x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139022
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512590
"მაშინ აბორტს რატომ არ ვკრძალავთ?" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image

"გუშინ, "ევროპული საქართველოს" თანამოაზრეების ჯგუფში დაიწყო დისკუსია აბორტზე. ჯერ კიდევ მიდის, უგრძესი დისკუსიაა", - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, კამათი არ ყოფილა იმაზე უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი.


"გამიხარდა საბაზისო საკითხზე კამათი ამ უაზრო იერალაშში. მეორე ის, რომ კამათი არ ყოფილა იმაზე უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი. ვერ ავკრძალავთ .კამათი იყო იმაზე, არის თუ არა ზიგოტა/ემბრიონი ადამიანი. ჩემი აზრი მრავალი წელია ერთია და ნათელი - ზიგოტაც ადამიანია, განვითარების ადრეულ ეტაპზე. მაგრამ ეს აზრი უხერხული აზრია.


ისმის კითხვა, თუ ადამიანია, მაშინ აბორტს რატომ არ ვკრძალავთ? იმიტომ, რომ წესს ვერ დავიცავთ და უამრავი ადამიანი დამატებით მოკვდება. (აქაც არსებობს კონტრარგუმენტი - მკვლელობასაც ვერ აღკვეთ ბოლომდე, მაგრამ ხომ აკრძალულია?) მაგრამ აქ სხვა პრობლემაა - არაა სამყარო შეთანხმებული იმაზე, რომ ზიგოტაც ადამიანია.



ჩვენ გამოვიარეთ დრო, როცა ყველა კაცი ადამიანი არ იყო - ზოგი მონა იყო და უფლებები არ ჰქონდა. ჩვენ გამოვიარეთ დრო როდესაც ქალი არ იყო ადამიანი, ზოგგან ქმართან ერთად ცოცხალსაც მარხავდნენ, არც უფლებები ჰქონდა და ამ პროცესს ახლაც გავდივართ - ახლაც გვიწევს მტკიცება რომ ქალი მეორეხარისხოვანი არსება არაა.


ჩვენ გამოვიარეთ დრო როდესაც ჩვილი არ ითვლებოდა ადამიანად - არც მათ სიცოცხლეს ედო ფასი. რასაც ვუყურებთ - ისტორიულად - ადამიანის ცნება ფართოვდება. ამიტომ მგონია რომ ის კიდევ უფრო გაფართოვდება, ადრე იქნება, თუ გვიან და ზიგოტასაც მოიცავს. დღეს ზიგოტის განადგურების უფლება ქალის უფლებად აღიქმება და მისი თავისუფლების საკითხია. როდესაც ქალების სრული ემანსიპაცია მოხდება, ზიგოტაც გაადამიანდება. ასე ვხედავ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

0
562
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0