საქართველო
ბიძინა ივანიშვილი - ,,მოემზადეთ გამარჯვებისათვის"
2012, 21 სექტემბერი, 13:54
ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს ამომრჩევლებთან შეხვედრებს. 20 სექტემბერს ის ხარაგაულში იმყოფებოდა სადაც განაცხადა, რომ მატყუარა ხელისუფლების დრო ამოიწურა და ნაციონალური მოძრაობის დამარცხება გარდაუვალია. კოალიცია “ ქართული ოცნების" ლიდერმა იქ შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა რომ მოემზადონ გამარჯვებისათვის . ივანიშვილმა ორიოდე დღის წინ გავრცელებულ კადრებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ამ ვიდეო მასალამ მთელი მსოფლიო შეძრა. ხარაგაულელებს ივანიშვილმა მაჟორიტარი კანდიდატი ნოდარ ებანოიზე წარუდგინა.