სხვა პლანეტის 11 უცნაური და საშინელი არსება 2022, 19 მაისი, 9:49 სამყარო მშვენიერია, მაგრამ რა ვიცით მის შესახებ? ჩვენ მოგვწონს საყვარელი და უსაფრთხო არსებები, ხოლო ყველაფერი რაც გვაშინებს – გვძულს. უმრავლესობას გვეშინია ობობების და გველების, სხვადასხვა ხვლიკების და ჩიტებისაც კი. მაგრამ ღმერთმა ყველა თანაბარი შეგვქმნა და ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არ გვიყვარს ეს არსებები, შიში და გაუგებრობაა. თუმცა ზოგი საკმაოდ სიმპათიური და საყვარელი არსებაა, მაგრამ ფრთხილად, ბევრი მათგანი საშიშია და ადამიანის მოკვლა შეუძლია. 1. დინგვარსკვლავაეს უცნაური ცხოველი თხუნელასებრი ოჯახის წარმომადგენელია. იგი მიწისქვეშა ცხოვრებას ეწევა. დინგის ბოლოში შიშველი ოვალური დისკო აქვს კანის ფოჩებიანი კიდეებით, რაც მრავალქიმიან ვარსკვლავს წააგავს. მას 25 ათასი სენსორული რეცეპტორი აქვს და მიწისქვეშ ადვილად ორიენტირების უნარი აქვს. მის ცხვირს აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია იყნოსოს. 2. ქოქოსის კიბორჩხალამას პალმის ქურდსაც უწოდებენ. იგი ყველაზე მსხვილი ფეხსახსრიანია მსოფლიოში. ქოქოსის კიბორჩხალის სიგრძე ერთ მეტრს აღემატება. ისინი მიწისქვეშა სოროებში ცხოვრობენ და ქოქოსით იკვებებიან. ქოქოსის კიბორჩხალის სამშობლო წყნარი ოკეანის ტროპიკული კუნძულებია. 3. თაფლის ჭიანჭველები
თაფლის ჭიანჭველები თაფლის ცვრით იკვებებიან, რომლითაც მათ მცენარის ბუგრი ამარაგებს. ამ ჭიანჭველების ცალკე სახეობაა "თაფლის კასრი", როგორც მათ მექსიკელები ეძახიან. მათ ელასტიური მუცელი აქვთ, რომელიც საკვების შესანახ ადგილს წარმოადგენს. ეს"კასრები" გაჭირვების ჟამს კოლონიას საჭმლით უზრუნველყოფს. თაფლის ჭიანჭველების ნახვა არიზონაში, ნიუ-მექსიკოს უდაბნოებსა და ავსტრალიაში შეიძლება. 4. თევზი "ზღვის მგელი"ავისმომასწავებელი გარეგნობის მქონე "ზღვის მგელი" სამხრეთ ამერიკის მდინარეებში ბინადრობს. ბევრი მას ზღვის ეშმაკს უწოდებს. ეს მონსტრები სიგრძეში ერთ მეტრამდე აღწევენ და 40 კგ.-ზე მეტს იწონიან. ტროპიკული კლიმატი მათი ბუნებრივი გარემოა. ზოგჯერ ძალიან აგრესიულები არიან და მეთევზეები ადვილად ხდებიან მათი სამიზნეები. 5. შიშველი მიწისმთხრელიეს მღრღნელები სიგრძეში 33 სმ.-ია და შიშველ ვირთაგვებს მოგვაგონებენ. ისინი კოლონიებად ცხოვრობენ, იერარქიის თავში გრძელი და ძლიერი დედოფალია. მათი რამდენიმე ქვესახეობა არსებობს, მათგან ზოგი ზღვის დონის ქვემოთ, ზოგი კი მთებში ბინადრობს. სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მიწისქვეშა სოროებში ატარებენ, თხრიან გვირაბებს და ეძებენ საკვებს. 6. ვენესუელის "პუდელის ჩრჩილი"ეს არსებები მეცნიერებმა მხოლოდ 2009 წელს აღმოაჩინეს. ასე რომ ისინი ჯერჯერობით ბოლომდე არ არიან შესწავლილი. თეთრი ღუნღულა ფენა მათ სითბოს ზედმეტი დაკარგვისგან იცავს. 7. ჩინური გიგანტური სალამანდრაეს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სალამანდრაა. სიგრძეში 180 სმ.-ს აღწევს. იგი ნამდვილად უნიკალური არსებაა: მას მილიონი წლების განმავლობაში ცვლილება არ განუცდია. გიგანტურ სალამანდრას არ აქვს ქუთუთოები, ამიტომ ძალიან ცუდად ხედავს. მისი სიგნალები საშიშროების შესახებ ბავშვის ტირილს ჰგავს. აღნიშნული სალამანდრები ჩინეთის მთის მდინარეებსა და ტბებში ბინადრობენ. მათზე ბევრი მითები და ლეგენდებია შეთხზული, ალბათ ამიტომ ნადირობენ მათზე და იყენებენ როგორც ნედლეულს არატრადიციულ მედიციანაში. გურმანები მის ხორცს დელიკატესად თვლიან. 8. ზვიგენი-გობლინი
მისი ნახვა წყნარი და ატლანტის ოკეანის წყლებში შეიძლება, მექსიკის ყურის გასწვრივ. ის წყალქვეშა ვამპირივითაა: არ უყვარს მზის სინათლე და კომფორტულად თავს მხოლოდ ზღვის სიღრმეში გრძნობს, არ უყვარს როცა აწუხებენ. შეტევის დროს მას ყბების გარეთ გამოწევა შეუძლია, ისევე როგორც ადამიანს ენის. 9. გიგანტური იზოპოდიეს წყალქვესა მონსტრი ნებისმიერზე მოახდენს შთაბეჭდილებას. ნებისმიერი საშინელებათა ფილმი უბრალოდ საჭიროებს ამ გმირის არსებობას. იზოპოდები მიეკუთვნება კობოსნაირებს. მათი სიგრძე 36 სმ.-ია. ისინი 160 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ დედამიწაზე. ბინადრობენ თითქმის ყველა ოკეანის ფსკერზე და დიდხანს შეუძლიათ საკვების გარეშე გაძლება. იკვებებიან როგორც ცოცხალი, ისე მკვდარი ცხოველებით. 10. ზვიგენი "ციკლოპი"პირველად იგი კალიფორნიის სანაპიროსთან ნახეს. ეს ზვიგენი მუტანტი ძალიან იშვიათი სახეობისაა. 11. დიდი ვეფხვისებრი თევზიეს თევზები აფრიკაში ბინადრობენ.
ადამიანის მიერ აღმოჩენილი ყველაზე დიდი ზომის, სიგრძეში 5 მეტრს აღწევდა და იწონიდა 71 კგ. ისინი უშიშარი არსებები არიან და მზად არიან შეტევაზე გადავიდნენ, თუ გზაზე ვინმე გადაეღობათ. ამ სასტიკ მტაცებლებს 32 ეშვის მსგავსი ბასრი კბილი აქვთ, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ მსხვერპლის განადგურებაში. გარდა ამისა აქვთ შესანიშნავი მხედველობა და სისწრაფე. ნადირობენ ჯგუფებად. ეს საინტერესოა:როგორები იქნებოდნენ ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის გმირების შვილები ფილმში "ლამაზმანი" (ფოტო) რომელი პროდუქტები აუმჯობესებენ მეხსიერებას? უგანდაში შიმპანზეებმა ადამიანებს ომი გამოუცხადეს ნაპოვნია უცნაური არსება - მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ ქალი ერთი კილომეტრი მისდევდა ლეოპარდს, რომელმაც შვილი მოსტაცა რატომ უყვართ კატებს ნივთების გადმოყრა? ცნობილი სახეები, რომლებიც გიჟდებიან თავის ოთხფეხა მეგობრებზე ფოტოები, რომელიც ამტკიცებს, რომ კატა და ზამთარი-შეუთავსებელი ცნებებია საინტერესო და შემეცნებითი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 960 5-ს მოსწონს |