x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"კობახიძემ ფაქტიურად თქვა, ბიძინა ისეთი ნაძირალაა, თუ 500 მილიონს ახლავე არ დაუბრუნებთ" - გია ხუხაშვილი

image

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილი "დააზიანა" ისე, რომ ამას მისი მტერიც კი ვერ მოახერხებდა.


"არ ვიცი ამას შეგნებულად აკეთებს, თუ სიბრიყვით, მაგრამ როგორც კობახიძემ ბიძინა დააზიანა თავისი დღევანდელი ბოდვით, მისი დაუძინებელი მტერიც კი ვერ მოახერხებდა…"- ამბობს იგი.


ამ განცხადების შემდეგ გია ხუხაშვილმა განმარტა, თუ რატომ დააზიანა კობახიძის და სხვების განცხადებებმა ბიძინა ივანიშვილი.


"მცირე განმარტება, თუ რატომ დააზიანა კობახიძის და სხვების განცხადებებმა ბიძინა ივანიშვილი: ბიძინა ამ დავაში არის მართალი და ადრე თუ გვიან თავის ფულს დაიბრუნებდა, ჩვეულებრივი კომერციული დავის ფარგლებში. ეს სასამართლომაც დაადასტურა. ერთადერთი შანსი, ეს რომ არ მოხდეს, არის საკითხის პოლიტიზირება და მთელი დასავლეთის გადაკიდება. ჰოდა, კობახიძემ ფაქტობრივად თქვა, რომ ბიძინა ისეთი ნაძირალაა, რომ თუ ხუთას მილიონს ახლავე არ დაუბრუნებთ (არა ბანკი, არამედ დასავლეთი), მზად არის რუსეთს მიყიდოს საქართველო და ჩვენ ამაში დავეხმარებითო…" - ამბობს იგი.

0
478
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0