ვარსკვლავები ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური კაბები, რომლებიც არ გინახავთ 2022, 21 მაისი, 2:43 წითელ ხალიჩზე გამოჩენა - ნებისმიერი ცნობადი სახისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენაა. თითოეული მათგანი ცდილობს მიიქციოს საზოგადოების ყურადღება, ნებისმიერი გზით. მათი უმეტესობა კი ირჩევს ისეთ კოსტუმს, რომელსაც დიდი ფურორის მოხდენა შუძლია თავისი გულწრფელობითა და ზედმეტი თავისუფლებით.
შორეულ 1998 წელს, როუზ მაკგოუნმა გადაწყვიტა გამოეჩინა თავისი ფიგურა "შიშველ" ჯაჭვიან კაბაში. MTV 2017 წლის ცერემონიაზე, ლედი გაგა საზოგადოების წინაშე "ყასაბის" სამოსში წარსდგა: ხორცის სტეიკის მოკლე კაბაში, პატარა ქუდსა და პლატფორმის მქონე ფეხსაცმელში. როუზ მაკგოუნის მაგალითს მიბაძა ემბერ როუზმა, 2014 წელს. 2016 წელს, მეტ გალაზე მადონა გამოჩნდა მაქმანიან კაბაში, გამჭვირვალე ნაჭრებით მკერდსა და უკანალზე. 2014 წლის ერთ-ერთ წითელ ხალიჩაზე, რიანა გამოვიდა გამჭვირვალე ბადისებრი კაბით, რომელიც კრისტალებით იყო მორთული. 2015 წელს რიანას ესტაფეტა სიშიშვლისა და სიბრჭყვიალი სხვა მოყვარულმა - ბიონსემ აიღო. 2000 წელს, "გრემის" პრემიერაზე, ჯენიფერ ლოპეზმა თაყვანისმცემლები გააკვირვა ღმრა დეკოლტით. ჯენიფერ ლოპეზს არც მოდელი, ემილი რატაკოვსკი ჩამორჩა, გამოაჩინა რა თავისი "სიმდიდრეები" შავ კაბაში საკმაოდ ღრმა დეკოლტით. მაილი საირუსმა საზოგადოება გააკვირვა ერთდროულად ორი კოსტიუმით: ვერცხლისფერი მინი ტოპის ნაცვლად აჭიმით და გამჭირვალე კაბა ბურთებით ყველაზე ინტიმურ ადგილას. კიმ კარდაშიანის არსენალში მრავალ ეპატაჟურ კოსტუმებს ვხვდებით, რომელიც სრულად ასახავს კიმის "სიმდიდრეებს". თუმცა, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მათი არჩევანი ჩვენთვის, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მათი, როგორც ვარსკვლავების, მისია ზუსტად საზოგადოების განცვიფრებაში გამოიხატება. 1414 შეფასება არ არის
|