x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი დადებითად აფასებს საბჭოთა პერიოდს
image


საქართველოში "ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამამ" CRRC საქართველოსთან თანამშრომლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკრაინაში ომის დაწყებამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 54% საქართველოს ისტორიაში საბჭოთა კავშირის პერიოდს დადებითად აფასებს.


შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებენ საბჭოთა კავშირის პერიოდს საქართველოს ისტორიაში, გამოკითხულთა მხოლოდ 14% აფასებს ძალიან უარყოფითად, 24 % კი „უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად“. კითხვაზე 9%–მა არ უპასუხა, ან უპასუხა, რომ არ იცოდა.


გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ მასზე საბჭოთა კავშირში უკეთ ზრუნავდნენ, ვიდრე დღევანდელ საქართველოში.



კვლევის თანახმად, საბჭოთა კავშირი უფრო პოპულარული 55 წელიწადს გადაცილებულ და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს შორისაა.


ასევე, საბჭოთა კავშირს უფრო დადებითად აფასებენ ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლები.მაგალითად საბჭოთა კავშირის პერიოდს დადებითად აფასებს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის 70 პროცენტი და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის 69 პროცენტი მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირს დადებითად ეთნიკური ქართველების 21 პროცენტი აფასებს.


კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID დაფინანსებით, საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანი საზოგადოებაში დეზინფორმაციასა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა.



კვლევის ფარგლებში სულ ჩატარდა 3, 024 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით, 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით).

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.





image

2
134
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
134
  
ერთი შემტხვევას შევესწარი კახეთში,ერთ ფერმერს ქონდა 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა,რომელსაც ხან საძოვრად იყენებდა და ხან რაღაც მოყავდა,მაგრამ მიშას დროს გაჭირვებაში ცხოვრობდა მაინც. უნდოდა გაყიდვა ამ მიწის და სხვა რამეში ფულის დაბანდება. ქართველს ამის საყიდელი ფული არ ქონდა და უცხოელს იცოცხლე. გემახსოვრებათ,მიშას დროს კარი გაუხსნეს ყველას და ინდუსებიც შემოვიდნენ. ერთი ინდუსი მივიდა და ამ კახელ ჯიგართან,საბაზრო ფასზე მეტი შესთავაზა მიწაში,მაგრამ ამ კაცმა არ მიყიდა. ვუთხრი,რატო არ მიყიდე,ამოისუნთქებდი ცოტასთქო. ამ კაცმა ასეთი პასუხი გამცა,შვილო ქართველს ფული არ აქვს და ასე თუ ყველა ჩამოსულს მივყიდეთ მიწა,მალე საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოგვიწევს,აქვე დაგვასაქმებენ მონებად უცხოელებიო. მშიერი დარჩენა არჩია ამ კაცმა. როგორც ვიცი,ეს მიწა გაყიდა ამ კაცმა ქართველზე,სადაც გაშენებულია ვენახი და ატმის ბაღი. ეს მოხდა მას მერე რაც რუსეთის ბაზარი გაიხსნა. ამ კაცს რომ კითხო სსრკზე კარგი იყო ცუდი, დადებით პასუხს გაგცემთ. რანაირად უნდა დაუძახო ამ კაცს რუსეთუმე და ქვეყნის მტერი? სამაგიეროდ,სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწები გაიყიდა უცხოელებზე. ხოდა კანონი მიიღო სახელმწიფომ,მიწა არ მიყიდოს უცხოელს,რა გამოდის იცით,მონოპოლია მოიპოვა სახელწიფომ ამ საქმეში. ეხლა გამოვიდეს ის ტვინგარეცხილი ხალხი და თქვას,რომ ამ კახელ გლეხზე პატრიოტია. ასეთებით არის სავსე მთელი კახეთი და არა მარტო,როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა და ამ ხალხზე ცუდი თქვა. რას ითხოვენ,თავისი ნაშრომის ნორმალურ ფასად გაყიდვას და თავისუფლებას,გაიტანონ იქ სადაც მეტს იხდიან.

სხვათაშორის,ამ კახელ გლეხს ყოველთვის ვნახულობ,როცა მაქვს საშუალება და ჩავდივარ კახეთში. ერთი სიამოვნება არის მასთან საუბარი,როცა ადამიანს საშუალო განათლება აქვს და პროგრესული იდეები. ისტორია იცის ძალიან კარგად და ფულაობა მიდიოდა მის დროს,არ ქონდათ ფული და ვერ ისწავლა. აფსუსი არ არის,ეს კაცი თოხზე მუშაობდეს და ელენიკო ხოშტარია იყოს პარლამენტში? ტყუილად არ ვახსენე ეს სახელი,ეს არსება იტყვის რო რუსეთში არ უნდა გაიტანოს ამ კახემა გლეხმა თავისი ნაშრომი,თან აქციასაც მოარტყავს და ისე იტყვის,მაგრამ არ გახსენებია ეს,როცა რუსეთში განათლებას იღებდა. რომელი უფრო ცუდია,რუსეთში ყუ
რა თქმა უნდა დადებითად აფასებს,არ უნდა დაგვავიწყდეს რო ცხოვრებას აფასებს და არა თვითონ სსრკ. რეგიონებში მყოფ ადამიანებს,საკუთარი შრომა უფასდებოდა და ყველაფერი რაც დღეს რაიონებში აშენებულია არის მჟავანაძის პერიოდში. ვიღაცეები ღლიცინებენ,როცა ქართველი მშრომელი ადამიანი ამბობს,რომ პომიდორი გაქონდა რუსეთში და იქიდან მანქანით მოდიოდნენ,ასე იყო ეს და ტყუილს არ იგონებენ. მაშინდელი "ინტელიგენცია" და მათი ნაშიერები იქცევიან ეგრე და ამუნათებენ ადამიანებს,როცა წურბელებივით არიან ჩამოკიდებულები ამ ადამიანების ნაოფლარზე. მოუხსენით ეს პრივილეგიები მსახიობი იქნება თუ მწერალი,ვნახავთ როგორ მოეწონებათ კრონიკაპიტალიზმი,არც სამღვდელოება აკლებს ფულის ხრამუნს და არც ჟურნალისტები. მაგალითისთვის,პირველი არხის ჟურნალისტი ამუნათებს ქართველ გლეხს,როცა ის ამბობს რო რუსული ბაზარი სჭირდება. ეს ჟურნალიტი ჩამოკიდებულია ბიუჯეტზე და 70 მილიონის ხრამუნში იღებს მონაწილეობას. მოვუხსნათ ეს დაფინანსება და თავისი პროფესიონალიზმით რა ჩემს ფეხებს იშოვიან მაგასაც ვნახავთ. არადა ქართველ გლეხს ფეხებზე კიდია,თავის მოყვანილს ამერიკაში გაყიდის თუ რუსეთში. მოიძიონ ალტერნატიული ბაზარი და თავისი შრომა დაუფასდეს მშრომელ ხალხს,ყოველ დღე დედას აგინებენ რუსეთს და პუტინს. ჭუჭულიკების დატოლების გარდა რას აკეთებს ან მთავრობა ან ოპოზიცია,გლეხმა რა ქნას,მშიერი მოკვდეს და აშიმშილონ შვილები. თუ მათი ოჯახები ოჯახები არ არიან და მათი შვილები არ იმსახურებენ კარგ განათლებას ან ჩაცმა გავლას? ეს ხალხი არის ყველაზე პატიოსანი ამ საქმეში,ყოველდღე შრომობენ და თავის შესანახს თვითონ შოულობენ,იხდიან გადასახადებს,ხოლო მთავრობის მოვალეობა ახალი ბაზრების მოძიებაში დაეხმარონ. ხელფასს ამაში იღებენ და საქმის კეთება არ უნდათ. ივანიშვილს გინდ რუსეთუმე დაუძახეთ და თუ გინდათ მამალი მაჩვი,რუსეთი ბაზარი გახსნა და ამ პატიოსანმა ადამიანებმა ამოისუნთქეს. ფეხებზე მკიდია რას ფიქრობს ამაზე ზელენსკი ან გამოსირებული ვაი ქართველები ე.წ. ინტელიგენცია,გამოექანოს ევროპელები ალპებიდან და .... თუ საჭირო გახდა,საქართველო გახდება რუსეთის ალტერნატივა აარიდოს თავი სანქციებს,თუ საჭირო გახდა რუსაც მიაქირავებს ბინას და ეს არავის საქმე არ არის. თუ ეს არ გინდათ,მაშინ გააკე
0 1 2