x
image
fisunia krutunadze
ნუ აჩქარდებით და ნუ შეაფასებთ ადამიანს ერთი შეხედვით!
image
ერთხელ, ათონის მთაზე, კარიესში ცხოვრობდა ერთი ბერი. ის ყოველდღიურად სვამდა და ნასვამი შეურაცყოფას აყენებდა ათონის წმინდა მთის მომლოცველებს და იწვევდა კამათში .როდესაც გარდაიცვალა რამოდენიმე მომლოცველი მივიდა წმინდა პაისთან და დიდი სიხარულით ახარეს, რომ უზარმაზარი პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა, ის ლოთი ბერი გარდაიცვალა და ახლა ყველა დაისვენებდა მისი ჩხუბისგან.
წმინდა პაისმა კი მოწყენილი და გაბრაზებული ხმით უპასუხა, რომ მან უკვე იცოდა ბერის გარდაცვალების შესახებ. მან იხილა თუ როგორ მიაცილებდნენ ანგელოზთა მთელი დაასი ლოთის სულს.
მომლოცველები გაოცდნენ იმით, რაც მათ წმ.პაისმა უთხრა .. იფიქრეს ხომ არ ეშლებოდა სხვა ბერში და ისევ შეეცადნენ ახესნათ თუ რომელ ბერზე იყო საუბარი.
მამა პაისისმა კი უთხრა მათ:
”ეს "ლოთი ბერი "როგორც თქვენ ეძახით, დაიბადა შუა აზიაში, მაშინ როდესაც თურქებს ტყვედ მიყავდა ყველა ბიჭი, იმისათვის, რომ იგი არ წაეყვანათ თურქებს, მის მშობლებს თან დაყავდათ მოსავალის ასაღებად ყანაში.. და იმისთვის, რომ არ ეტირა, ისინი რძეში უსხავდენ ბავშვს ცოტა ბერძნულ არაყს "რაკის", რათა მას დაეძინა და მისი ტირილის ხმა არ გაეგოთ. მას შემდეგ რაც გაიზარდა ის, გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული. ერთ დღეს კი როცა მას ექიმებმაც ვერ უშველეს, მაშინ მიიღო გადაწყვეტილება და ამოვიდა ათონის მთაზე, სადაც აღიკვეცა ბერად. მონასტრის წინამძღოლს აღსარება ჩააბარა და მოუყვა მისი ცხოვრება ..გაუმხილა რომ იყო ალკოჰოლზე დამიკიდებული.
მოძღვარმა კი მას ურჩია, პირველ რიგში მოენანიებინა მისი ცოდვები, ხოლო ამ განსაცდელისგან რომ თავი დაეღწია ყოველ საღამოს ეთხოვა ღვთისმშობელისთვის შეწევნა და დახმარება. მართლაც ნელ ნელა 1-ით მცირდებოდა ჭიქის რაოდენობა რომელსაც ბერი სვავდა.. ანუ
ერთი წლის შემდეგ მან შეძლო უდიდესი ბრძოლით და გულწრფელი სინანულით მისი ცოდვების შემსუბუქება, ანუ თუ სვავდა 20 ჭიქას, ახალა უკვე 19 გახადა.ბრძოლა საკუთარ თავთან გაგრძელა წლების განმავლობაში და ასე მიაღწია 2-3 ჭიქას, მაგრამ ამჯერად საოცარი ის იყო უკვე მხოლიდ 2-3 ჭიქას სვავდა მაგრამ კვლავ მთვრალი იყო.
წლების განმავლობაში, ათონის წმინდა მთის მომლოცველები ხედავდნენ მთვრალ ბერს, რომელიც ილანძღებოდა და ეჩხუბებოდა გარშემომყოფებს..ხოლო უფალი კი ხედავდა ერთ მებრძოლ ადამიანს, რომელიც იბრძოდა საკუთარ თავთან, საკუთარი ვნების მოსათოკად, ბოროტის დამარცხებას ცდილობდა... ყველა ადამინს აქვს უფლება მისი ნებით მოიქცეს, აკეთოს ის რაც მას სურს... და ამიტომ მეორეს არ აქვს უფლება განსაჯოს მისი ნება და ძალისხმევა! არ უნდა განსაჯო და იმსჯელო ადამიანზე ერთი შეხედვით! აი სწორედ ის " ლოთი" მარადიულ სასუფეველში ანგელოზთა დიდმა დასმა წაიყვანა! ეს იმას ნიშნავს რომ ის გულით ინანიებდა მის ცოდვებს და ცხონდა! თქვენ კი ახალა რომ გაგიხარდათ დავისვენეთ რომ გარდაიცვალა აღარ შეგვაწუხებს მისი ჩხუბითო..ამით უდიდეს ცოდვაში ხართ..ამასთან ერთად მუდამ განიკითხავდით და არ იყავით სიყვარულით მის მიმართ...ამიტომ თქვენ იმ " ლოთზე" ასი თავით ცოდვილებო წადით და მოინანიეთ! ნუ განიკითხავთ სხვას და ნუ შეაფასებთ ადამიანს მისი ჩაცმით, ქცევით და ლაპარაკით! თქვენ იმ სხვას ხომ არ იცით რა ცხოვრების გზა აქვს გავლილი?ეკლიანი თუ ია - ვარდებით ! გიყვარდეს ადამიანი, განკითხვის გარეშე !"

#წმინდა #პაისიმთაწმინდელი #ნატალიაკაპანაძე
0
70
შეფასება არ არის
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0