შოუბიზნესი როგორ აღზარდეს კიმ კარდაშიანმა და კაილი ჯენერის დედამ ექვსი შვილი და ააშენეს საოჯახო ბიზნესის იმპერია ნულიდან 2022, 22 მაისი, 18:44 კრის ჯენერი გამყიდველიდან და ბორტგამცილებელიდან საკუთარი რეალითი შოუს ვარსკვლავად და მსოფლიოში მედიის ერთ-ერთ განხილულ ადამიანად გადაიქცა. მან არა მხოლოდ მიაღწია დიდებას, არამედ მოახერხა დედობის მონეტიზაცია, რითიც მის 5 ქალიშვილს - კორტნის, კიმს, ხლოეს, კენდალს, კაილის - და ვაჟიშვილ რობერტს, ცხოვრების დასაწყისი შესანიშნავი შანსი მისცა.
კრისის ახალგაზრდობა *** კრის ჯენერის ქალიშვილობაში ერქვა კრისტენ მერი ჰაუტონი. მისი მამა მუშაობდა ინჟინრად, დედა კი საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელი იყო. მოზარდობისას კრისტენი ყიდდა დონატს, შემდეგ დედის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა და ბოლოს "American Airlines"-ში ბორტგამცილებლად. მისი თქმით, უკვე მაშინ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ დაქორწინება და 6 შვილის გაჩენა სურდა. ფოტოზე მარჯვნივ - კრისი, მარცხნივ - დედამისი მერი ჯო *** ამავე პერიოდში, კრისტენმა სთხოვა თავის ფოტოგრაფ მეგობარს, მოეწყო მისთვის რამდენიმე ფოტოსესია. სავარაუდოდ, მან სამოდელო ბიზნესი თავისი კარიერის ერთ-ერთ პლატფორმად აირჩია. მაგრამ ფოტოგრაფს არ თვლიდა, რომ კრისტენს პოდიუმზე გასასვლელად საჭირო ფიზიოლოგიური მონაცემები ჰქონდა. „კრისი ვერ გახდებოდა ნამდვილი მოდელი, რადგან მაღალი იყო (167 სმ), და მოდელის გარეგნობა არ ჰქონდა“. ამასთან, ფოტოგრაფი დასძენდა, რომ კრისტენი თავის დროზე საკმაოდ მიმზიდველი იყო, ყოველთვის მოწესრიგებულად ჩაცმული, ძალიან მეგობრული და ენერგიით სავსე. პირველი ქორწინება *** კრისის პირველი ქმარი, წარმატებული ადვოკატი სომხური ფესვებით რობერტ კარდაშიანი, მასზე 11 წლით უფროსი იყო. ისინი 1978 წელს დაქორწინდნენ და თაფლობის თვისთვის პარიზში გაემგზავრნენ. ორმხრივი ფრენების გადასახდელად ახალდაქორწინებულებმა ყოფილი სტიუარდესის მიერ დაგროვილი "American Airlines"-ის დანაზოგი გამოიყენეს: მიუხედავად ქმრის სიმდიდრისა, კრისი ყოველთვის პრაქტიკული იყო. დაბრუნების შემდეგ იგი სასახლეში დიასახლისი გახდა და რობერტთან 4 შვილი შეეძინა - კორტნი, კიმი, ქლოე და რობი. 1991 წელს ისინი განქორწინდნენ. ფოტოზე მარცხნივ - კრისი და ხლოი, მარჯვნივ - რობერტ კარდაშიანი და კორტნი. *** რობერტ კარდაშიანი ცნობილი ბეისბოლისტის ო.ჯეი სიმფსონის მეგობარი და ადვოკატი იყო. მისმა საქმემ საფუძველი ჩაუყარა სერიალს "The People v. O.J. Simpson: American Crime Story". კრისის როლი შეასრულა მსახიობმა სელმა ბლერმა. ბავშვობიდან კრისი თავის ქალიშვილებსა და შვილს ასწავლიდა ადრე ადგომას. „დილის 7 საათზე რომ არ ავმდგარიყავით და საწოლები არ გაგვეწორებინა, მაშინ დედაჩემი მთელ ხმაზე ყვირილს ატეხავდა და ყველას გააღვიძებდა. კვირაობით ყველა ჩემს მეგობარს 10 საათამდე ეძინა და ის ასე ამბობდა: „რომლამდე? თქვენ გულისხმობთ, რომ ისინი დგებიან დილის 7 საათის შემდეგ? ”ის მკაცრი იყო ჩვენთან, ” - იხსენებს კიმი. „ჩემი თითოეული გოგონა გამთენიისას დგება და ძალიან ბევრს მუშაობს. დაცემამდე მთელი დღე მუშაობენ“, - ამაყად აცხადებდა დედა. კრისმა ბავშვებს ასწავლა, რომ ყოველ წუთს გაფრთხილება უნდა და ამან ჩაუყარა საფუძველი მათ მომავალს. მარცხნიდან მარჯვნივ: კორტნი, რობერტი, კიმ, ხლოე. * მეორე ქორწინება *** რობერტთან განქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ კრისი დაქორწინდა ყოფილ ოლიმპიურ სპორტსმენ ბრიუს ჯენერზე. მათი ქორწინება 20 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. მა ერთად შეეძინათ კენდალი და კაილი ჯენერები. კრისმა მაშინვე დაიწყო ბრიუსის კარიერაზე ზრუნვა და გახდა მისი არაოფიციალური მენეჯერი. ”როდესაც დავიწყეთ, მე მქონდა მხოლოდ აგურის ზომის მობილური ტელეფონი, საბეჭდი მანქანა და სავიზიტო ბარათის ორგანიზატორი.” კრისს უყვარს იმის თქმა, რომ თავიდან პრაქტიკულად არ ჰქონდათ ფული: „მე უნდა მეპოვა გზა, რომ გადამეხადა იპოთეკა, გადამეხადა მანქანა. თავიდან ძალიან მეშინოდა, რადგან მივხვდი, რომ პასუხისმგებელი ვიყავი ბავშვებზე. რა თქმა უნდა, მათ ჰყავდათ მამა, რობერტი, მაგრამ უმეტესად ისინი ჩემთან ცხოვრობდნენ და მე უნდა გამერკვია ყველაფერი. ბრიუს ჯენერი და კრისი. *** ყოველწლიურად, ტრადიციის მიხედვით, კრისი ბავშვებთან ერთად სამომავლო გეგმებს განიხილავდა: „რა არის წლის მიზანი? რაზე ოცნებობ? ქალიშვილებსა და ვაჟიშვილს უსვამდა რა სხვადასხვა კითხვებს, კრისი ცდილობდა გაერკვია, რა მიზნები იყო რეალისტური და რისი გაკეთება შეეძლო შვილებთვისის მათ მიღწევაში. მარცხნიდან მარჯვნივ: კიმი, კაილი, რობერტი, კრისი, კორტნი, კენდალი, ხლოე. *** დიდი ოჯახის შესახებ რეალითი შოუს შექმნის იდეა 2006 წელს გაჩნდა. ის ის იყო დასრულდა პერის ჰილტონის ჰიტად ქცეული შოუ, "მარტივი ცხოვრება", და სწორედ ამ დროს ცარიელი ნიშა გამოუყვეს კარდაშიანების ოჯახს ტელევიზიაში. დრამატურგია კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრების გარშემო იყო ორიენტირებული, აქცენტი კეთდებოდა დებზე კორტნიზე, კიმზე და ხლოეზე. შოუს დიდი წარმატება ხვდა წილად. 20 სეზონის გაშვების შემდეგ, ის დაიხურა 2021 წლის ზაფხულში, მაგრამ მოჰყვა მრავალჯერ გამეორება და გაგრძელება. ბავშვები: კიმ კარდაშьიანი *** კიმ კარდაშიანი კრის ჯენერის ყველა შვილს შორის ყველაზე ცნობადი და სალაპარაკოა. მან 2000-იან წლებში, რეალითი შოუს დაწყებამდეც კი, კარდაშიანების ოჯახზე ყურადღება მიიპყრო, ძირითადად, კიმის პერის ჰილტონთან მეგობრობის გამო. მაშინ იგი მუშაობდა პერის ჰილტონის პირად ასისტენტად, და მასთან ერთად დადიოდა საყიდლებზე. კიმი ასევე მუშაობდა პერსონალურ სტილისტად ისეთ ამომავალ "ვარსკვლავთან" როგორიცაა ლინდსი ლოჰანი და სხვა ცნობილი ადამიანები ... მაგრამ მიუხედავად მისი საჯარო იმიჯისა, 2010-იანი წლების კიმი იშვიათად ასოცირდებოდა სიტყვა "სტილთან": მას ეცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მომხიბლავი მინი კაბები. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, როდესაც კიმმა რეპერი კანიე უესტი გაიცნო. ის არ უარყოფს, რომ ქმარმა (უკვე ყოფილმა) მის სტილზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კიმი კვლავ გამომწვევად იცმევდა, მაგრამ მაგრამ მისი სტილი ლაკონური იყო, გარდერობში კი "დამჯდარი" ფერები ჭარბობდა. დაახლოებით ამ დროს, კიმ კარდაშიანმა გამოუშვა "თავისი ყველაზე გაყიდვადი თეთრეულის ბრენდი "Skims". თუმცა, სწორედ "Met Gala" 2021-ზე, კანიესთან განქორწინების შემდეგ, კიმმა მართლაც აალაპარაკა ინტერნეტი. ის ღონისძიებაზე გამოჩნდა შავი ვიწრო კომბინეზონით, სადაც სახე დაფარული ჰქონდა, მაგრამ არც ერთს არ ეპარებოდა ეჭვი, ვინ იყო ეს სტუმარი: კიმი მხოლოდ სილუეტით იცნეს. ბავშვები: კენდალ ჯენერი *** კენდალი კრის და ბრიუს ჯენერების უფროსი შვილია. კრისმა ბიძგი მისცა კენდალის სამოდელო კარიერას, რომელიც ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია; გარამავალ ასაკში ის ძალიან მორცხვობდა ბრეკეტების და აკნეს გამო. კრისმა როდესაც გაიგო, რომ მისი ქალიშვილი პოდიუმზე ოცნებობდა, ის შეეხმიანა მოდის ფოტოგრაფს და დაარწმუნა გადაეხედა კენდალისათვის . ქალიშვილს კი უთხრა, ასულიყო ზემოთ, ჩაეცვა ყველაზე ლამაზი საღამოს კაბა და გაეკეთებინა თმა. ამ დროს „კარზე ზარმა დარეკა და კენდალი კიბეებზე დაეშვა. მას ეცვა ვიწრო ჯინსი ზემოდან შემოკლებული ტოპით, თმა ჩამოშლიდა და მაღალი ქუსლებით." ჩემი პირველი აზრი იყო: „ეს ხომ არ არის საღამოს კაბა!“ მაგრამ მან ზუსტად იცოდა, როგორ სურდა საკუთარი თავის წარდგენა“. ბავშვები: კაილი ჯენერი *** კრის ჯენერის უმცროს ქალიშვილს, კაილისაც არ სურდა ცნობილი დების მიღმა დარჩენილიყო. როდესაც კაილი კოსმეტიკური კომპანიის შექმნაზე დაფიქრდა, კრისმა დაურეკა იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო და რომელთა კონტაქტები, მისი თქმით, უბრალოდ ინტერნეტში იპოვა. ასე დაიბადა "Kylie Cosmetics", რომელიც 18 თვის შემდეგ დიდ ბიზნესად იქცა. კრისი და მისი უმცროსი ქალიშვილი კაილი. *** კარდაშიანის გვარი ბევრისთვის პლასტიკურ ქირურგიასთან ასოცირდება და ამ ოჯახის წარმომადგენლები ძალიან მორიდებით აღნიშნავენ, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული ქირურგიული ჩარევები. მაგალითად, კრისმა რეალითი შოუს ერთ-ერთ სეზონზე სახის ლიფტინგი გააკეთა, ხლოიმ ღიად განაცხადა მკერდის იმპლანტანტებზე უარის თქმის შესახებ, ხოლო კაილის გაბერილი ტუჩები ფილერების დამსახურებაა. ერთხელ კაილიმ განაცხადა კიდეც, რომ გადაწყვიტა დაუბრუნდეს ბუნებრივ იერს და ტუჩები „მოიშორა“, მაგრამ მალე ისევ გაადიდა. კრის ჯენერი ახლა *** როდესაც კრის ჯენერს ეკითხებიან, თვლის თუ არა თავს მოდურად, ის ამბობს არა. და დასძენს: ”მაგრამ მე მჯერა, რომ რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, ქალი შეიძლება საოცრად გამოიყურებოდეს. ასაკთან ერთად ორგანიზმი იცვლება და ზოგჯერ ქალები ნებდებიან. 90-იანი წლების დასაწყისში კრისს 1 ქორწინებაში 4 შვილი ჰყავდა. ახლა ის 66 წლისაა, მან გაზარდა 6 შვილი და ახლა იღებს მონაწილეობას დიდი რაოდენობით შვილიშვილების აღზრდაში, პარალელურად მართავს საოჯახო ბიზნეს იმპერიას. და ძნელად თუ ვინმეს შეუძლია დაადანაშაულოს ის, რომ საკუთარ თავზე არ ზრუნავს. თავის ჩვეულ დღეზე საუბრისას კრის ჯენერი ამბობს, რომ ის დილით ადრე იწყება: „ყავის დალევის შემდეგ სპორტდარბაზში დავდივარ. ამის შემდეგ ვიწყებ მუშაობას იმ წუთში, როცა მანქანაში ჩავჯდები და სახლში მივდივარ. ვამოწმებ ყველას განრიგს, რომ ვნახო, სად არის ყველა. მუშაობას საღამოს 5 ან 6 საათზე ვამთავრებ“. კრისი დასძენს, რომ დედა, მერი ჯო, მისთვის დიდი შთაგონების წყაროა: „ის ყოველდღე დგება და ყველაზე მომხიბვლელ სამოსს იცვამს“. მერი ჯო კიმთან და კრისთან ერთად 80 წელს გადაცილებული იყო, როდესაც კოსმეტიკური პროდუქტების მოდელირებაზე რგოლში მიიღო მონაწილეობა; ხოლო კაილი ჯენერი კი ტატუს ატარებს მკლავზე ბებიის სახელით. შვილების ბიზნესის მართვისას კრისი იღებს 10%-იან საკომისიოს მათი ბიზნესის შემოსავალზე. სიაში შედის კიმის მაკორექტირებელი თეთრეულის კომპანია "Skims", კაილის ჯენერის "Kylie Cosmetics", ხლოეს "Good American" ტანსაცმლის ხაზები, Kourtney's Poosh კორტნის ბრენდი და Kendall's 818 ბრენდი. მისი ასეთი დატვირთული გრაფიკით, გასაკვირი არ არის, რომ მასზე ამბობენ: „ეშმაკი ბევრს მუშაობს, მაგრამ კრის ჯენერი კიდევ უფრო შრომობს“. 47 შეფასება არ არის
|