x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120582
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
რატომ ვკოცნით დახუჭული თვალებით? გამოდის, რომ ამას მეცნიერული ახსნა აქვს

image


სანამ ადამიანის გონება დნმ-ის გენომს შიფრავს და კოსმოსურ ხომალდებს ქმნის, ჩვენ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით საკუთარი თავის შესახებ. აი, მაგალითად, იცით რატომ ხუჭავენ ადამიანები თვალებს ისეთი სასიამოვნო და ბუნებრივი აქტის დროს როგორიცაა - კოცნა?


image


ბევრი ახსნა არსებობს ყოველდღიური ლოგიკის პოზიციიდან. უყურო "მეორე ნახევარს" რამდენიმე სანტიმეტრის მანძილიდან - საეჭვო სიამოვნებაა, რადგან ყველაზე იდეალიზებულ იმიჯშიც კი შესაძლოა ნაკლი იპოვოთ. ასე მაგალითად, ძალინ მარტივად აღმოაჩენთ თქვენი საყვარელი ადამიანის სახეზე პატარა მიკროსკოპულ ნაოჭს, რომელიც აქამდე არც კი შეგიმჩნევიათ, ან შესაძლოა კოსმეტიკური საშულებების უსწორმასწორო კვალსაც კი მოჰკრათ თვალი, ან შესაძლოა ღმერთმა არ ქნას და, კარგად დაკვირვების შემთხვევაში გაარკვიოთ რომ თქვენი გულთამყრობელი ცალ თვალს აელმებს.


image


ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა სანდრა მერფიმ და პოლი დალტონმა ექსპერიმენტი ჩაატარეს - კვლევის მონაწილეებს ეკრანზე სხვადასხვა სიმბოლოები აჩვენეს, რომლებსაც ნანახი ჟესტით უნდა დაედასტურებინათ. ამავე დროს, სავარძლებში მსხდომი მონაწილეების სამკლავურებს მცირე ვიბრაცია აღენიშნებოდა. ექსპერიმენტის შემდეგ მონაწილეები გამოიკითხნენ, რის შემდეგადაც გაირკვა რომ მაქსიმალური კონცენტრაციის დროს არცერთ მათგანს ვიბრაცია პრაქტიკულად არ უგვრძნია.


image


ამ დაკვირვებამ მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ხუთი გრძნობიდან ერთ-ერთზე ფოკუსირებისას ადამიანის ტვინი დანარჩენს შესამჩნევად ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ამიტომ, კოცნის დროს - რაც ტაქტილურ პროცესს წარმოადგენს წყვილი ტუჩებისა და ენის შეხების შეგრძნებებზე კონცენტრირდება, ხოლო პარალელურად თვალის თვალში გაყრა ფიზიკურ კონტაქტს ნაკლებად სასიამოვნოს ხდის. ასე რომ, თუ მეორე ნახევარი ამ პროცესში არ გიყურებთ - ნუ იფიქრებთ რომ მას არ მოსწონხართ, არამედ პირიქით, ძალიანაც ესიმპატიურებით.





0
492
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
492