რელიგია იესო ქრისტე ცოლიანი იყო? 2012, 21 სექტემბერი, 17:00 იესო ქრისტე რომ ცოლიანი იყო, ჯერ კიდევ ფილიპეს სახარებაშია მოთხრობილი, რომელსაც საგულდაგულოდ უგუველყოფს და უარყოფს ქრისტიანული ტრადიციული საეკლესიო სამყარო, თუმცა ახლახან რელიგიის მკვლევარმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა კარენ კინგმა წარმოადგინა უძველესი მანუსკრიპტი რომის კონფერენციაზე, რომელიც დათარიღებული მეოთხე საუკუნით ჩვ. წ. აღრიცხვით.იქ წერია:"იესომ თქვა-ეს ჩემი ცოლია'', კინგის აზრით საუბარია ალბათ მარია მაგდალინაზე.ზოგიერთებმა დოკუმენტი სკეპტიკურად მიიღეს-"პაპირუსის ქაღალდზე რაღაც ნაწყვეტი სულაც არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებად გამოვიყენოთ, შეიძლება ის საერთოდ კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი"-განაცხადა პროფესორმა, ბაფტისტების პასტორმა ჯიმ ვესტიმ.ფილოლოგი და უძველესი ენების სპეციალისტი ვოლფ-პეტერ ფუნკიც დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს-"ათასობით პაპირუსია, სადაც შეიძლება ამოვიკითხოთ უცნაური, წარმოუდგენელი ამბები". დოკუმენტის სინამდვილე ექსპერტებმა დაადასტურეს, თუმცა გასაკეთებელია კიდევ მელნის ქიმიური ანალიზი. 1688 6-ს მოსწონს 7-ს არა
|