x
image
არჩილ ვერულიძე
როგორ წარმოიშვა სპორტი?

image
სპორტი იყო, არის და იქნება. ამჟამად მოსახლეობის უმეტესობა, ვთქვათ, პრაქტიკულად „უძრავად“ მუშაობს ოფისებში კომპიუტერების წინ. რა თქმა უნდა არავინ იწყებს ვარჯიშს შესვენების დროს. სხეული არ მოძრაობს სარმარისად. ამიტომ სწრაფად ჩნდება თავის ტკივილი, დაღლილობა, ლეთარგია და სხვა დაავადებები.

მნიშვნელოვანია, ბავშვების სპორტულ აქტივოვებში ჩართვა, რადგან ეს ხელს უწყობს მთელი სხეულის განვითარებას, გამკვრივებას, მრავალი დაავადებისგან თავის დაღწევას. სპორტს უნდა მოჰქონდეს ადამიანისთვის სიხარული და სიამოვნება. ვფიქრობ, ბევრს უკვე დაავიწყდა სად არის მისი ფესვები და როგორ წარმოიშვა ის. ზოგს ჯერ კიდევ ახსოვს ძველი რომი ან საბერძნეთი. ზედმეტი არ იქნება, თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ.
image
უძველესი დროიდან ადამიანი ცდილობს იყოს ყველაზე ძლიერი, უფრო მოხერხებული და უფრო გამძლე. ჯერ კიდევ ქვის ხანაში, როგორც ამას ფაქტები და ისტორია მოწმობს, ხალხი ეჯიბრებოდა ერთმანეთს ხტომაში, სირბილში, დისკოს ტყორცნაში, შუბებებისა და ისრების სროლაში. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრები და ნახატები, რომლებიც დატანილია ქვებზე. ძველ დროში მრავალი ხალხისთვის სპორტული შეჯიბრებები კონკურენტულ ხასიათს ატარებდა. მაგრამ კონკრეტულად სად წარმოიშვა სპორტი, ძნელი სათქმელია. ვინაიდან დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ნახატები და სხვადასხვა ფრესკები იქნა ნაპოვნი. ვიღაცას სჯერა, რომ სპორტის დაბადება მოხდა მაშინ, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს გაერთიანება თემებში, სანადიროდ სიარული და ა.შ. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ სპორტი რელიგიასთან ერთად გაჩნდა. ამ თემაზე ერთაზროვანი დასკვნა მეცნიერებსაც კი არ გააჩნიათ. ძველ დროში ადამიანები აწყობდნენ სისხლიმღვრელ ომებს ტერიტორიების მოსაპოვებლად. უბრალო ხალხი ფიქრობდა, თუ როგორ აეცილებინა თავიდან ეს ყველაფერი. ამ საკითხის გადაწყვეტაში მათ ოლიმპიური თამაშები დაეხმარა. მათი ჩატარების პერიოდში ომები წყდებოდა. ისინი ჩინებულ იარაღად იქცნენ იმის საჩვენებლად, რომ არ ღირს ტყუილად სისხლის დაღვრა.
ასევე აღსანიშნავია გლადიატორთა ბრძოლების გაჩენა, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე იმართებოდა. შემდეგ კი ჩვეულებრივ გასართობად იქცა. გლადიატორთა ბრძოლები დიდ არენებზე იმართებოდა. ასეთი „სპექტაკლისთვის“ ხშირად იყენებდნენ ცხოველებსაც.
image
სპორტის განვითარებისთვის დიდი წინსვლა იყო ბურთის შექმნა. მან ბევრი რამ შეცვალა. დღეს ბევრი გუნდური თამაში სწორედ ბურთთან ასოცირდება. თავიდან უძველესი ხალხი მას კერპად თვლიდა და თაყვანს სცემდა, რადგან ის მზეს ჰგავდა. თანამედროვე დროში ბურთი ჩვენთვის ყველაზე გავრცელებული ნივთია სპორტული თამაშებისთვის.
image
ზოგიერთი სპორტის სახეობა საერთოდ გაქრა. სხვები კი, ასე ვთქვათ, „განვითარდნენ“ თანამედროვეობაში. მაგალითად, ძველ დროში პოპულარული იყო რბოლა ეტლებით. ეტლში 2 ან 4 ცხენს აბამდნენ და დიდი მოედანს, რომელიც ხალხით იყო სავსე, 12 წრეს არტყამდნენ. ვინც ამას პირველი მოახერხებდა გამარჯვებულადაც ის ითვლებოდა. ახლანდელ ანალოგს, მაგალითად, შეიძლება ეწოდოს ფორმულა 1-ის რბოლები, მაგრამ არა ცხენების საშულაებით, არამედ სპორტული ავტომანქანებით. ჩვენ საერთოდ ვეღარ ვხედავთ ბევრ უძველეს თამაშებს, მათ შორისაა თანამედროვეთა ანალოგებიც. მაგალითად: თამაშები სპილოებთან, ფრინველებთან და სხვა.

ვიმედოვნებ, რომ თქვენთვის საინტერესო იყო ეს პატარა სტატია.





5
44
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
44
  
2022, 23 მაისი, 13:33
სამწუხაროა, მაგრამ რეალობა სასტიკია.
2022, 23 მაისი, 13:12
სამწუხაროდ აზიურ ქვეყნებში იატაკქვეშა ორთაბრძოლები იმართება, ერთერთი მებრძოლის სიკვდილამდე მიყვანამდეც კი.
პრაქტიკულად რეალურ დროში მომუშვე სისხლიანი ტოტალიზატორებია.
2022, 23 მაისი, 13:01
უნდა გვიხაროდეს, რომ გლადიატორთა ბრძოლები არ ტარდება დღესდღეობით...
2022, 23 მაისი, 12:57
საინტერესო სტატიაა, სხვათაშორის 23 ანტიკური სპორტის სახეობაა დაკარგული ანუ მივიწყებული.
0 1 5