სხვა
სექსი კოსმოსში - შესაძლებლობები და სირთულეები
2022, 21 მაისი, 21:08
ოდესმე დაფიქრებულხართ იმის შესახებ შესაძლებელია თუ არა გალაქტიკათშორის სივრცეში სიყვარულით დაკავება? ეროტიკული სცენები სამეცნიერო - ფანტასტიკური ჟანრის ფილმებიდან მართალია შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა რეალობა ასეთი სცენარისგან საკმაოდ შორს არის. მეცნიერები ამბობენ, რომ ასტრონავტებს, რომლებსაც ნულოვანი სიმძიმის პირობებში გრძნობები მოეძალებათ, სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან.
თუ ასტრონავტები გადაწყვეტენ რომ კოსმოსში ვნებებს მიეცნენ, მათ ამისთვის დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ. ლიბიდოს დაქვეითება, პრობლემები ერექციასთან და უწონადობის დაძლევა - ეს მხოლოდ ის რამდენიმე დაბრკოლებაა, რომელიც ვნებამორეულ კოსმონავტებს ატმოსფეროს მიღმა ელით. კოსმოსურ ხომალდებზე მკაცრი სამუშაო გრაფიკი სუფევს, ამიტომ სექსისთვის თავისუფალი დროის პოვნა არც ისეთი ადვილია. გარდა ამისა, ასტრონავტებს საკუთარი სხეულის სრულიად განსხვავებულად მართვა მოუწევთ.
იმისათვის, რომ ისწავლოთ როგორ დაკავდეთ კოსმოსში სიყვარულით, ამისთვის ჯერ კარგად ნიუტონის ფიზიკა უნდა შეისწავლოთ. საქმე მიკროგრავიტაციაშია: თუ პარტნიორს შეეჯახებით, ორივე თქვენგანი მყისიერად სხვადასხვა მიმართულებით გაფრინდებით. ამ შემთხვევაში კი როგორც თავადაც ხვდებით მოძრაობის კოორდინაცია რთულდება. სწორი პოზების შერჩევა კი - არც იმდენად იოლია. გარდა ამისა, ეკიპაჟი ძალიან რთულ პირობებში იმყოფება, სწორედ ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა მსგავსს გარემოში ვინმემ მოდუნება შეძლოს, როდესაც იცის რომ გვერდით კოლეგები მუშაობენ.
ცოტა ხნის წინ, ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ასტრონავტების სხეულში გასაოცარი ცვლილებები ხდება. ზემოქმედებას განიცდიან როგორც სისხლძარღვები, ასევე კუნთებიც, ზომაში მცირდება - გულიც. სწორედ ამის გამო შესაძლოა ასტრონავტებს ერექციის პრობლემები შეექმნათ. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კოსმოსის აქტიური დაპყრობა გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები უწონადობის პირობებთან ადაპტირებას ისწავლიან. ამრიგად, სექსი გალაქტიკათშორის სივრცეში შესაძლოა სრულიად რეალურიც კი გახდეს.