისი მფარველი ქალღმერთი.
ქვეყნის სამხრეთი ნაწილი ნეხბეტის მფარველობის ქვეშ იყო, რომელსაც ძერას სახით გამოსახავდნენ, ჩრდილოეთი კი - გველის კობრა უაჯეტის მფარველობის ქვეშ. ნეხბეტი და უაჯეტი ითვლებოდნენ რას ქალიშვილებად.
imageღმერთები და ფარაონები, რომელთა მეთვალყურეობისა და მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა სახელმწიფო ძალაუფლება ეგვიპტეში, ატარებდნენ "ორი ქვეყნის გამაერთიანებელ გვირგვინს - "ფშენტი". ეს იყო გვირგვინების გაერთიანება, ქვემო და ზემო ეგვიპტის გაერთიანების სიმბოლო. ამ გვირგვინზე იყო გამოსახული ურაუსი, იშვიათად ორი ურაუსი: ერთი კობრის, მეორე კი ძერას სახით. ზოგჯერ გაერთიანებული სამეფოს სიმბოლოს შეადგენდა ორი კობრა წითელი და თეთრი გვირგვინებით შემკული.

უზენაესი ღვთაებანი ატარებდნენ აგრეთვე ატეფის გვირგვინს - თავსაბურავი შემდგარი ორი მაღალი ბუმბულისგან, ჩვეულებრივ ლურჯი (ზეციური) ფერის - ღვთაებისა და სიდიადის სიმბოლო. ამონი ყოველთვის გამოსახული იყო ატეფის გვირგვინზე.

ჰორუსის თვალი

ჰორუსის თვალი, რომელსაც რომელსაც ასევე უწოდებენ ატშეტს ან ყოვლისმხილველს, ისევე როგორც განკურნების თვალს, განასახიერებდა სულის ფარულ სიბრძნეს და ხედვას (ნათელმხილველობა), ასრულებდა დაცვის ფუნქციას და სიმბოლურად განასახიერებდა განკურნებასა და აღდგომას სიკვდილის შემდეგ.
image
ერთი ლეგენდის თანახმად, როდესაც სეტმა მოკლა ოსირისი, ჰორუსმა აღადგინა მამამისი, საშუალება მისცა მას გადაეყლაპა ჰორუსის თვალი, რომელიც სეთმა ნაწილებად დაჭრა, მაგრამ ტოტმა შეძლო მისი აღდგენა. მიცვალებულთა წიგნი ამბობს, „ჰორუსის თვალი მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებს; და მიცავს მაშინაც კი, როცა ის დახურულია."

ჰორუსის თვალი გამოსახული იყო თვალის სახით წარბით და მის ქვეშ სპირალით, რაც ზოგიერთი მკვლევარის განმარტებით არის ენერგიისა და მუდმივი მოძრაობის სიმბოლო.

ბევრი ეგვიპტელი ატარებდა ამულეტს ჰორუსის თვალის სახით, რომელიც იცავდა ბოროტი ძალისგან. მას ასევე ათავსებდნენ მუმიის სამარხებში.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ჰორუსის მარცხენა "შევარდნის თვალი" გაიგივებულია მთვარესთან, რომელიც ყოველთვიურად "აღდგება" ცაში, ხოლო მარჯვენა თვალი წარმოადგენს მზეს, რომელიც საღამო ხანს დასავლეთში კვდება და გათენებისას უცვლელად იბადება აღმოსავლეთში. ამ შემთხვევაში მათი გამოსახულებები ერთნაირი იყო (თვალის სახით). ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ჰორუსის თვალი (ერთი ან ორივე წარმოადგენს რას თვალებს, რომელიც ისიდამ გადაცა თავის ვაჟს. უფრო მეტიც, ეს რაღაცნაირად უკავშირდებოდა რას საიდუმლო სახელს, ლეგენდის თანახმად, ისიდამ ამის შესახებ ჰორუსს შემდეგი სიტყვები უთხრა: „ახლა ის [რა] მომცემს თავის თვალებს“.
image

დინასტიური პერიოდის განმავლობაში უაჯეტის ორი თვალი“ იყო ამოკვეთილი სამარხებში, სარკოფაგებში და სხვა ადგილებში. ისინი ასევე გამოსახულნი იყვნენ ნავების ცხვირზე, რათა არ ასცდენოდნენ დანიშნულ კურსს.

ხშირად ჰორუსის თვალი შერწყმული იყო ერთ ან ორ ურაუს კობრასთან, მთვარესა და მზის დისკთან, უაჯეტსა და ნეხბეტს შორის, რომლებიც მას კლანჭებით, კუდით ან ფრთებით იჭერდნენ.











0
193
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0