სხვა რატომ ატარებენ ახალგაზრდა და ჯანმრთელი იაპონელი ქალები მუდმივად საფენებს? მიზეზი შოკში ჩაგაგდებთ 2022, 23 მაისი, 18:04 შეგიძლიათ წარმოიდგენოთ ახალგაზრდა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც თავისი სურვილით საფენს ატარებდეს? ფიქრობთ რომ ეს ყოველივე სისულელეა? მაგრამ იაპონელები რეალურად მართლაც ასე აკეთებენ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იაპონელი ლამაზმანების უმეტესობამ უკვე დიდი ხანია გაცვალა ქვედა საცვლები საფენებზე, რომლებზეც მოთხოვნა ქვეყანაში დღითდღე სულ უფრო მეტად იზრდება. რატომ? მოდით ერთად გავარკვიოთ.საიდუმლოს უკვე არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იაპონია წარმოუდგენლად უცნაური ქვეყანაა, სადაც ისეთი მოვლენები ხდება, რომლებიც ადამიანებში დიდ გაუგებრობასა და სრულ შოკს იწვევენ, გეგონათ იაპონელები უკვე ვეღარაფრით გაგაკვირვებდნენ? აი, აქ კი ნამდვილად ცდებით! გაირკვა, რომ ადგილობრივმა გოგონებმა სტანდარტული ქვედა საცვლები ზრდასრულთა საფენებზე უკვე დიდი ხნის წინ გაცვალეს და არა სამედიცინო მიზეზების გამო.როგორც ირკვევა, ახალგაზრდა და ჯანმრთელი გოგონები ასეთ მსხვერპლზე დროის დაზოგვის მიზნით მიდიან! ყველამ იცის, რომ იაპონიაში სამსახურის კულტია გამეფებული. ქვეყნის შრომისმოყვარე მაცხოვრებლებს საკუთარი თავი რაიმე საქმიანობის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. პრესტიჟული სამუშაოებისთვის იქ სასტიკი ბრძოლა მიდის. იაპონიში კონკურენციის დონე იმდენად მაღალია, რომ ბევრი ადამიანი პირად ცხოვრებაზეც კი უარს ამბობს და თავს საკუთარ პროფესიას ბოლომდე უძღვნის. "ამომავალი მზის" ქვეყანაში კარიერის აწყობა გოგონებს მამაკაცებთან შედარებით უფრო მეტად უჭირთ, ამიტომ მათ განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ თავიანთი ადგილების შესანარჩუნებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ კარიერულ კიბეზე ასვლაზე.დროის უკან დაბრუნება კი, თავადაც მოგეხსენებათ რომ შეუძლებელია. ამიტომ, იაპონელი ქალები ყოველ წუთს პატივს სცემენ და ოფისებს ფაქტიურად არასდროს ტოვებენ, მაშინაც კი, თუ მათ ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სურთ გასვლა...ასეთ პირობებში საფირფარეშოში წასვლა - ფუფუნებაა, აცხადებენ "ამომავალი მზის" ქვეყნის მცხოვრებლები. მათ უკვე დიდი ხანია აღმოაჩინეს ისეთი სასწაული გამოგონება, როგორიცაა ზრდასრულთათვის განკუთვნილი საფენები. ამ პრივილეგიებს ასევე მამაკაცებიც იყენებენ, თუმცა ბუნებრივი უხერხულობის გამო ბევრად უფრო ნაკლებად. გამომდინარე იქიდან, რომ აფთიაქებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ქალებისა და მამაკაცების საფენებს, გამორიხული არ არის ამ უკანასკნელის პოპულარობა მალე კიდევ უფრო გაიზარდოს.ტოკიოს უძრავი ქონების სააგენტოს თანამშრომელმა, 25 წლის კაორი ადაჩიმ აღიარა რომ ის ერთი წლის განმავლობაში საფენებს სამსახურში რეგულარულად ატარებდა და მას უკვე იმდენად მიეჩვია რომ მის გარეშე საკუთარი თავი ვეღარც კი წარმოუდგენია. კიდევ ერთმა გოგონამ აღიარა რომ ამ ჰიგიენურ ნივთს ის სამსახურის მიღმაც იყენებს, და როგორც აღმოჩნდა არა მხოლოდ ის... რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ბევრი იაპონელი ქალი საფენებს წვეულებებზეც კი ატარებს, რათა სრულად დასვენება შეძლოს და დრო საპირფარეშოში გასვლაზე არ დაკარგოს.2690 1-ს მოსწონს |