x
image
fisunia krutunadze
გვგნია რომ ვიცით - რა არის სიტყვა "შურისძიება" ?


image

სიტყვა შურისძიების მნიშვნელობას ვეძებდი ძველ ქართულში და ახალი სიტყვების მთელი წყება აღმოვაჩინე. სიტყვები - კოდია და ამ კოდებში ჩადეს ადამიანებმა ქცევაც და სახელიც. თავიდივე გამოგონილმა სიტყვა-კოდებმა დაიწყეს ადამიანების მართვა და დღემდე მართავენ… წინარე ქართველმა - შური დაარქვა მწუხარებას. მწუხარება დაყო ოთხად და დაარქვა 4 სახელი: მჭმუნვარება, ურვა, შური და წყალობა. გასაოცარია - შურიც და წყალობაც არის მწუხარება. შური - მწუხარებაა უცხოსა კეთილსა ზედა. წყალობა - მწუხარებაა უცხოსა ჭირთა ზედა. გასაგებია ხომ? როცა სხვის კეთილ საქმეზე წუხხარ, შურია. როცა სხვის ჭირზე დარდობ - წყალობა ჰქვია. ევედრები უფალს, სამყაროს, რომ შეიწყალოს ან შენ შეიწყალებ. შურისძიება - ამ სიტყვის მნიშვნელობა არ უწერია სულხან-საბა ორბელიანს, მაგრამ ჰოი, საოცრებავ ვიპოვე 4 სხვადასხვა შური: აღმოჩნდა რომ შურისძიება შურზე ფეთქდება და ყველა სიტყვა, რომელიც ქართულად არსებობს ცნობიერსა თუ არაცნობიერ კოლექტიურ მეხსიერებას მართავენ!! შური არის 4-ნაირი!!
1) შურია - როცა სხვის კარგზე წუხხარ;
2) ღაზოობაა - როცა არა მხოლოდ მწუხარება, არამედ უარესი - ესაა სურვილი მოსპო ვისიც გშურს, “კეთილის” მქონებელი.
3) გვაჯი - კი არის ის, ვისაც შურს და უნდა იქონიოს მისებრივი;
4) ბაძი - კეთილი ნახოს თუ ბოროტი სხვისა, მის მსგავსად იქცეოდეს.
***
4 მწუხარება და 4 შური გვმართავს. ამიტომ ხან შურია, ხან ღაზოობა, ხან ბაძვა და ხან გვაჯი. შურიდან იწყება, გადადის სიგვაჯეში და ღაზოობით ინგრევა სამყარო.

#ესმაკუნჭულია
0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0