x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"შოკში ვარ... ბევრი საშინელება ვიცოდი, მაგრამ მეც თავზარი დამცა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსეთის მიერ საქართველოში უახლოეს წარსულში ჩადენილ იმ წარმოუდგენელ სისასტიკეზე საუბრობს, რომელიც მანაც კი როგორც პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმირებულმა ადამიანმაც კი არ იცოდა. "ტაბულას" დამფუძნებლის თქმით, რამდენიმე ხნის წინ მას ერთ - ერთი უკრაინული არხი დაუკავშირდა და იმ კადრების მიწოდება სთხოვა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესია და დესტრუქციული ქმედებებია ასახული:


"5-6 კვირის წინ შეგვეხმიანა უკრაინული არხი და გვთხოვა დავხმარებოდით მასალით რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე საქართველოში (ბუჩას კონტექსტში სჭირდებოდათ, რომ რუსეთის ხელწერა არ იცვლება).


დავიწყეთ მოძიება - ზედაპირულად ბევრი რამ ვიცოდით მაგრამ მოგროვება, გადამოწმება და მოწესრიგება ხომ უნდოდა.


მას მერე ვარ შოკში.


მე ვარ პოლიტიკით დაინტერესებული და პოლიტიკურ მოვლენებზე უკიდურესად ინფორმირებული ადამიანი - ბევრი საშინელება ვიცოდი, მაგრამ რაც მოვაგროვეთ იმან, მეც თავზარი დამცა.


მერე გამახსენდა როგორ მივიღეთ ჩვენ, პურის რიგებში დგომისგან გაბოროტებულებმა ეს ნატანჯი ხალხი და ისე შემრცხვა - უკეთეს შემთხვევაში გულგრილობა, ან სულაც შეურაცხყოფა და სტიგმატიზაცია.


ჩვენ ეს სირცხვილიც უნდა ჩამოვირეცხოთ."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.




0
1211
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1211