x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა გაარკვიეს ვინ არის უფრო ჭკვიანი - ქერა თუ შავგვრემანი

image


მეცნიერების თქმით, ხუმრობები სულელ ქერებზე უკვე აქტუალური აღარ არის. სერიოზულმა კვლევამ ბუნებრივად ქერა ქალბატონების მიმართ ჩვენი მიკერძოებული დამოკიდებულება საბოლოოდ დაადასტურა. ისინი არა თუ სულელები, არამედ სხვა ფერის თმის მქონე გოგონებთან შედარებით გაცილებით უფრო ჭკვიანებიც კი აღმოჩნდნენ. როგორ იქნა შესწავლილი ეს სერიოზული საკითხი?


image


მითი იმის შესახებ რომ ქერები სულელები არიან სათავეს მე-18 საუკუნიდან იღებს. 1775 წელს პარიზში "Les Curiosités de la foire"-ის პრემიერა შედგა, რომლის მთავარი გმირიც - გონებაჩლუნგი, კურტიზანი როზალი დიუტე აღიარებული "სულელი ქერა" იყო. ამ ავბედით სპექტაკლამდე ქერათმიანებს შორის რაიმე უცნაური არავის არაფერი შეუმჩნევია. მეტიც, ძველ რომსა და საბერძნეთში ასეთ ქალებს ეთაყვანებოდნენ კიდეც. ანტიკური პერიოდის პანთეონის ქალღმერთების უმეტესობა, მათ შორის აფროდიტეც, ქერა კულულებიან ლამაზმანად იყო აღწერილი.




ქერათმიანებზე მითის დადასტურება


image


ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქერებს უმიზეზოდ დასცინოდნენ. პირველად პრობლემის შესწავლა გერმანელმა მეცნიერებმა 2000 წელს დაიწყეს. მათ ქერებისა და შავგვრემნებისგან დაკომპლექტებული ორი ჯგუფი შექმნეს რომელთა შორისაც გამოცდა ჩაატარეს. ორივე გუნდს ერთი შეხედვით, საკმაოდ რთული, ჩახლართული კითხვები სხვადასხვა თემაზე და ლოგიკურ ამოცანებზე დაუსვეს, შემდეგ კი მიღებული შედეგები ერთმანეთს შეადარეს.


image


აღმოჩნდა, რომ შავგვრემნებმა გამოცდას თავი უკეთესად გაართვეს. მათი შედეგები ქერებთან შედარებით 4 პროცენტით უკეთესი იყო, თუმცა საკითხი გაცილებით უფრო სერიოზულ შესწავლას საჭიროებდა, სწორედ ამიტომ ხუთი ათასი გოგონას მონაწილეობით მასშტაბური ჯგუფები იქნა შექმნილი. ისინი ფსიქოლოგიაში ბიოლოგიური მიმართულების ერთ-ერთი ლიდერის, პიროვნების ფაქტორული თეორიის შემქმნელის, ჰანს იურგენ აიზენკის სრულიად მეცნიერული ინტელექტის ტესტის გამოყენებით დატესტეს.


image


შედეგად ცნობილი გახდა, რომ შავგვრემანთა საშუალო IQ -ს დონემ 104-ი ქულა შეადგინა, ქერებისამ კი მხოლოდ – 102 -ი. ეს სულაც არ არის იმის მაჩვენებელი რომ ვიღაც უფრო ჭკვიანია, არამედ უბრალოდ სტატისტიკური შეცდომაა, თუმცა ამას ქერებისთვის მდგომარეობა არ შეუმსუბუქებია. ხუმრობები და ანეგდოტები მათზე კვლავ შესაშური მუდმივობით ჩნდებოდა, ხოლო სამსახურში ქერა ქალბატონებს როგორც ადრე კვლავ ეჭვის თვალით უყურებდნენ.




სრული რეაბილიტაცია


image


თუმცა 2016 წელს ქერათმიანების რეაბილიტაციისთვის კიდევ ერთი მცდელობა განხორციელდა, რაც ამჯერად უკვე წარმატებით დასრულდა. საქმეს ხელი ამერიკელებმა მოკიდეს, უფრო სწორად კი, მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეი ზაგორსკი ხელმძღვანელობდა. ექსპერიმენტის მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ მსოფლიომ ჟურნალ "Economics Bulletin"- ისგან შეიტყო.

image


ზაგორსკი საქმეს ძალიან სერიოზულად მიუდგა. მან 10878 ამერიკელი ქალის მონაცემი შეაგროვა, რომელიც 1979 წლიდან გროვდებოდა. მეცნიერმა ყველაფერი მცირე დეტალებამდე გათვალა და საკონტროლო ჯგუფებიდან ყველა აფრო - ლათინოამერიკელი გარიცხა. მისმა კვლევამ აჩვენა რომ სწორედ ქერათმიანი ქალბატონები არიან ყველაზე მაღალი ინტელექტის მქონენი, შედეგად ქერათმიანი ქალების IQ-მ 103, 2-ი ქულა შეადგინა, წაბლისფერთმიანებისამ – 102, 7-ი, მესამე პოზიციაზე – 101, 2 ქულით წითური ქალბატონები აღმოჩნდნენ, ხოლო შავგვრემნებს – 100, 5 -ი ქულით მხოლოდ მეოთხე პოზიცია ერგოთ.


image


საშუალოზე მაღალი შედეგის მქონეთა შორის უმეტესობა სწორედ ქერათმიანი აღმოჩნდა. ყველაზე დაბალი IQ-ის მფლობელებს შორის კი მათი რიცხვი ყველაზე ნაკლები იყო. შეჯამებისას, ჯეი ზაგორსკი თავის ფორმულირებაში საკმაოდ ფრთხილი იყო. მან ასეთი რამ თქვა: "არ მგონია რომ შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ, რომ ქერები სხვებზე ჭკვიანები არიან, მაგრამ ისინი სულელები ნამდვილად არ არიან". ასე რომ, სავარაუდოა, რომ მალე ქერებზე ხუმრობები სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება.





0
669
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
669