x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სსრკ-ში ს@ქსი არ იყო, მაგრამ საბჭოთა მოპედების პიკანტური რეკლამა კი ნამდვილად იყო

image


ცნობილი ფრაზა "სსრკ-ში სექსი არ არის" ფრთიან გამონათქვამად მას შემდეგ იქცა რაც 1986 წელს ლენინგრადი - ბოსტონის ტელეხიდის ეთერში ის პირველად გაჟღერდა. ქალმა, რომელმაც ეს სიტყვები წარმოსთქვა ფრაზა ბოლომდე ვერ დაასრულა: საუბარი იყო რეკლამაზე ("სსრკ-ში სექსი რეკლამაში არ არის"). საბჭოთა ჩინოვნიკები ყველაფერს აკეთებდნენ ამ სლოგანის ცხოვრებაში განსახორციელებლად, თუმცა საბჭოეთში, რა თქმა უნდა, ხშირად ეშმაკობდნენ... სხვაგვარად აბა, როგორ ავხსნათ ადგილობრივი მოპედების "პიკანტური" რეკლამა.


image


საბჭოთა ტექნოლოგიის ნიმუშების უმეტესობა დასავლურ სიახლეებს საგრძნობლად ჩამორჩებოდა, მაგრამ ისინი ხომ რამენაირად უნდა გაეყიდათ... ადგილობრივი "ქმნილებების" გაყიდვა კი თავადაც მოგეხსენებათ რომ ადვილი საქმე არ იყო. საბჭოელმა "მარკეტოლოგებმა" გადაწყვიტეს რომ "უნიკალური" ტექნიკის გაყიდვის ყველაზე ეფექტური გზა იქნებოდა რეკლამა სექსუალური გოგონების მონაწილეობით, სადაც ისინი "უხამსი" ჩაცმულობითა და გამომწვევი პოზებით იქნებოდნენ წარმოდგენილი.





"როკერების" საოცნებო მოპედი Riga -12/16


image


Riga-12-ის გამოშვება 1974 წლიდან დაიწყო. ამ "შედევრის" ინოვაციური დიზაინი ლატვიელ დიზაინერს გუნარ გლუდინშომს ეკუთვნის. მოპედის კომპლექტაციაში - 2.2 ცხენის ძალის 50 კუბ. sh -57 ძრავი შედიოდა.


image


გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს 40 სმ-ის სიგრძის სავარძელი 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გასეირნების საშუალებას იძლეოდა, თუმცა საბჭოთა დიზაინერები მიღწეულზე არ გაჩერდნენ, და 1977 წელს "მოდერნიზებული " Riga-16-ის წარმოება დაიწყეს.




ნამდვილი საჩუქარი ადგილობრივი ბაიკერებისთვის - სუპერმოპედი Riga-19C


image


რიგის მოტოციკლების ქარხნის "Sarkanā zvaigzne" (რაც ლატვიურად - "წითელ ვარსკვლავს" ნიშნავს) - ეს კონსტრუქტორების სანუკვარი ოცნება, რომელიც ორბორბლიანი "ცხენის" მიერ 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარებას გულისხმობდა სარბოლო მოტოციკლის - Riga-19 C-ის სახით რეალობად იქცა. ეს "ლამაზმანი", რომლის წარმოებაც 1982 წლიდან დაიწყეს მაღალფორსირებული 50 კუბ.სმ 2 ტაქტიანი ძრავით, 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითა და სუპერთანამედროვე აეროდინამიკური ფეირინგით იყო აღჭურვილი. კონსრუქტორების ძალისხმევის შედეგად ბაიკერებს წილად მაღალსიჩქარიანი სარბოლო მოპედი ერგოთ, თუმცა ეროტიკული რეკლამის გარეშე აქაც არაფერი გამოვიდა..




კომპაქტური მოკიკი "მინი"


image


გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ რომ 1983 წელს მინი - მოკიკის "დაბადება" რიგის ქარხნის მიერ 10 დიუმიანი საბურავების წყალობით განხორციელდა. საპილოტე პროექტს - "მინი" ეწოდა. ეს გახლდათ ნამდვილი გარღვევა: უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ამ მოდელს არც მეტი, არც ნაკლები სიმაღლის რეგულირებადი საჭე და სავარძელი ჰქონდა. დიახ, პირველ ნიმუშებში უკანა საკიდარი არ იყო, თუმცა მალე ამორტიზატორების წყვილმა ეს "სიცარიელეც" შეავსო, თუმცა ეს კიდევ ყველაფერი არ იყო… ადვილად დასაკეცმა საჭემ და 50 კგ წონამ შესაძლებელი გახადა ტექნოლოგიის ამ სასწაულის ჩვეულებრივი მანქანის საბარგულით გადატანა.




საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, სუპერ მინი - მოკიკი "Stella"


image


სსრკ-ში წარმოებულ ერთ-ერთ ყველაზე მოდურ მოპედად - "სტელა" ითვლებოდა. მისი შედარება დასავლურ მოდელებთან სასაცილოც კი იყო, თუმცა 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების შუა ხანებამდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარმოება დიდ წარმატებად ითვლებოდა. საბჭოთა "ბაიკერების" ოცნებად ქცეულ მოპედზე არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების V-501 M-ს ძრავას აყენებდნენ, არამედ მათზე სხვადასხვა იმპორტირებულ - Jawa (ჩეხეთი), Peugeot (საფრანგეთი) და Dezamet (პოლონეთი)-ის სახის მოტორსაც შეხვდებოდით. პიკანტურ ფოტოზე ნახევრად შიშველი გოგონა Jawa-ას ძრავით აღჭურვილ ბევრი ავტომოყვარულისთვის ცნობილ - "Stella Babetta"-ას გვერდით პოზირებს.


image



წარმოდგენილი რეკლამის ნიმუშებით თუ ვიმსჯელებთ, სსრკ-ში სექსის ნაკლებობამ ბაზარზე ​​"უნიკალური" ტექნიკის განვითარებას ხელი არანაიარდ არ შეუშალა. როგორც ამბობენ: "თევზი არის, უბრალოდ მისი დაჭერა უნდა შეგეძლოთ!", თუმცა დასავლელ კოლეგებამდე ბალტიისპირეთის ქვეყნების რეკლამის განმცხადებლებს საკმაოდ ბევრი ეკლდათ..



0
2334
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2334