x
მეტი
  • 24.08.2024
  • სტატია:136691
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510918
ჰიპების ახალი თაობა

image დღეს, საქართველოში ყველაზე აქტუალური თემა, ტელევიზიით გავრცელებული ამაზრზენი კადრებია, რომელზეც პატიმრებისადმი არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებია აღბეჭდილი. მე როგორც რიგითი მოქალაქე, და თსუ-ს სტუდენტი ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ვალია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, მე მსურს სხვა რამეზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მე, როგორც სტუდენტს მეამაყება, რომ სტუდენტები მართავენ საპროტესტო აქციებს და ვხედავ რომ ხალხი მომავალს უკვე იმედის თვალით უყურებს, რადგან ჩვენ მოვახერხეთ ის რაც პოლიტიკოსებს ძალიან უჭირდათ. დავირაზმეთ ერთ მუშტად, რამაც შედეგი უკვე გამოიღო. მაგრამ...

მაგრამ მე არასდროს მავიწყდება 90-ანი წლები, როცა მთელი საქართველო ორ დიდ ბანაკად იყო გაყოფილი (მე ეს მხოლოდ ტელევიზიით მაქვს ნანახი, რადგან მაშინ 2-3 წლის ვიყავი) ნუ დავივიწყებთ თბილისის ომს, სადაც ქართველი ქართველს არ ინდობდა, ნუ დავივიწყებთ, რომ არავის არ აქვს უფლება მეორე ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისა, ნუ გადავიქცევით ცხოველებად და ნუ დავუპირისპირდებით ერთმანეთს. უკვე აშკარაა სტუდენტთა გახლეჩვა და ორ ბანაკად გაყოფა, რაც საშიში სიგნალია. მე ყოველთვის ჰიპების იდეოლოგია მიმაჩნდა მისაბაძად, მათაც სწორედ ჩვენ ასაკში გამოთქვეს პროტესტი არსებული სისტემის წინააღმდეგ. მათი მოწოდებები: თანასწორობა, თავისუფლება, უარის თქმა ძალადობაზე, პაციფიზმი და ერთმანეთის სიყვარული, სულაც არ მგონია უტოპიური. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ უნდა მივცეთ პოლიტიკოსებს უფლება, ჩვენი პროტესტი გამოიყენონ პოლიტიკური ქულების დასაწერად. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, მაგრამ არც ზღვარი უნდა დაგვავიწყდეს და ჩვენი მოთხოვნები არ უნდა დაემსგავსოს შურისძიებას კონკრეტულ პირებზე, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ არაფრით უკეთესები არ გამოვდივართ, ვიდრე არსებული ხელისუფლებაა. და ბოლოს, შეუძლებელია, ძალადობის, ძალადობითვე დამარცხება.

3
66
2-ს მოსწონს
ავტორი:ზიგმუნდ
ზიგმუნდ
66
  
2012, 23 დეკემბერი, 22:24
შეგიძლია შენი საკონტაქტო ინფორმაცია მომცე? სახეწიგნი, სკაიპი რა ვიცი...
2012, 21 სექტემბერი, 15:49
მადლობა :)
2012, 21 სექტემბერი, 15:43
good luck
0 1 3