x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"..... მსგავსი ტიპის სისულელეებისგან თავი შეიკავეთ... ამას წესით მღვდლები უნდა აკეთებდნენ" - რა ინიციატივით გამოდის დომენიკ მანგო

image


სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო ახალი ინიციატივით გამოდის, რაც ბიბლიის განხილვის საღამოების მოწყობას გულისხმობს. ცნობილი ბლოგერი საკუთარ ფეისბუქფრენდებს მიმართავს რომ სურვილის შემთხვევაში კომენტარებში დაპლიუსდნენ, რის შემდეგაც ის მათ თავადვე დაუკავშირდება:


"მეგობრებო, ალბათ გახსოვთ. ჯერ კიდევ უკრაინიდან დავწერე პოსტი, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვიდოდი, ვაპირებდი ბიბლიის განხილვის საღამოების მოწყობას. ამ საღამოებზე წავიკითხავთ და გავაშინაარსებთ ბიბლიას, გავაანალიზებთ მეტაფორებს. ახლა უკვე საქართველოში ვარ და ვუბრუნდები ამ იდეას. ვისაც სურვილი გაქვთ მოხვიდეთ შეხვედრაზე, დაპლიუსდით კომენტარებში, რომ წარმოდგენა მქონდეს თქვენს შესახებ. შემდეგ უკვე მე თვითონ მოგწერთ და მოგიწვევთ.????


P.S კომენტარებში "იიი სექტა ხართ", "იიი იაღოველები" და მსგავსი ტიპის სისულელეების დაწერისგან თავი შეიკავეთ. ბიბლიის განხილვა არც სექტობაა და არც იაღოველობა! ამას წესით მღვდლები უნდა აკეთებდნენ ეკლესიებში.


ისევ P.S შეხვედრაზე შეგიძლიათ თან იქონიოთ თქვენი ბიბლიაც." - წერს სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში.





0
167
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
167