მუსიკა "სამშობლო პრეზიდენტის ტრ**ი არ არის, რომელიც უნდა კოცნო..." - რუსი მომღერალი იური შევჩუკი დააჯარიმეს (ვიდეო) 2022, 19 მაისი, 16:37 ლეგენდარული ჯგუფის ДДТ-ს სოლისტი იური შევჩუკი მოგზაურობს რუსეთში კონცერტებით და პუტინის პოლიტიკის პროტესტის გამო ადმინისტრაციულ ჯარიმებს იკიდებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ქალაქ უფაში 18 მაისს არის გადაღებული. სადაც იური შევჩუკი ამბობს: "სამშობლო მეგობრებო, ეს პრეზიდენტის ტრ..ი არ არის, რომელიც უნდა წმინდო და კოცნო, არამედ სამშობლო უპოვარი ბებოა სადგურზე, რომელიც კარტოფილს ყიდის. ეს არის სამშობლო, ”- თქვა მუსიკოსმა. ამ ვიდეო ნახვა შესაძლებელია Telegram-სა და Twitter-ზე . «Родина, друзья, это не жопа президента, которую нужно всё время мусолить, целовать» მის სიტყვებს მაყურებელი ოვაციებით შეხვდა. გარდა ამისა, ДДТ-ს ლიდერმა დასძინა, რომ "ჩეჩნეთის შემდეგ" მან დაწერა პირველი სიმღერა - "სიყვარული", რომელმაც "გადაარჩინა". "კონცერტის დასრულებისთანავე მუსიკოსთან სამართალდამცავები მივიდნენ, - დაწერა პროდიუსერმა რადმირ უსაევმა სოციალურ ქსელში. ”უსაფრთხოების ძალებმა შეაღწიეს კულისებში და იური შევჩუკის იზოლირება მოახდინეს, ჯგუფის დირექტორსაც კი არ უშვებდნენ (გასახდელის შესასვლელთან სპეცრაზმის ფორმაში გამოწყობილი ორი თანამშრომლის უსაფრთხოების ბარიერი გაბათავსა) და ერთი საათის განმავლობაში ესუბრებოდნენ კონცერტზე მომხდარ ფაქტზე და შევჩუკის განცხადებებზე“, - წერს უსაევი. ჯერჯერობით შეჩუკის წინააღმდეგ მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა გამოწერეს .სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.3 მუხლის პირველი ნაწილით. რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 50 ათასი რუბლის ოდენობით ფიზიკური და 500 ათასი იურიდიული პირებისთვის. უცნობია დააჯარიმებენ თუ არა კონცერტის ორგანიზატორებს. ეს პირველი შემთხვევა არა რის, მაგალითად ტიუმენში კონცერტის დროს იური შევჩუკს არ მოეწონა, რომ დარბაზში რუსების ომის სიმბოლო ასო Z- ეწერა და მისი ჩამოხსნა მოითხოვა. ჯგუფი ДДТ ( სახელწოდება მომდინარეობს ნივთიერებისგან, რომლითაც წამლავდნენ პარაზიტ მწერებს).ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ მოვლენად ითვლება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჯგუფს ჩაწერილი აქვს 19 სტუდიური ალბომი, საიდანაც 4 ყველა დროის რუსულ ტოპ 100-ეულ ალბომში შედის. ჩატარებული აქვთ 400-ზე მეტი კონცერტი რუსეთის . ევროპისა და აშშ-ის დიდ სცენებზე. ჯგუფი რამდენჯერმე იყო თბილისში ჩამოსული, თბილისი Open Air 2012-ზე ჰედლაინერი იყო რა დროსაც კონცერტს უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი დაესწრო. 223 4-ს მოსწონს
|