x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120579
  • ვიდეო:354542
  • სურათი:492638
Calvin Klein-ის ახალი სარეკლამო კამპანია, რომელშიც ორსული ტრანს-მამაკაცი მონაწილეობს ინტერნეტში განხილვის საგნად იქცა


ონლაინ კამათი გრძელდება Calvin Klein-ის ახალ სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით, მასში მონაწილეობენ ორსული ტრანს-მამაკაცი რობერტო ბეტე და მისი მეუღლე, ერიკა ფერნანდესი, ორივე მათგანი ტრანსგენდერია.image
ამერიკულმა მოდის სახლმა კამპანია 9 მაისს, ქვეყანაში დედის დღის აღნიშვნის დღეს წარმოადგინა. ინსტაგრამზე ბრენდის პოსტის კომენტარებში, მაშინვე გაჩაღდა მწვავე დისკუსია ტრანს უფლებების აქტივისტებსა და მათ შორის, ვინც სარეკლამო კამპანია ქალებისთვის შეურაცხყოფად მიიჩნია:

“ეს პოსტი ამცირებს ქალებს მთელ მსოფლიოში. ასეთი ფარსის გავრცელებით თქვენ უგულებელყოფთ ქალებს, ჩვენს მიღწევებს, ჩვენს ბუნებრივ ძალას და იმ ექსკლუზიურ შესაძლებლობებს, რაც ღმერთმა მოგვცა. ვერც ერთი მამაკაცი ვერასოდეს გააჩენს შვილს."


“და მე მინდა მხარი დავუჭირო ყველა ტრანს ქალს და ტრანს მამაკაცს. ჩვენ გვიყვარხართ. მე მინდა მხარი დავუჭირო ყველა ტრანს ქალსა და ტრანს მამაკაცს. გახსოვდეთ, რომ მსოფლიოში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ თქვენი უფლებებისთვის, თუმცა ამ პოსტის კომენტარები სხვა დასკვნამდე მიგვიყვანს."
image
კამათი სწრაფად გავრცელდა სხვა სოციალურ ქსელებში. Twitter-ზე გავრცელდა ჰეშთეგი #BoycottCalvinKlein („ბოიკოტი კელვინ კლაინს“).


ტრანსგენდერთა თანასწორობის ეროვნული ცენტრის დოქტორმა დ. ოჰედამ მადლობა გადაუხადა მოდის ბრენდს ტრანს საზოგადოების მხარდაჭერისთვის:

“მივესალმები Calvin Klein-ს მათი ინიციატივისთვის, რადგან ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას და ოჯახის დაგეგმვას."image
აჟიოტაჟის საპასუხოდ, Calvin Klein-ის წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს:

“ჩვენ ვხედავთ ამ პლატფორმას, როგორც ინკლუზიურ და პატივსაცემ გარემოს ინდივიდუალობისა და თვითგამოხატვისთვის. Calvin Klein-ში ჩვენ ტოლერანტული ვართ ყველაფრის მიმართ, გარდა ფანატიზმისა. ნებისმიერი შეუწყნარებელი კომენტარი წაიშლება და სიძულვილის ენის გამოქვეყნებული ანგარიშები შეიძლება დაიბლოკოს."





0
292
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0