x
image
თაზუ
დიდებული ქალაქები, რომელთა ცნობა 10 წლის შემდეგ გაგიჭირდებათ
image


90 წლის წინ დასრულდა ემპაირ სტეიტ ბილდინგის მშენებლობა. კოლოსალური ცათამბრჯენი გახდა სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიცვლება მომავალში უმეტესს ქალაქთა სახე. საზოგადოების უმეტესობა განცვრიფებული იყო არსებული ცვლილებებით, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. უახლოეს მომავალში მსხვილი მეგაპოლისები გადაიქცევიან ფუტურისტულ ჰიპერ-ქალაქებად. იმედის მომცემი ენერგეტიკა, ჭკვიანი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი - დიდებული მეეგაპოლისების შესწავლა, ძალიან მალე, რთული გახდება.


დეტროიტი


image

დეტროიტის რეპუტაცია, რეგიონის ავტოინსდუსტრიის კრახის შემდეგ, შესამჩნევად დაეცა. რამდენიმე წლის განმავლობაში აყვავებული ბიზნეს მეგაპოლისი - უბედურებისა და საფრთხის შემცველ სიმბოლოდ გადაიქცა. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია დეტროიდის ტრიუმფალური დაბრუნება მსოფლიო არენაზე: ახალი კონცეფცია "დეტროიტ 2.0" ითვალისწინებს ყველა საქალაქო სტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. პროექტი უკვე პროცესშია, მასზე გამოიყო 5.5 მილიარდი დოლარი.

ნიუ-იორკი

image

დედამიწის ყველაზე საუკეთესო ქალაქი მუდმივად ცვლილების პროცესშია. სავსებით მოსალოდნელია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ადგლობრივებიც კი ვერ შეძლებენ მის ცნობას: ნიუ-იორკის ჰორიზონტი მთლიანად მოდერნიზებული და განახლებული იქნება. ახალი ბაღები, უნივერსიტეტები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ახალი ცათამბრჯენები და ახალი პერსპექტივები - ნიუ-იორკი თითქოს მომავალი მეგაპოლისის ნამდვილ ეტალონად აპირებს გახდომას.


შანხაი


image


თუმცაღა ნიუ-ორკმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა დასწეოდა შანხაის დონეს. ეს ქალაქი აღარ იწევს მომავლისკენ, ვინაიდან თავად წარმოადგენს მომავალს. უახლესი ტექნოლოგიური განვითარებები, ხელოვნური ინტელექტის ჩანერგვა და კოლოსარული რესურსი: შანხაის ქუჩები ნამდვილ კიბერპანკს ჰგავს.


დუბაი


image


უახლოეს მომავალში დუბაი უფრო მეტად განვითარებულ ქალაქად იქცევა. იგი ამის გარეშეც გამოიყურება ნამდვილ საოცრებად, ამის მიუხედავად, იგი არ წყვეტს გაუმჯობესების პროცესს. დღის წესრიგში დგას კოლოსალური გეგმები ქალაქის წინსვლისთვის, რომლის რეალიზაცია დუბაის უფრო მეტ სტიმულს მისცემს განვითარებისაკენ სწრაფვისთვის.


ლოს-ანჯელესი


image


ლოს-ანჯელესი, დღესდღეობითაც, ყველაზე მდიდარ და ყველაზე განვითარებულ ქალაქად ითვლება ამერიკაში. ეს ტენდენცია კი მომავალშიც გაგრძელდება. უახლოეს წლებში, ქალაქი ქუჩები ე.წ. "smart-city"-ის კომპლექტს შეიძენს: ესაა სენსორების სრული სია, რომელიც მოაგროვებს მონაცემებს ჰაერის შემადგენლობაზე, ტრაფიკსა თუ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე. ეტაპობრივად შეიცვლება ანგელოზთა ქალაქის სახეც, მიუახლოვდება რა, სტაბილურად, ფუტურისტულ სურათს.


ნაირობი


image


ნაირობი - აფრიკული კონტინენტის ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების ცენტრია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს ქალაქი სხვა რეალობაში არსებობს. მეგაპოლისის ცენტრში, ადამიანები უბრალოდ ივიწყებენ ველურ ბუნებასა და კონტინენტის არასტაბილურ, პოლიტიკურ ვითარებას, რაც, დამეთანხმებით, სამოთხის ტოლფასია.






0
146
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0